მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14683 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი,

წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,

ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი,

კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.

- ნუ იწვიმებ! - ვინ უბრძანოს ღრუბელს?!

დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.

სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი,

სადაურსა სად წაიყვან, ბედო...

ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი,

ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.

ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი,

შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.

ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი,

შებორკილი ციმბირს გაამწესეს.

იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა,

აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,

და მიტომაც დაურჩინეს ოხრად

გუთნეული და ჩალური ქოხი.

ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს,

შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.

ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს

გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.

გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს,

ინატრებდა გამოკვერილ სახნისს

და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,

წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.

ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს,

თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,

ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ

სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.

მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს,

ყამირებზე დაღლილივით მიწვა.

შებორკილი, შეჯაჭვული პაპა

მიიბარა ყაზახეთის მიწამ.

ცრემლით არვინ დაუნამა კალთა,

ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.

ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან

და სუდარად გადეფარა ნისლი.

სადაურსა სად წაიყვან ბედო,

სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ...

საფლავშიაც ბორკილები ედო,

მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!

დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს,

შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს...

- დასცხე, ბიჭო! - ამ ყამირში ყრია

პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ...

- დასცხე, ბიჭო! - მაგ ტრაქტორის გრიალს

საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.

მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა...

- დასცხე, ბიჭო! - პაპის ხმაა ალბათ,

სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება,

ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად

თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი

გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.

შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც

ააყვავო, როგორც შენი მხარე.

დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად,

გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან...

წინაპართა ოცნებათა მსგავსად

კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ