მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 623 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ნუ იფიქრებ, რომ მიყვარდე, ჯადოსნურო სარო ტანო,

როცა შენს წინ ლოცვად ვსდგები, მინდა გეყმო, გეთაყვანო.

ნუ იფიქრებ, ნუ იფიქრებ, თითქოს შენში ვეტრფი ქალსა,

როცა მინდა დავემონო მკერდს მშვენიერს, თეთრ ფიქალსა.


მე ყოველგვარ სილამაზეს - სულის ლტოლვით ვეგებები,

მე თვითვე ვქმნი ტანჯვას ძლიერს, ჩემის ტანჯვით ვიკვებები.

ვეტრფი წმინდა სიყვარულით, მარწყვის დილას, წითელ სისხამს,

ვეტრფი ზეცას, როცა იგი ვარსკვლავთ სამოსს წამოისხამს.


მიყვარს, როცა სიოს სუნთქვით, ირხევა და თრთის ფურცელი,

მიყვარს ყანა მოღაღანე, ზღვა მღელვარე, საზღვარ ვრცელი.

მიყვარს მთვარე, როცა იგი მოვერცხლილსა ისარ-კავებს

ათრთოლებულ ტბისა გული, ვეღარ იჭერს, ვერ აკავებს.


მიყვარს როცა გაზაფხულზე დედამიწა იქარგება

და შაშვისა სევდით სტვენა ღრუბელთ შორის იკარგება..

მიყვარს ბაღი, სად ყვავილნი დააკმევენ გუნდრუკ სურნელს,

წყარო როცა ჩამჩურჩულებს ყოფნის ზღაპარს საამურ-ნელს,


მიყვარს ოხვრა, როცა დარდი გულს პირ-ბარსა ეკალს ასობს,

მიყვარს ღამე საოცნებო, მაშინ ლტოლვა ერთი ასობს...

მიყვარს ტანჯვა - სილამაზე, და თუ შენს წინ ლოცვად ვსდგები,

შენ არ გეტრფი, როგორც ქალსა, მე სიტურფეს ვემონები!.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ