მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1259 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თარგმნა: გივი გეგეჭკორმა

* * * * * * *


მხოლოდ ცისფერი შეღამება შენიღბავს ივნისს

და ბილიკებზე თავთავებით დავიჩხვლიტები,

მე - მეოცნებე ატირებულ ბალახში ვივლი

და შუბლს ბურუსში გამიგრილებს ქარის თითები.

არც არაფერზე არ ვიფიქრებ და ჩემს ვნებათა,

სულში სიყვარულს უზენაესს დავუნთებ სანთლად

და შორს ვიქნები, ბოშასავით, შორს, ბუნებასთან

კვლავ ბედნიერი ისე, როგორც საყვარელ ქალთან.

 

თარგმნა: პაოლო იაშვილმა

* * * * * * *


ლურჯ საღამოთი, ზაფხულობით წავალ ფარულად,

სადაც ყანაა და ბალახით ავსილი ველი;

ფეხებთან ვიგრძნობ, რომ ბალახი მთლად დაცვარულა

და შევცურდები ქარში ზვავი და თავშიშველი.

ხმას არ გავიღებ... არ ვიფიქრებ... მაგრამ ძლიერი

ვნებით მევსება სიყვარულის უბე და კალთა;

და მივალ, როგორც დამშეული ბოჰემიელი,

და ბედნიერი ბუნებასთან: ისე ვით ქალთან.

 

თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძემ

* * * * * * *


როცა ზაფხულს საღამო გადაღებავს ლურჯებით,

როს ბალახი თავთავთა გასათელად მიმიშვებს,

შევუყვები გრილ ბილიკს, ტერფით შევეურჩები

და ნიავქარს მივუშვერ ჩემი შუბლის სიშიშვლეს.

არას ვეტყვი და ფიქრიც მიმატოვებს მოშურნე,

მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ვერსად ვერ დავემალე.

გავიჭრები შორი-შორ, ვით სიმღერა ბოშური,

ბედნიერი - ვითარცა სატრფოს მკერდზე მთვლემარე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ