მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 420 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მე ვინა მთქვა სიტყვის მთქმელად,

ვინ დამარქვა ლექსის მთქმელი?

რა ხანია ვეჭიდები,

ვერ ავხადე გულს სარქველი...


ბარი დავკარ, ხელი გავკარ,

ვემუდარე, ვეანდაზე,

ჩავძახოდი - მიბრუნებდა

სიყვარულის მეათასედს.


ვერ ავხადე გულს სარქველი,

ალბათ, ჟანგი მოსდებია,

შიგ ღვინოა ძველისძველი

თუ ბაჯაღლოს ზოდებია?!


შიგ ღვინოა ძველისძველი,

იქნებ ღირდეს დამათრობლად,

ამოხაპვა ვერ შევძელი,

ჰა, სიბერემ დამათოვა!


გულის პირი ვინ გაჰკერა,

ან სარქველი რამ ჩაკირა,

უნახავად ვინ გამიგებს,

ვინ დამიგეს ჭაშნაგირად?!


ღვინო რჩება შეუსმელი,

გულმა თუ არ მითავდება,

მიიწურა შარა გრძელი,

სიყვარულიც მითავდება...


ლექსო, კუბოს ვერ ჩაგიტან -

ეგ იმედი ამოაქრე,

გულს სარქველი ვერ ავხადე,

საფლავს როგორ ამოანგრევ?!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ