მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 799 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როს შეღამდება დიდ ქალაქში და ყვითელ ფარდებს

ფილისტერები დაუშვებენ ჩვეულებრივად...

ნაგვიანევი ტრამი სადღაც შეინავარდებს,

მაშინ ორნივე დავსეირნობთ ქუჩებში მწკრივად.


- სად არის ნეტავ შენი ბინა და სამყოფელი,

ჰე, უსამშობლო მოგზაურო! - შემძახა შლეგმა.

შენ ფაუსტი ხარ და მე კიდევ - მეფისტოფელი,

ჩვენ გვაკავშირებს ჯოჯოხეთის მისნური გეგმა.


შენ ფაუსტი ხარ, გეზარება შენც ეგ სოფელი,

წამო, სარდაფში, ავარებთან დავლიოთ ღვინო,

შენ ფაუსტი ხარ და მე კიდევ მეფისტოფელი,

პოეტო მეფევ, უსამშობლო და უგვირგვინო!


ორთავეს გვიყვარს ამ ლანდების ბნელი თამაში,

ორთავეს მოგვწონს სატანური სალტო მორტალი

და გავარჩიე ჩემი ლანდი უცნაურ ხმაში:

”სახლების ჩრდილებს ეფარება ალალ-მართალი”.


ღამით სეირნობს პოეტი და მხლებელი მისი,

ღამით ეძებენ მრუშ ჭაბუკებს ეგ კოკოტები,

შენც აკი მოგწონს ნაღვლიანი მათი კისკისი,

ფრთას რომ გაშლიან, ვით მინევრას შავი ჭოტები.


როს ეშმა ცოცხით ცის ვარსკვლავებს ძირს ჩამოხვეტავს,

მეც მეახლება ჩემი ლანდი, ფარეში ზრდილი,

ამ ბნელ ღამეში თვალი მხოლოდ აჩრდილებს ჰხედავს,

ეკვიატება ხორცის აჩრდილს სულის აჩრდილი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კონსტანტინე გამსახურდია  • • •   კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ