მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1472 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში

შემოვა მზე და მერცხლის გალობა,

როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა

და თვით სიკვდილის გარდუვალობა.


მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში

შემოვა მზე და მერცხლის გალობა.


მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი 

გადაეფრქვევა მეტეხის კარებს,

ნარიყალაზე კრწანისი გმირნი

თითქოს ასწევენ სისხლიან ფარებს.


მე მიყვარს დილა, როცა მარჯანი 

გადაეფრქვევა მეტეხის კარებს.


მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს

მტრედების გუნდი დააფრინდება,

როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი 

და როგორც ცრემლი დაიწმინდება...


მე მიყვარს დილა, როდესაც 

სიონს მტრედების გუნდი დააფრინდება


და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა,

რომელსაც ჰქვია მიწა ქართული!

მიყვარს ქართველი დინჯი ვაჟკაცი -

ქედმოუხრელი და გამართული.


და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა

რომელსაც ჰქვია მიწა ქართული!


და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი,

ამღერებული უკვდავი სული!

მისი გმირული დიადი აწმყო

მისი დიდება, მისი წარსული.


და კიდევ მეტად მე მიყვარს მისი,

ამღერებული უკვდავი სული!


ასე ძლიერად და შთაგონებით

რამ შემაყვარა მშობელი მხარე?!

რისთვის ჩამედგა პოეტის გული

და ქართულ ლექსით რათ გავიხარე!


ასე ძლიერად და შთაგონებით

რამ შემაყვარა მშობელი მხარე?!


განა ოდესმე მისთვის ჯანღონე,

ანდა სიცოცხლე დამშურებია?!

განა ოდესმე ბედს ვუჩიოდი?!

განა ოდესმე დავმდურებივარ?!


განა ოდესმე მისთვის ჯანღონე?!

ანდა სიცოცხლე დამშურებია?!


განა მე ვდარდობ რომ მოვა ჟამი

და ვერ ვიხილავ მის მთებს და ჭალებს?

მინდვრის ყვავილში ან ხის ფოთოლში

ოდესმე მაინც გავახელ თვალებს.


განა მე ვდარდობ რომ მოვა ჟამი

და ვერ ვიხილავ მის მთებს და ჭალებს?


ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად

შენ მომასვენებ და დამაძინებ

თვით შენი მიწა, იქნება თბილი

მე ის არასდროს, არ დამაძინებს


ქვეყანავ ჩემო, ყველაზე ტკბილად

შენ მომასვენებ და დამაძინებ.


მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში

შემოვა მზე და მერცხლის გალობა,

როცა მახარებს სიცოცხლის გრძნობა

და თვით სიკვდილის გარდუვალობა...


მე მიყვარს დილა, როცა ფანჯრებში

შემოვა მზე და მერცხლის გალობა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ