მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 371020 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი ქართული ლიტერატურის მშვენება, პოეტური სიტყვის უბადლო ოსტატი და გენიოსი შემოქმედია.

მისი ერთადერთი, სიბრძნით აღსავსე, ქართველი ხალხის ეროვნულ სიამაყედ ქცეული და საუკუნეთა მანძილზე ობოლი მარგალიტივით ხელიხელ ნაგოგმანები პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ძვირფას მემკვიდრეობად გადმოეცა თანამედროვეობას.

ნაწარმოები უკვდავ და საყვარელ ქმნილებად აქცია მასში ღრმად ჩაქსოვილმა ისეთმა საკაცობრიო იდეებმა, რომლებსაც  ყველა ეპოქა და ერი ერთნაირად საჭიროებს.

„ვეფხისტყაოსნის“ ძირითადი თემა სიყვარულია - ფართო, ყოვლისმომცველი, ამამაღლებელი და გამაკეთილშობილებელი - „იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა“ - ამბობს პოეტი და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს მისი გმირების ცხოვრება, მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და შესრულებული საქმე.

თუმცა „ვეფხისტყაოსანის“ შინაარსი მხოლოდ ამ თემით როდი ამოიწურება. პოემას სიყვარულთან ერთად მთავარ ღერძად გასდევს გმირების გასაოცარი მეგობრობა, რომლის გარეშეც რუსთველისეული სიყვარულის წარმატებით დაგვირგვინება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.

მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი, „ვეფხისტყაოსანში“ სხვა უამრავი საკითხიცაა გაშუქებული და სათანადოდ შეფასებული.


ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა პოემის პროლოგი და ეპილოგი, რომლებიც მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავენ როგორც ავტორის ვინაობის, შეხედულებების, მისი მრავალფეროვნებისა და თვით ნაწარმოებში გადმოცემული ამბისადმი დამოკიდებულების შესახებ. ასევე იმ ადამიანებზე, რომლებსაც უძღვნა რუსთაველმა ეს დიდებული ქმნილება.

პროლოგი იწყება ღრმთისადმი მიმართვით, რაც ჩვეულებრივ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ შუა საუკუნეებში, რელიგიის ბატონობის ხანაში მოღვაწე პოეტისთვის.

ამის შემდეგ, რუსთაველი გვაცნობს იმ პირებს, ვის სადიდებლადაც შექმნა პოემა. ესენი არიან: თამარ მეფე და მისი მეუღლე დავით სოსლანი.“ ვის შვენის, - ლომსა, - ხმარება, შუბისა ფარ-შიმშერისა“.

განსაკუთრებული მოწონება და სიყვარულია ჩაქსოვილი იმ სახოტბო სტრიქონებში, რომელიც თამარისადმია მიძღვნილი:


"თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.”


პოეტი უხვად იყენებს ხატოვან სიტყვებსა და გამოთქმებს იმ ადამიანის მიმართ, რომლის სიყვარულმაც, როგორც თავად ამბობს - დააუძლურა და განსაკუთრებული სენით შეიპყრო.

თავისი ვინაობის გაცნობისას, რუსთაველი გულახდილად აღიარებს, რომ უსაზღვრო და უიმედოა მისი ტრფობა პიროვნებისადმი, ვისაც ხელთ უპყრია ქვეყნის მმართველობა, ვისაც ემორჩილება „ჯარი სპათა“.


„მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.“


პროლოგში გადმოცემულ მოსაზრებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა შ. რუსთაველის დამოკიდებულება პოეტისა და პოეზიისადმი.

პოეზიას ანუ შაირობას პოეტი სიბრძნის დარგს უწოდებს, რომელსაც მეტად დიდი მოვალეობა აქვს დაკისრებული.

გარდა იმისა, რომ მან თავის ტკბილხმოვანებით უნდა დაატკბოს მსმენელი, აგრეთვე სხვა სარგებლობაც უნდა მოუტანოს ადამიანს: ასწავლოს, სიბრძნით აავსოს და გმირული სულისკვეთება გაუღვივოს.


„შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“


სტროფის დასასრულს მოცემული აფორიზმი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ პოეზიის შემოქმედების ძალას განსაზღვრავს ავტორის უნარი, ლაკონურად, გასაგებად და ემოციურად გადმოსცეს ესა თუ ის ამბავი.

ხელოვანს, კარგ შემოქმედს უნდა შეეძლოს „ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა». მას სიტყვები საძებნელი არ უნდა ჰქონდეს და ისე თავისუფლად უნდა იყენებდეს მათ, როგორც კარგი მობურთალი ჩოგანს.

შ.რუსთაველი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი კალმით დიდტანიან შედევრებს, ეპიკურ ნაწარმოებებს ქმნიან.

ისეთი შემოქმედი, რომელიც  „ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა“, ავტორის აზრით გმირს უტოლდება, როგორც დიდი, შეუფასებელი საქმის გამკეთებელი.

რუსთაველის შეხედულებით, საცოდავია ის მეშაირე, რომელსაც რითმაც და აზრიც მოსაძებნი აქვს, სათქმელი ერთმანეთისთვის ვერ დაუკავშირებია და თავი მაინც დიდ შემოქმედად მიაჩნია.


„მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი''


განსაკუთრებულია რუსთაველის შეხედულება ლირიკის პოეტებზე.

„ვეფხისტყაოსნის“ ავტორი მათ ადარებს ყმაწვილ მონადირეებს, რომლებიც დიდ მხეცებთან შებმას ვერ ბედავენ და მხოლოდ წვრილფეხობის ხოცვით კმაყოფილდებიან.


„მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.“


რუსთაველი არ ივიწყებს, რომ მესამე სახის ლექსებიც არსებობს. ეს არის ე. წ სალაღობო-სააშიკო შაირები, რომლებიც სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ სრულიადაც ვერ შეედრება ეპიკურ და ლირიკულ ქმნილებებს.

თავისთავად ცხადია ასეთი ლექსების შემქმნელთაც არაფერი აქვთ საერთო ხელოვნებასთან.


„მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.“


პოეზიის ამგვარად დახასიათების შემდეგ, რუსთაველი პოემის პროლოგში კვლავ უბრუნდება მიჯნურობას.

იგი სიყვარულს ღვთაებრივ მოვლენად და „საზეო საქმედ“ აღიქვამს. ყოველი აღწერილი სტრიქონიდან ჩანს, თუ რაოდენ უმაღლესი აზრისაა ავტორი სიყვარულზე და რარიგ მკაცრია მისი მოთხოვნები მიჯნურთა პიროვნული თვისებების მიმართ.

სიყვარულის ამამაღლებელი, გამაკეთილშობილებელი გრძნობის საფუძველი, რუსთაველის აზრით სულიერი და ხორციელი მშვენება უნდა იყოს.


„მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.“


პოეტის აზრით მიჯნური უნდა იყოს ლამაზი, თავმდაბალი, გონებამახვილი, გულუხვი, ერთგული და თავდადებული.

მას მხოლოდ ის უნდა უყვარდეს ყველაგან და ყოველთვის, ვინც თავიდანვე აირჩია მისმა გულმა - „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში„.

ამავე დროს, მიჯნურს უნდა ძალუძდეს საკუთარი გრძნობის მალვა, რათა სააშკარაოზე გამოტანილი გრძნობა სხვათათვის ხელშესახები და სათრევი არ გახადოს.

ავტორი თვლის, რომ სატრფოს სიშორე და მასთან განშორება არ უნდა ანელებდეს სიყვარულს, პირიქით, მისი აზრით ასეთ დროს საჭიროა „შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა“

წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნება არა სპეტაკ გრძნობასთან, არამედ სიძვასთან და წუთიერ გატაცებასთან, რომელიც კი არ ამაღლებს, არამედ ძირს სცემს ადამიანის ღირსებას, ბღალავს მის კეთილშობილებას და მორალურ სიწმინდეს.


„ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა“


პოეტი შესანიშნავად ახასიათებს სიყვარულის გრძნობას, ხაზს უსვამს მის სიდიადეს, ზემოქმედების უნარს და მოჰყავს შედარება მარადიულ სიყვარულსა და წუთიერ გატაცებას შორის.

იგი საფუძვლიანად  გადმოცემს არა მხოლოდ სიყვარულს და მის ამაღლებულ თვისებებს, არამედ მხატვრულად აღწერს სიძვას, რომლისთვისაც დამახასიათებელია გრძნობათა ცვალებადობა და „უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში“

ავტორი ამ შედარებებს აკეთებს იმ მიზნით, რომ მკითხველმა შეძლოს ნამდვილი, ამაღლებული სიყვარულისა და მრუშობის ერთმანეთისგან გარჩევა.


„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!“


პროლოგის დასასრულს ავტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სიყვარულის გრძნობის სიდიადეს და უკვირს იმათი, ვისაც არ შეუძლია ერთგულება, უანგარო სიყვარული.

ასეთი ადამიანები, ნაცვლად იმისა -  თავმდაბლობით და მოკრძალებით ემსახურონ სატრფოს, იფერებენ მის სიყვარულს და ავსიტყვაობენ კიდეც:


„მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“


ასეთია ვეფხისტყაოსნის პროლოგის შემადგენელი თემებისა და საკითხების მოკლე მიმოხილვა.

ზოგადად, პროლოგი პოემის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა და მისი საფუძვლიანი კვლევა და განხილვა მრავალგზის უწარმოებია არაერთ ქართველ მეცნიერს, მკვლევარს თუ საზოგადო მოღვაწეს.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ