მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3830 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დიდი იყო მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის დედა ფებრონიას ღვაწლი. გრიგოლმა ამ მონასტერს მღვდლად წმინდა მატოი დაუდგინა. მართალია, მას აშინებდა ეს მძიმე ტვირთი, მაგრამ მაინც დაემორჩილა მოძღვრის ბრძანებას.

ორმოცი წელი იყო მატოი მერეს მონასტრის მღვდელი. არავის ახსოვს მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი. თავდაუზოგავი შრომისგან, მუდმივი შიმშილისგან და წყურვილისგან დაუძლურებული იყო წმინდა ბერი. ერთხელ მატოიმ შეიტყო, რომ მპარველებს მოსვლა განეზრახათ. მან პური მოამზადა ავაზაკებისთვის და როდესაც მომხდურნი ღამით მოვიდნენ, ასე მიმართა მათ:

- მერწმუნეთ, შვილებო, წმინდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, რომ არაფერი მავნოთ. მოდით და ეს პური ჭამეთ, რომელიც თქვენთვის მოვამზადე.

ავაზაკთა წინამძღოლმა ყურად არ იღო წმინდა მამის შეგონება და ყველაფერი წაიღო, რაც წმინდანს გააჩნდა. მაშინ მატოიმ ღვთისმშობელს შეღაღადა და კადნიერი ავაზაკიც მაშინვე დაეცა. მისმა თანმხლებებმა შესთხოვეს წმინდა ბერს, განეკურნა ცოდვილი. მატოიმ ჯვარი გადასწერა ავაზაკს და თქვა:

- განგკურნოს წმინდა ღვთისმშობელმა!

უვნებელი წამოდგა მპარავთა წინამძღოლი. ბერი გაუმასპინძლდა ავაზაკებს და მშვიდობით გაისტუმრა ისინი.

მრავალი სასწაული მოახდინა წმინდა მატოიმ. როდესაც იგი დასნეულდა, მერეს მონასტრის დატოვება და ბერთაში გადასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტ მონაზონს ქალთა მსახურობა არ შეშვენის.

ცრემლით ეთხოვებოდნენ მერეს მონასტრის დები საყვარელ მოძღვარს და მასწავლებელს. მან დალოცა ისინი და თავის სულიერ ძმებს გაჰყვა. ბერებს დაუძლურებული მეგობარი ხელში აყვანილი მიჰყავდათ. მცირე მანძილი რომ გაიარეს, მატოიმ გაჩერება ბრძანა.

- უფალო, შენმა სიტყვამ დაუძლურებულნი განკურნა, გევედრები, მეც მომეცი ძალა, - შესთხოვა მატოიმ ღმერთს.

უეცრად იგი ისე გაძლიერდა, რომ თავისი ფეხით შეძლო ბერთამდე მისვლა. მატოი სიკვდილამდე მხნედ იყო და იმ ქვეყნად წავიდა, როგორც ახოვანი მოღვაწე ქრისტესი.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ