მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10545 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გრიგოლი და მისი მოწაფეები აფხაზეთიდან ხანძთას ბრუნდებოდნენ. უკანა გზაზე მათ ორი მოწაფე ელოდათ - არსენი და ეფრემი. ეფრემი, რომელიც გრიგოლმა ქართლში მაშინ დაიმოწაფა, როდესაც თეოდორესა და ქრისტეფორეს ეძებდა და არსენი, მირიან აზნაურის ვაჟი, რომელიც აფხაზეთისკენ მიმავალმა თეოდორემ და ქრისტეფორემ დაიმოწაფეს.

მირიან დიდებული მორწმუნე კაცი იყო და ამიტომაც პატივით მიიღო ხანძთიდან გამოპარული ბერები. როდესაც წმინდა მამებმა დალოცეს მისი მეუღლე და სამი ვაჟი, მირიანმა გადაწყვიტა, ერთ-ერთი შვილი სამონაზვნოდ განეწესებინა.

თეოდორემ და ქრისტეფორემ ყმაწვილი მოწესეთა (ის, ვინც სამონასტრო ცხოვრებისთვის ემზადება) სამოსლით შემოსეს, არსენი უწოდეს და დაუბარეს, რომ უკანა გზაზე გამოუვლიდნენ და ხანძთას წაიყვანდნენ. ასე მოხვდნენ არსენი და ეფრემი გრიგოლის საძმოში.

ეკლესია-მონასტრების დამოუკიდებლად აშენების სურვილი კვლავ არ ასვენებდათ თეოდორესა და ქრისტეფორეს. არსენი და ეფრემიც უკვე ზრდასრული და სიბრძნით შემოსილი ყმაწვილები იყვნენ. ამიტომაც ღამით საძმოს რამდენიმე წევრთან ერთად ისინი კვლავ გაიპარნენ მონასტრიდან.

წმინდა მამებს უფლისგან ნაუწყები ჰქონდათ, რომ თეოდორეს - ნეძვის, ქრისტეფორეს კი კვირიკე-წმიდის ეკლესიები უნდა აეგოთ. როდესაც გრიგოლმა ეს ამბავი შეიტყო, აღარ დააბრკოლა სულიერი შვილები, მხოლოდ მოძებნა და გაპარვისთვის საყვედური უთხრა.

თეოდორემ და ქრისტეფორემ შეინანეს და მოძღვართან ერთად ხანძთაში დაბრუნდნენ, რათა გრიგოლს წესისამებრ გაეყო ძმობა.

- ძმებო, ქრისტიანებო, ისმინეთ ჩემი, - მიმართა გრიგოლმა ხანძთელ მონაზვნებს. - აქ პირველად ოთხნი ჩამოვედით: მე, საბა, თეოდორე და ქრისტეფორე. ვიღვწოდით ერთად მანამ, სანამ, უფლის ნებით, საბა იშხნის ეპისკოპოსი გახდებოდა. ახლა კი დადგა ჟამი, როდესაც თეოდორემ და ქრისტეფორემ ორი მონასტერი უნდა ააშენონ. მათ თქვენ უნდა დაეხმაროთ, ამ საქმეში გამოცდილი მონაზვნები. 

შემდეგ გრიგოლმა ასცამეტი ბერი ხანძთაში დატოვა. დანარჩენი მონაზვნები სამ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი იშხნის მონასტერში გაგზავნა, დანარჩენი ორი კი თეოდორესა და ქრისტეფორეს გააყოლა. ეფრემი თეოდორეს მიანიჭა, არსენი თავისთან დატოვა, ხოლო ქრისტეფორეს არსენის სანაცვლოდ სხვა მოწაფე მისცა. ყველა კმაყოფილი დარჩა.

გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და თანადგომით ნეძვისა და კვირიკე-წმიდის მონასტრების მშენებლობა წარმატებით დასრულდა.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ