გეტყვი მშვიდობით მერე დაგტოვებ, ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს შენა და ღამე ბეთანიისა. როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან, რა გვიანაა სულყველაფერი და არაფერი არაა გვიან. ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს, სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში და ლექსებს შენი თითებით ნახებს. უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები, და იმ ლამაზი წყენებისათვის ხელში ბალღივით აგიტირდები. ნამი უშენოდ მორცხვი იისა... ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! შენა და მწუხრი ბეთანიისა. გეტყვი შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო, ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა, მოურჩენელო ტკივილო ჩემო. ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა, ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით შენა და ღამე ბეთანიისა. |