მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12483 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ წყაროზე მივედი. ორი კაცი წყალსა სვამდა. როცა მნახეს, ჩემი ნახვა ეამათ. დასხდენ ჭამად და მეც მიმიწვიეს. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ. ერთი პური ერთმა დაიდო და მეორე - მეორემ. მე პური არ მქონდა, ნახევარი ერთმა მომიტეხა და ნახევარი მეორემ. 

ჩემი წილი თურმე მეტი შეიქნა და როცა შევჭამეთ, მათ არა ეყოთ. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავემ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო. 

ორნი ერთს როგორ ვერ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს და ორთავემ ას-ასი არგანი (ჯოხი) მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვევედრებოდი, ხან სხვა რამეს ვეტყოდი, მაგრამ არ შემიბრალეს. 

მე ვუთხარი: თქვენ ვისაც დაეწვევით, მასაც თქვენთვის ასე ექნას-მეთქი! 

მიმატოვეს ასე დაბმული და სწრაფად წავიდნენ. 

მოვიდა ვიღაც მოწყალე კაცი; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყველაფერი მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ რამეს გასწავლი და დაიხსომეო: 

უმეცარ კაცს გულით ნუ მიენდობი; 

შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები; 

ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, თუნდაც შენს სახლში იყო; 

მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი; 

გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდოდეს! 

მე დიდად დავუმადლე. მან თოკები ამხსნა და მითხრა: იმ კაცებს ბევრი სხვაც უცდუნებიათო. 

საგზალი მომცა და თვით წავიდა. მეც ჩემს გზას დავადექი.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ