მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 328 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

I

 

დამშვიდებული,

დაწყნარებული,

ზღვა კამკამებდა

და ფირუზისა

კამარას ცისა

შესთამაშებდა;

მაღლით სხივები -

ოქროს მძივები

დასციმციმებდნენ

და სანატრელსა

მზეს, საყვარელსა,

უკავშირებდნენ.

ქარი არ ქროდა...

არსით ისმოდა

ხმა ქვეყნიური.

იყო დუმილი,

უცნაურ-ტკბილი,

თითქო ღვთიური!..

ვიდექ ზღვის პირას, -

ამ ჰარმონიას

მე შევყურებდი;

ვგრძნობდი სულისა

მასთან კავშირსა

და ვნეტარებდი!..

 

II

 

აღშფოთებული,

აღელვებლი,

ზღვა ბობოქრობდა,

თითქო წარბშეკრულს,

გაპირქუშებულს,

ცას ემუქვროდა,

ტალღა-ზვირთები,

ვით დიდი მთები,

წამს იზრდებოდნენ

და წამს უფსკრულში,

შავ-ბნელ ჯურღმულში

იკარგებოდენ.

ზღვა, ვით დაჭრილი,

ფაფარ-აშლილი

ლომი, გმინავდა;

ცა მრისხანებდა

და მძვინფარებდა, -

ჰქუხდა, გრგვინავდა!

ზუოდა ქარი...

იყო საზარი

გარს ხმაურობდა,

თითქო შემოქმედს

მოსურვებოდეს

ქვეყნის დამხობა!..

ვიდექ ზღვის პირას, -

ამ ბრძოლას, დიადს,

მე ვუცქეროდი;

ვგრძნობდი სულისა

მასთან კავშირსა

და კვლავ ვსტკბებოდი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ