მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 569 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

 

ანდრე ფონტენას

 

ეგ შენი ტანი, გადრეკილი, თავბრუდამხვევი,

თეთრია, როგორც შიშველი სკვითი,

უმანკოებას აშრიალებ, მწვანედ გახელილს

და გიცხრობს მიწა ფესვების ჭიდილს.

უბიწო ჩრდილით შორეული ლაჟვარდი შესვი

და ის ლაჟვარდი ზევით გიტაცებს,

შენს სხეულს ვნებით აკვნესებულს გიტოკებს ფესვი,

რომ წმინდად იდგე დედამიწაზე.

ქარებს რად უნდა მონანავე შენი კენწერო;

ნაზსა და პირქუშ ამ დედამიწას

უნდიხარ მხოლოდ. იმის მკერდზე რა დაირწევა,

ეგ შენი ჩრდილი თუ არ დაირწა.

შენს კენწეროებს შეივრდომებს ზეცის თავანი,

ნელსურნელება სადაც უბერავს,

მაგრამ, ჭადარო, არ მოშალო მყუდრო სავანე,

დარჩეს სავანედ და სასუფევლად.

ირგვლივ ირხევა ბინადარი ბუნების ტაძრის -

გადახლართული უთვალავ ჰიდრად,

თრთის ნეკერი და ნეკერჩხალი, ცახცახებს ნაძვი

მუხა შრიალებს უძველეს მკვიდრად.

სიკვდილის შიშით შეპყრობილი და უსასოო

ებღაუჭება ნიადაგს ფესვი,

გაბრუებული დაფარფატებს ქარში ნასროლი

მკერდს მოწყვეტუილი ფრთოსანი თესლი.

განა სუროთი შემოსილი ნეკერჩხლებია,

მოკრძალებული დგანან ქალები,

ო, მათთვის კარი, თუმც თავებით ცას ეხლებიან,

არ გაიღება მზის საბრძანებლის.

მათ არაფერი აკავშირებთ და შეეჩვივნენ

აქ მხოლოდ ერთად დგომას და ქვითინს,

დაბადებიდან დასწოლიათ ამ დახლეჩილი

და ვერცხლისფერი მკლავების ტვირთი.

როცა ეხება მათი სუნთქვა ღამის ყვრიმალებს

და ჟამი დგება მთვარის ამოსვლის,

მხოლოდ ის უნდა აფროდიტეს, რომ დაიმალოს -

ქალწულს უნაზეს და კდემამოსილს,

წინასწარმეტყველს ემონება და მის სამყოფელს

რომ აცისკროვნებს, სხვა შეკრთომაა,

ჩაუსახავი, ხვალინდელი ცოდვის ნაყოფით

უერთდება და ერთვის მომავალს.

შენ კი, ჭადარო, რომ იბნევა, შენი ოქროა

და შეგაფარეს თავი ლანდებმა,

ფოთლის ცახცახით გაჩენილი ეგ ჯადოქრობა

მხოლოდ ძილში თუ უჩინარდება.

ქარი ფართხალებს შენს ხელებში, შფოთვის მომტანი,

და ქედმაღლობის გადევს უღელი,

მოახლოებულ ზამთრის დღეებს ეს ტრამონტანი

შენი ფოთლების ქნარზე უმღერის.

ო, დაიკვნესე!.. აჭრიალდეს ტანი მოქნილი

და ნეტარებით კვნესოდეს ტანი,

გრიგალს შესჩივლე მწუხარება, აქეთ მოქრიან

გზადაბნეული იმისი სპანი!

იმ მარტვილივით იმარტვილე, სულ რომ ლოცულობს

და ცხოვრობს რწმენით და სასუფევლით,

ცეცხლს ეკამათე, გადაქცეულს ჩამქრალ კოცონად,

ცისკენ ვერ მიდის მისი ღრუბელი!

მაგ შენმა ჰიმნმა მიაღწიოს იმ ჩიტებამდე,

რომ არ უხილავთ ჯერ მზის კისკისი,

იმ ხეს შთაბერე იმედივით სუნთქვა მგზნებარე,

რომ ენატრება ცეცხლის გიზგიზი!

ვინ შეგედრება, მათრობ ტანის თრთოლვით და რხევით,

შენი შრიალით შრიალებს ბაღი,

შენ ცა გიყურებს, ეგ თვალები აღაპყარ ზევით,

შენს ლოცვას ელის ცისფერი თაღი!

ალბათ დრიადებს სიყვარული ასე სწყუროდათ,

ო, მხოლოდ პოეტს ძალუძს, ჭადარო,

ცხენის სრიალის თეძოების მედიდურობა

შენს მოელვარე ტანს შეადაროს!

თითქოს ჯიუტად შეარხიე და დამანახე

ეგ მოხასხასე ამაყი თავი,

რომელიც ისე მოიხრება, როგორც ბალახი,

როცა გაიგებს ქარიშხლის ბღავილს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ