მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9014 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - ორი ძაღლი

ფანჯრის პირას დაცუცქდა

გოშია ყელმოღერებით

და დაბლიდან მურა-ძაღლი

ეკითხება გაშტერებით:


„ჩემო ძველო ამხანაგო!

როგორა ხარ და რა დღეში,

მის შემდეგ, რაც ჩვენ გავშორდით...

და შეხვედი სასახლეში?“


- „ქვეშაგებად ბალიში მაქვს,

არც მაკლია სმა და ჭამა,

ყველა, დიდი და პატარა

მეფერება, ვით დედ-მამა.


ერთი სიტყვით, ყოველგვარად

ვარ კმაყოფილ-ბედნიერი!

ახლა შენიც მითხარ რამე:

ხშირად ხოლმე ხარ მშიერი?“


- „ნუღარ მკითხავ! მისთანა მტერს,

რაც მე საქმე მემართება,

ჩემს ხელობას ზედ ვაკვდები...

კუჭი მაინც არ მიძღება.


უსამართლოდ მეპყრობიან,

შრომას არად არ მიგდებენ,

თუ უდროოდ წამცდა ყეფა,

კეტის ცემით გამაგდებენ.


შენ მაგრე რად გიფასებენ

ერთგულებას, თუ სხვა ძალას?“

- „იმად, რომ სულ ყალყზე ვდგები,

გადავდივარ ყირამალას!..“


ეს უთხრა და შეაქცია

ზურგი თვის ძველ მეგობარსა,

დაჩაგრულსა, გულნატკენსა

და შიმშილით ცოცხალ-მკვდარსა.


ცხოვრებაშიც ასე არის:

ვინ დაეძებს ჭკუის ძალას?

მაღლა-მაღლა ის მიცოცავს,

ვინც გადადის ყირამალას!

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ