მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 51456 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1. „ბრძნად მეტყუელებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი, ოქროჲ რჩეული“ - ვითარცა რქუა სოლომონ. არამედ აწ მე  ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს რაჲმე უმჯობჱსად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად-ცხორებასა ღმერთ-შემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა, რაოდენცა შეუძლო უწყებად მსმენელთა, ჭეშმარიტად თხრობილი მოწაფეთაგან და მოწაფის მოწაფეთაგან მის წმიდისათა. 

) განმარტეთ სოლომონ ბრძენის სიტყვები.

) რომელი სიტყვა გამოხატავს  არასრულფასოვნებას?

) რას ნიშნავს არა მიფლობს დუმილად?

) ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი და ვინ უამბო მას გრიგოლ ხანზთელის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები?

) რას სურს ავტორს?


2. "ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსჱ, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღდელი და კეთილად განმგებელი მოღუაწჱ და უდაბნოთა ქალაქ მყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი, სანატრელი გრიგოლ, სულიერად მამაჲ და წინამძღუარი და მაშენებელი ხანძთისა და შატბერდისაჲ, ორთა მათ დიდებულთა მონასტერთაჲ, რომელი ექმნა სახე კეთილის ყოველთა მის ჟამისა მეუდაბნოეთა მამათა ახლად შჱნებასა მათსა."

) რას ნიშნავს: ნეტართა შორის გამობრწყინდა?

) რას ნიშნავს: განსრულებული სიბრძნითა? 

) ახსენით რას ნიშნავს: ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი.

) რა გახდა სანიმუშო განდეგილი ბერებისთვის ახალ ტაძართა შენებაში?


3. "ესე იყო შვილი წარჩინებულთა, დიდებულთა და მართლ-მორწმუნეთა მამა-დედათაჲ, და სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთვისასა აღზრდილ იყო ჴელითა კეთილადმსახურისა დედოფლისა ნერსჱს ცოლისაჲთა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისწული მისი. ხოლო გულის-ხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკჳრვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა, და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა. ხოლო სიბრძნჱცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულჱ იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ."

) სად აღიზარდა გრიგოლი, რატომ და ვის მიერ?

) რას ნიშნავს: გილისხმიერებაი სწავლისა?

) რა დაისწავლ გრიგოლმა სწრაფად?

) რას ნიშნავს: მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ?

) როგორ მოეკიდა გრიგოლი ფილოსოფოსთა ნააზრევს?

) რას ნიშნავს: ჰბასრობნ.


4. "სიტყუაჲ მისი იყო შეზავებულ მარილითა მადლისაჲთა. რაჟამს იტყჳნ, ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა. და ჰასაკისა ზრდასა თანა სათნოებაჲცა კეთილი იზარდებოდა, რამეთუ არა იყო, ვითარცა ჭაბუკი, მზუაობარ და ჭამადთა გულისსათქუმელთა მოყუარე, არამედ თავით თჳსით დანიელ წინაჲსწარმეტყუელისა სიტყუასა იტყჳნ, ვითარმედ "პური გულის-სათქუმელი არა ვჭამო". და ესრჱთ მიიღის საზრდელი საგლახაკოჲ ჴორცთა თჳსთა განსამტკიცებელად ნეტარმან გრიგოლ, მდაბალმან გულითა და გლახაკმან სულითა, მყუდრომან ქცევითა და მოწყალემან გონებითა. ხოლო იყო ხილვითა დიდ, ჴორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გუამითა მრთელ და სულითა უბიწო."

) რას ნიშნავს: ბრძნად აღაღის პირი თჳსი და წესი განუჩინის ენასა თჳსსა?

) რით არ ჰგავდა გრიგოლი სხვა ჭაბუკებს?

) აღწერეთ მოცემული ეპიზოდის მიხედვით გრიგოლი.


5. "მაშინ ჴელმწიფეთა მათ აღმზრდელთა მისთა და სანატრელმან დედამან მისმა და ერისა სიმრავლემან ინებეს ხუცად კურთხევაჲ ამის ნეტარისაჲ. და ჰრქუეს მთავართა მათ და მშობელმან მისმან: “შვილო, ყოვლად-კეთილო და სარწმუნოო ქრისტჱს მონაო, აჰა მოიწია ჟამი წინაჲსწარმეტყუელისა დავითის თქუმულისაჲ, რომელსა იტყჳს: "ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა, არამედ უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა“. და აწ შენ გპოვა ქრისტემან უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა. და რაჲთა შენ აღხჳდე მთასა უფლისასა და დასდგე ადგილსა წმიდასა მისსა შემწირველად წმიდასა და უსისხლოსა მსხუერპლსა მისსა ღირსებისა შენისათჳს და საჴსნელად სულთა და ჴორცთა ჩუენთა“. ხოლო ამას ნეტარსა დაღაცათუ აქუნდა სიყუარული მღდელობისაჲ, შეზრუნდა სიტყუასა მათსა ზედა და შიში დაეცა სიახლისათჳს ჰასაკისა მისისა და ჰრქუა მათ: “ აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“. მაშინ მიუგეს ბერთა მათ მთავართა და ჰრქუეს: “შენ მოგცა ქრისტემან კეთილი მოხუცებულებაჲ გონებისაჲ. და აწ ნუღარა ურჩ იქმნები, არამედ მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტჱსა და ჰმონე მას მღდელობითა. “ხოლო ნეტარი გრიგოლ დაემორჩილა მათ და ნებითა ღმრთისაჲთა იკურთხა ხუცად."

) რა განიზრახა გრიგოლის გარემოცვამ და რა არგუმენტი მოიყვანეს ამ აზრის განსამტკიცებლად?

) დავით წინასწარმეტყველის აზრით, ვინ არის უფლის მთაზე ასვლის ღირსი?

) რატომ შეეშინდა გრიგოლს მღვდლობის?

) განმარტეთ ფრაზა: “ აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“.

) გრიგოლის რა თვისებას წარმოაჩენს მოცემული ეპიზოდი?


6. "მაშინ მთავარნი იგი განიზრახვიდეს ებისკოპოსობასა მისსა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ, ვითარცა იხილა თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა, ფრიად წუხდა გული მისი და განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ თჳსით ქუეყანით საღმრთოჲთა წოდებითა, რომელიცა უძღოდა მას მამათ-მთავრისა აბრაჰამის სახედ, და ვითარცა ისრაჱლნი უდაბნოდ. არამედ აბრაჰამ ქუეყანისა მისგან ურწმუნოთა ნათესავთაჲსა განაშორა ღმერთმან, ხოლო ესე მორწმუნისადა კეთილად-მსახურისა ქუეყანისაგან გამოიყვანა ამის მიზეზისათჳს, რაჲთა უქმთა მათ უდაბნოთა შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი, ბრწყინვალჱ ზედა სასანთლესა მას მაღალსა, ზეთითა მით განუპარველითა, რაჲთა ჴმასა მას და ოხრასა საყჳრისასა აღეტყინოს და განბრწყინდეს სულითა ძლიერითა და მიუძღუეს საქორწინესა მას კრებულსა თანა მოწაფეთა მისთა წმიდათასა. და პოვნა მოყუასნი კეთილნი შეწევნითა ქრისტჱს მადლისაჲთა საბა, რომელსა ეწოდა საბან, დედის დისწული მისი, იშხნისა მეორედ მაშჱნებელი და ებისკოპოსი მისი, და თეოდორე, ნეძჳსა მაშჱნებელი და მამაჲ, და ქრისტეფორე, კჳრიკეთისა მაშჱნებელი და მამაჲ. ესე ოთხნი შეანაწევრნა სარწმუნოებამან და საღმრთომან სიყუარულმან შეამტკიცნა ერთ-ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული. მაშინ სიხარულით წარემართნეს გზასა მას, რომელი არა უწყოდეს, არამედ არა უმეცარ იყვნეს, რამეთუ უფალი მხოლოჲ უძღოდა მათ, და მოიყვანნა იგინი ქართლით ოპიზას პირველად.  და ორისა წელიწდისა ჟამთა იყვნეს ოპიზას მამაჲ გრიგოლ და მოყუასნი მისნი ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა, ვითარცა იყო წესი მის ჟამისა მონაზონთაჲ. ხოლო მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა მას შინა უდაბნოჲსასა."

) რატომ განიზრახა გრიგოლმა ჩუმად წასვლა?

) რას ნიშნავს: თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა.

) ვის მსგავსად უძღოდა უფალი გრიგოლს?

) რომელი “ოთხი” შეაერთა სარწმუნოებამ?

) რამდენ ხანს დაჰყო გრიგოლმა იქ?

) რას ნიშნავს: ღუაწლითა ფიცხლითა მონაზონებისა შრომისაჲთა?

) რა სურდა მამა გრიგოლს?


7. "მას ჟამსა იყო ვინმე ბერი ხანძთას მარტო-მყოფი, კაცი მართალი და წმიდაჲ, რომლისა სახელი - ჴუედიოს. ამან ნეტარმან ჩუენებაჲ იხილა  და ესმა ჴმაჲ ნეტარსა მას ბერსა, ვითარმედ აღეშჱნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ადგილსა ამას ჴელითა გრიგოლ მღდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა. ეგრჱთვე აუწყა ქრისტემან სანატრელსა მამასა გრიგოლს ბერისა მის ღირსებაჲ და ადგილისა მის მოგებად მისა. მას ჟამსა, წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა, მოიწია ხანძთად სათნოჲ ღმრთისაჲ მამაჲ ჩუენი გრიგოლ წმიდისა მის ბერისა. და ვითარცა იხილეს ერთმანერთი, განიხარეს ფრიად და ყვეს ლოცვაჲ. მაშინ ნეტარმან მან ბერმან ჰრქუა:“წმიდაო ღმრთისაო, დაღაცათუ დღითა უმრწემჱს ხარ, საქმით კულა უხუცჱს ხარ ჩემსა, რამეთუ შენ იყო მწყემსი კეთილი მრავალთა პირმეტყუელთა საცხოვათა ქრისტჱსთაჲ. და მადლი ღმრთისა მამისაჲ გრიგოლ წინამძღურად შენდა, რომლისა წინაშე წარწყდომილ არს ყოველი შეთხზულებაჲ მტერისა მანქანებათაჲ, ვითარცა ქსელი დედაზარდლისაჲ წინაშე ქარსა."

) ვინ ცხოვრობდა იმჟამად ხანძთაში და რა იხილა მან?

) როგორ შეიტყო გრიგოლმა, რომ მას ხანძთაში მონასტერი უნდა აეშენებინა?

) რას ნიშნავს: ადგილისა მის მოგებად მისა?

) რა უთხრა ჰუედიოსმა გრიგოლს და რა გამოხატა ამ სიტყვებით?

) რას ნიშნავს: დღითა უმრწემჱს ხარ?

) ვის ადარებს ჰუედიოსი გრიგოლს და მის მოწაფეებს?

) როგორ განადგურდება უფლის მადლის წინაშე ეშმაკის ხრიკები.


8. "და განთიად მოახილვა ყოველი სანახები ხანძთისაჲ, და ფრიად შეუყუარდა წმიდასა გრიგოლს. და ვითარცა მოიწია ოპიზას, ახარა ძმათა თჳსთა ხილვაჲ წმიდისა მის ბერისაჲ და ადგილისაჲ მის კეთილისა საყოფლისა ღმრთივ-მოცემულისაჲ. და სიხარულით მოიწინეს ხანძთად და მოიკითხეს წმიდაჲ იგი ბერი, ვითარცა ზეცისა ანგელოზი. მაშინ ჰრქუა ბერმან: “აწ მე აღმითქუამს უფლისადა ვიდრე აღსასრულამდე ჩემდა მარტოდ-მყოფებაჲ, სულითა კულა თქუენ თანა ვარ და აწ ჯერ-არს ჩემდა აღნათქუემისა საქმით აღსრულებაჲ ნეტარო კაცთა შორის, არს მახლობელად ჩუენსა ქუაბი მცირჱ, წარმიყვანე მუნ შენ და ძმათა შენთა, რაჲთა ნეშტი დღეთა ჩემთაჲ მას შინა აღვასრულო; რამეთუ მცირედღა ყოფად არს ჩემი ჴორცთა შინა ყოფაჲ. ხოლო ესე აღმითქჳთ, რომელ ჩემდა სიკუდიდმდე არა განჰმრავლდეთ ადგილსა ამას შინა“. და მათ არღარა იკადრეს ცილობად, არამედ მივიდეს მის თანა ქუაბად და ყვეს ლოცვაჲ. მაშინ ჰამბორს უყვეს ურთიერთას და მისცეს მშჳდობაჲ წმიდასა მას ნეტართა მათ და შთამოვიდეს ადგილსა მას ღმრთისა მიერ ჩინებულსა სამონასტრედ."

) რა ახარა ოპიზაში დატოვებულ ძმებს გრიგოლმა?

) რა აღთქმა ჰქონდა დადებული ჰუედიოსს?

) რა სთხოვა ბერმა გრიგოლს?

) რას ნიშნავს: "მათ არღარა იკადრეს ცილობად."


9. "და ერთობით ჯუარი დასწერეს ადგილსა მას და იწყეს საქმედ სენაკებისათჳს ქუეყანისა დავაკებად, რამეთუ კლდჱ იგი ხანძთისაჲ უფიცხლჱს არს უფროჲს ყოველთა მათ კლარჯეთისა უდაბნოთა. და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქჳ, არცა სხუაჲ ეგევითარი საჴმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ჴელთა მათთა, და თანაშემწე ექმნნეს ყოვლითა საჴმრითა და ჴორცთა საღუაწითა, რამეთუ მას ჟამსა სხუაჲ მონასტერი არა შჱნ იყო მათ ქუეყანათა თჳნიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შჱნებისათჳს მათ ქუეყანათაჲსა, რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა, და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა, მცირედნი იპოვებოდეს დაშჱნებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ პირველად აღაშჱნა ძელისა ეკლესიაჲ და შემდგომად საყუდელი თჳსი და თითო სენაკები ძმათა მათთჳს მცირჱ და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი. და დღითი-დღე აღორძნდებოდეს ძმანი, რამეთუ შეეძინებოდეს უფალსა მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი მოქმედად ჭეშმარიტსა მას ვენაჴსა და თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა, მჴნდებოდეს რაჲ ღუაწლსა მას მონაზონებისასა მსგავსად წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს ქრისტჱსისა, ვითარცა დავით იტყჳს: „შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე". და პავლე იტყჳს: „მარადღე ქრისტჱსთჳს მოვკუდები". 

) რომელი ადგილია კლარჯეთის უდაბნოში ყველაზე კლდოვანი?

) ვინ დაეხმარა გრიგოლს საჭირო ნივთებითა და სამშენებლო იარაღით?

) გადმოეცით გახაზული ფრაზის შინაარსი?

) რას ნიშნავს: მცირედნი იპოვებოდეს დაშჱნებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ. 

) რას ნიშნავს: ძელისა ეკლესიაჲ;საყუდელი თჳსი;საოსტიგნე.

) რა განსხვავებაა მარტვილებსა და მონაზონთა ღვაწლს შორის?


10. "მას ჟამსა ნეტარი იგი ბერი ჴუედიოს მოხუცებულ იყო ფრიად და მიახლებულ ჴორცთაგან განსლვად. და დაიძინა ნეტარმან ბერმან  და ადგილი იგი აღივსო სულნელებითა და ანგელოზთა წმიდათა გალობითა რომელთა წარიყვანეს იგი სიხარულით წინაშე ქრისტჱსა. მაშინ ნებითა ღმრთისაჲთა განმრავლდებოდეს ძმანი ქრისტჱს-მსახურნი. ხოლო მამაჲ გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა, არამედ პირველად გამოცადის ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, და უკუეთუ იპოვის გულითა უმანკოჲ, უზაკუველი და უდრტჳნველად სიმდაბლით მორჩილი წადიერად ყოველსა ზედა კეთილისა საქმესა, იგი შეიწყნარის სიხარულით. ამისთჳსცა ყოველნი მოწაფენი მისნი კეთილ იყვნეს ფრიად და ღირსად შემწყნარებელ სათნოებათა მისთა წმიდათა. და ემსგავსებოდეს მოძღუარსა კეთილსა, ვითარცა მოძღუარი მათი ემსგავსებოდა ქრისტესა, რომელიცა იტყჳს: "კმა არს მოწაფისა მის, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი". და ესრჱთ კეთილად ცხონდებოდეს იგინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს." 

რა მოხდა ბერი ჰუედიოსის გარდაცვალების შემდეგ?

) რა კრიტერიუმით არჩევდა გრიგოლი ძმობის წევრებს?

) რას ნიშნავს ქრისტიანობაში “ბაძვა” ვის უნდა ჰბაძავდეს ადამიანი?

) რას ნიშნავს: ხორციელად დიდსა იწროებასა იყვნეს.

) გრიგოლის რა თვისება ჩანს მოცემულ ეპიზოდში? 


11. "და მათ ჟამთა იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა, და ერქუა მას სახელი გაბრიელ დაფანჩული,  ესე აზნაური შემკულ იყო ყოვლითა სისრულითა და სიმდიდრითა, სიბრძნითა, ჰასაკითა და ახოვნებითა, და ყოველსა ზედა საქმესა განმარჯუებითა და კეთილად-მორწმუნებითა ქებულ იყო. ამას აქუნდეს ზოგნი სოფელნი მახლობელად ვანსა ნეტარისა გრიგოლისსა, რომელმანცა მოწაფეთა თჳსთა უპოვარებაჲ იხილა რაჲ, მიიწია ნებითა ღმრთისაჲთა სახლსა გაბრიელ დაფანჩულისასა.  და ვითარცა ესმა მისლვაჲ ამის ნეტარისაჲ, აღდგა და მიეგება წინა გაბრიელ, აზნაური მეფისაჲ, და თაყუანი-სცა სიხარულით. წმიდამან მან  ჯუარი დასწერა ყოველთა და დაჯდა. მაშინ გაბრიელ ჰრქუა წმიდასა მას: “ ღირსო მამაო, აწ ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი, და ესე შევზავნეთ ურთი-ერთას. თქუენ მონაწილე გუყვენით წმიდათა ლოცვათა თქუენთა ცხორებასა ამას და შემდგომად სიკუდილისა, და ძუალნი ჩუენნი ღირს ყვენით დასხმად წმიდათა თანა ძუალთა თქუენთა, და ვითარცა მიცვალებულთა მამათათჳს ხანძთაჲ განმიწესებია, ეგრჱთვე იყოს სამარხავი მიცვალებულთა დედათაჲ აწ შჱნებულსა მას“. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ძიება-ყო გულს-მოდგინედ და პოვა ადგილი კეთილი გუნათლეს მახლობელად. ჯუარი დასწერა და მუნ აღაშჱნეს მონასტერი დედათაჲ, რომელსა აწ ჰრქჳან გუნათლის ვანი."

) რას ნიშნავს: იყო ვინმე აზნაური დიდებული წინაშე აშოტ კურაპალატისა?

) აღწერეთ გაბრიელ დაფანჩული მოცემული ეპიზოდის მიხედვით.

) რა შესთავაზა გაბრიელ დაფანჩულმა მამა გრიგოლს?

) რომელი მონასტერი განაწესეს დიდებულ მამაკაცთა საძვლედ?

) რა მიზნით ააშენა გრიგოლმა გუნათლის ვანი?


12. "ხოლო გაბრიელ, დიდებულმან აზნაურმან, ფრიადითა კეთილითა წარმოგზავნა მამაჲ გრიგოლ და მოსცნა კირით-ხურონი და ნივთი ყოველი ქვითკირისა ეკლესიისა საშჱნებელად. და ესრჱთ მოვიდა მამაჲ გრიგოლ თჳსსა ვანსა. და განიხარეს მოწაფეთა მისთა, მადლი მისცეს ქრისტესა და ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ადგილი იგი საეკლესიოჲ დაავაკა. და ვითარ დაიწყებდა ეკლესიასა, ესე ლოცვაჲ ცრემლით წართქუა: „შენ, უფალო, აწცა აკურთხე ადგილი ესე წმიდისა შენისა ეკლესიისა სამკჳდრებელი, რაჲთა ღირს ვიქმნე გლახაკი შენი სრულიად აღშჱნებად ამისა სახელსა ზედა და უძლეველსა სარწმუნოებასა დიდისა მოწამისა შენისა გიორგი ჯუარითა მოქადულისა, ახოვნისა და სახელოვნად განთქუმულისა ბრწყინვალედ შორის წმიდათა შენთა მარტჳლთა და მოწამეთა, რომელთაცა ჴორცნი მახჳლითა დაიჭრებოდეს, ხოლო სარწმუნოებაჲ არა განიკუეთებოდა.“ და ჯუარი დასწერა ადგილსა წმიდისა ეკლესიისასა და იწყეს შჱნებად. და ესრჱთ კეთილად განსრულდა ძუელი იგი ეკლესიაჲ ხანძთისაჲ შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა გიორგისითა და ლოცვითა ნეტარისა მამისა გრიგოლისითა, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა დიდებულისა გაბრიელ მთავრისაჲთა და ყოველთა მართლ-მორწმუნეთაჲთა. მას ჟამსა ყოველთა მათ წმიდათა უდაბნოთა შინა იწყეს წმიდათა მამათა მონასტრებისა შჱნებად და წმიდათა ეკლესიათა, და ესრჱთ გამრავლდეს მსახურნი წმიდისა სამებისანი და მარადის მადიდებელნი.ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედაჲ ფებრონია მოიწია სამცხით და დაემკჳდრა მერეს შინა. და ღირსად-ცხორებისა და სულიერად განგებისა მისისა არა იყო საზღვარ. და საღმრთოჲთა სიყუარულითა წმიდითა ერთ-ზრახვა და მეგობარ იყვნეს ფრიად ნეტარნი ესე ღმრთისა კაცნი, დედაჲ ფებრონია და მამაჲ გრიგოლ, და ხუცესი მერისაჲ ხანძთით არნ."

) რა მისცა გაბრიელ დაფანჩულმა გრიგოლს?

) რას ნიშნავს: და ულოცვიდეს მოღუაწეთა მათ?

) რა შესთხოვა უფალს გრიგოლმა ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე?

) ვის სახელზე ააშენა გრიგოლმა ხანძთის ეკლესია?

) საიდან მოვიდა დედა ფებრონია და რომელ მონასტერში მოღვაწეობდა ის?


13. "ამისა შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერის მთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაჲ და უცხოებაჲ და უქმსა უდაბნოსა მონასტრისა შჱნებაჲ და მოწაფეთა მისთა სათნოებაჲ და მოწაფეთაგანვე ცნობაჲ დიდებულებისაჲ წმიდისა მის მშობელთაჲ. ესე ყოველი ვითარცა გულისხმა-ყო კეთილად-მსახურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლჱ ჴელითა თჳსითა და კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე. და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაჲ პატივით მოწერილი წოდებისაჲ, ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა, ცნა ყოველი, მუნქუესვე წარვიდა ჴელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაჲ-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი."

) რა უამბო გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალატს გრიგოლის შესახებ?

) რას ნიშნავს: "ვითარცა გულისხმა-ყო?"

) რას ნიშნავს: "კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი?"

) რას ნიშნავს: "წოდებისაჲ"


14. "და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა მიერი კურთხევაჲ პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“. და მან თქუა: "გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტჱსმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაჲ ესე: "სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ", რამეთუ თქუენ, ჴელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა-ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა. დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე”. ამისა შემდგომად კაცმან მან მოციქულმან წარმოთქუა ქებაჲ ხანძთისაჲ, ვითარმედ „კეთილ არს უდაბნოჲ იგი მზისა მცხინვარებითა და ჰაერისა შეზავებითა ყოვლით-კერძო. და აქუს მას წყაროჲ მდიდრად გამომდინარჱ, შუენიერი, გრილი და ჰამოჲ, და მაღნართა სიმრავლჱ ურიცხჳ და მცირედი რაჲმე სხუაჲცა ნუგეშინის-საცემელი ძალისაებრ მის უდაბნოჲსა, ხოლო სათესავი ყანაჲ და სათიბელი ქუეყანაჲ რაჲთურთით არა არს, არცა იქმნების ღირღოლოვანთა მათ ფიცხელთა მწუერვალთა მათ ღადოთაჲსა. ესე ვითარცა ესმა დიდებულსა კურაპალატსა, შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, და ბაგრატ, და გურამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმ და, ყოველი უხუებით."

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით, როგორ მიმართა გრიგოლმა კურაპალატს.

) გადმოეცით ხაზგასმული ფრაზის შინაარსი.

) ვინ იგულისხმება კაცმან მან მოციქულმან?

დ) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვა, რომელიც ნიშნავს “ყოველმხრივ”.

) რა მოიპოვებოდა ხანძთის უდაბნოში მრავლად.

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტში ნიშნავს საზრდოს.

) რატომ არ იყო ამ მიდამოებში სახნავ-სათესი მიწა?

რას ნიშნავს: შეწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა?

) რა ერქვათ კურაპალატის შვილებს?

ამ ეპიზოდის მიხედვით რა ურთიერთობა აქვთ საერო და საულიერო პირებს?


15. "და ვითარცა ჴორციელად შეიმატებოდა, ეგრჱთვე სულიერად შეეძინებოდა რიცხუსა მას წმიდათა კაცთასა, რამეთუ მას ჟამსა მოვიდეს მამაჲ ეპიფანე და მღდელი მატოი ქართლით, და დიდი ზენონ სამცხით. ხოლო ზენონ შვილი იყო საჩინოჲსა ვისიმე კაცისაჲ სამცხეს და ღმრთის-მსახურებით აღზრდილ იყო და სიწმიდით იქცეოდა, რამეთუ საღმრთოჲ შიში მკჳდრ იყო მის შორის, და სწადოდა მონაზონებაჲ. და ვითარცა აღესრულნეს მშობელნი მისნი, მონაგები მათი დაუტევეს ზენონს და დასა მისსა, რომელიცა იყო სახლსა შინა მის თანა. და ზენონ გულს ეტყოდა: „რაჲთამცა მამული და დედული მონაგები დასა თჳსსა დაუტევა ნებისაებრ მისისა და თჳთმცა იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა“. და ვითარ ამას განიზრახვიდა ზენონ, დაჲ იგი მისი ეშმაკისა განმარჯუებითა შეაცთუნა ვინმე უკეთურმან კაცმან და ღამე ყოველ წარვიდის შავშეთს. ხოლო ზენონ, ვითარცა ცნა, შეიჭურა საჭურველითა მარტოდ და ამჴედრდა ცხენსა და დევნა უყო. და ვითარ დიდი ქუეყანაჲ ვლო, თქუა გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ვარ მე ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხ არს, დაღაცათუ ვეწიო და მოვკლა, საბრჴე არს სულისა ჩემისაჲ. და უკუეთუ ცუდად უკუნ ვიქცე სახედ ჩემდა, სირცხჳლ არს ჩემდა, არამედ აღთქუმაჲ მონაზონებისაჲ აწ აღუსრულო უფალსა“. და ახოვან იქმნა ნეტარი ესე, რამეთუ მონაგებთა დატევებაჲ, სისხლთა დათხევასა ემსგავსების, და დაიწერა ჯუარი ჴორცთა თჳსთა და წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაჲსა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაჲ. და ნებითა ღმრთისაჲთა მუნ იყო მამაჲ გრიგოლ, და დედამან ფებრონია შეაწყნარა წმიდასა მას უმანკოჲ იგი კრავი მწყემსსა მას კეთილსა, რომელმანცა მოიყვანა ხანძთად."

) ამ ეპიზოდის მიხედვით რომელი წმინდა მამები შეემატნენ ძმობას?

) ვინ იყო ზენონი?

) რა გადაწყვიტა ზენონმა მშობლების გარდაცვალების შემდეგ?

) რას ნიშნავს: იქმნა მონაზონ უცხოებასა შინა?

) რატომ დაედევნა ზენონი უკეთურ კაცს და რატომ შეიცვალა გზასი გადაწყვეტილება?

) რას უტოლდება ქონების დატოვება ქრისტიანობაში?

) რატომ წავიდა ზენონი მერეს მონასტერში დედა ფებრონიასთან?

) ამოწერეთ გრიგოლ ხანძთEლის ეპითეტი.


16. "რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მჴეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტჱსნი განბნეულ იყვნეს თითოჲ ანუ თუ ორ-ორი სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმჴნდეს  და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა. ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს ეტყოდა, ვითარმედ: “ წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი". ამისთჳს განიზრახა წარსლვაჲ ქრისტჱს საჭურჭლედ, მეორედ იერუსალჱმად, რომელ არს კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად და ლოცვად. მას ჟამსა იერუსალჱმს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თჳსი და მას დაჰვედრა საბა-წმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და ძმათა თჳსთა კაცნი მოღუაწენი უჩინნა და მშჳდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქუა კუალად ადრე მოსლვაჲ. და თანა წარიყვანა საბა, დედის დისწული თჳსი, და ერთი ვინმე სხუაჲ მოწაფჱ, და წარემართა საბერძნეთად და მოიწია კოსტანტინეპოლეს, და თაყუანი-სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წურთილ იყო იგი. და ესრჱთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნეს საყოფელად თჳსა."

) ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც ნიშნავს: საღმრთო წესრიგი დაემყარებინა.

) რას ამბობდა გულში გრიგოლი:

) რომელ ქალაქს ეწოდება მეორედ იერუსალიმი და რატომ? 

) ამოიწერეთ ფრაზა, რომელიც ნიშნავს “ქრისტეს საგანძურს”.

) ვის დააბარა საბაწმიდის წესდება გრიგოლმა და რა მიზნით?

) რა არის ძელი ცხოვრებისა?

) რას ნიშნავს დაუბეჭვდელი ახალი რჯული?


17. "და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ჴელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს ხოლო ნეტარი გრიგოლ გლოით იტყოდა: "ჵ მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთმე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკჳრველი ეგე დიდებული, ღმრთის-მსახური ჴელმწიფჱ. “ და ვითარცა მოიწინეს მახლობელად იშხანსა, გამოეცხადა ღმრთისა მიერ ნეტარსა გრიგოლს და ღირსსა საბას იშხნისა პირველი დიდებულებაჲ და ეუწყა, ვითარმედ კუალად განახლებად არს პირველებრ ჴელითა საბანისითა. და ეცნობა გზაჲცა მისავალად, რამეთუ მის ჟამისა კაცთაგან მიუვალ იყო ადგილი იგი. და მი-რაჲ-ვიდეს იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაჲ დიდებულისა მის ადგილისაჲ. რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის-საცემელი სულიერი და ჴორციელი. და საბას მუნქუესვე გულს ედვა დადგომაჲ, ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „ძმაო, პირველად ვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ხანძთას შინა მყოფნი და ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კუალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა“. და მიერ წარმოსლვასა მათსა მიიწინეს წინაშე ძეთა კურაპალატისათა და დაულოცეს ნუგეშინის-ცემით სიკუდილისათჳს მამისა მათისა. და ესრჱთ მოვიდეს ხანძთად, მონასტრად თჳსა. და შემდგომად მცირედთა დღეთა საბა განუტევა იშხანს და ორნი მოწაფენი მისცნა მას."

) როგორ მოკვდა აშოტ კურაპალატი?

) ვინ გამეფდა მის ნაცვლად?

) განმარტეთ ხაზგასმული ფრაზა.

) რა ხილვა ჰქონდათ გრიგოლსა და საბას?

) როგორი იყო იშხნის მიდამოები?

) რატომ მაშინვე არ დატოვა გრიგოლმა საბა და როდის გაუშვა იგი იშხანს?


18. "მაშინ იერუსალჱმით მოიწია კაცი, რომელმან მოართუა საბა-წმიდისა განგებაჲ და წერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასჱ დაულევნელთა კეთილთაჲ. არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ, რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირჱ სარეცელი და შეურაცხი საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათჳს. ხოლო სხუაჲ ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ არა აქუნდა საჭამადისაჲ და სასუმადისაჲ ყოვლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღჳნოსა ყოვლადვე; და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იჴუმევდეს. და სენაკებსა მათსა საკუამი არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა, და არცა ღამჱ სანთელი აღანთიან, არამედ ღამჱ იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის-კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის."

) როგორი კანონი განაწესა გრიგოლმა?

) აღწერეთ ბერების სენაკები.

) რას ნიშნავს: ნუგეშინის-საცემელი ჴორცთაჲ?


19. "ხოლო პირველითგან მოყუასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისათა, თეოდორეს და ქრისტეფორეს, აქუნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შჱნებისაჲ და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს. და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძჱ დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, ხოლო ყრმაჲ იგი მცირჱ იყო ჟამითა, ვითარ ექუსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თჳსისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და წარვიდეს აფხაზეთად. ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ-სცა და ადგილსა კეთილსა დაამკჳდრნა. და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თეოდორჱსი და ქრისტეფორჱსი, შეწუხნა ფრიად და თანა წარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ.  ესე ეფრემ ღირსი ღმრთისაჲ დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრჱთ: „რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანა წარგიყვანო შენ ხანძთად“, და თჳთ წარემართა აფხაზეთს. და მი-რაჲ-იწია წინაშე ჴელმწიფისა მის, ზე აღდგა, და წინა მოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და ნეტარმან გრიგოლ ჰრქუა: „მეფეო ღმრთის-მსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა. და მათთჳს არს მოსლვაჲ ჩემი აქა. არამედ ბრძანენ ჴელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩუენდა“. ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქუა: „არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდჱ შენი“. მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყუასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქუა: „მეფეო, ნუ შრომასა შემამთხუევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა“. და ვითარ ღონჱ სიტყჳსაჲ არღარა აქუნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ. და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყუარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათჳს. და მეფემან მან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო მამაო, აჰა იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ, არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისაჲ ჩემისაჲ. რამეთუ მაქუს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შჱნებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშჱნოთ ადგილი იგი“. და მოვლნეს ქუეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას.. და შეწუხნა ფრიად მეფჱ იგი ამის მიზეზისათჳს. მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშჱნა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბჱ, და ილარიონ ვინმე, იერუსალჱმით მოსრული, სარწმუნოჲ მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თეოდორჱს და ქრისტეფორჱს თანა და აქუნდეს მას კეთილნი წიგნნი. და მამამანცა გრიგოლ თჳსნი წიგნნი, რომელ აქუნდეს, და-ვე-უტევნა მონასტერსა მას. ხოლო ჴელმწიფჱ იგი სიხარულითა აღივსო მონასტრისა მის შჱნებისათჳს და შეწირა საშჱნებელად მისა ფრიად შესაწირავი."

) რას ნიშნავს: საღმრთო შური მონასტრისა შენებისაი?

) ვინ დაიმოწაფეს თეოდორემ და ქრისტეფორემ და სად?

) რა არის მოწესეთა სამოსელი?

) ვინ დაიმოწაფა გზად გრიგოლმა და რა აღუთქვა მას?

) ვინ იყო ამ დროს აფხაზეთის მეფე?

) რას ნიშნავს: დაუმძიმდა ძიებაჲ მათი?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ფრაზა რომელიც ნიშნავს არაფრის თქმა აღარ შეეძლო.

) რას ნიშნავს: შეუვრდეს ცრემლით?

) რომელი მონასტერი ააგო გრიგოლმა აფხაზეთში, ვინ დაუდგინა მას მამასახლისად?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ორი სიტყვა რომელიც ნიშნავს არ მოეწონა?

) ამ ეპიზოდების მიხედვით გრიგოლის რა თვისებების წარმოჩენა სურს ავტორს?


20. "ხოლო ჟამსა წარმოსლვისა მათისასა გამოჰკითხა მეფემან დიმიტრი მამასა გრიგოლს გულს მოდგინედ სახჱ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ,  და მამამან გრიგოლ ჰრქუა მას: „ღმრთის-მსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყუაჲ, ვერვე მისწუთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყუაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა, არამედ ვთქუა მრავლისაგან მცირედი ესრჱთ, რამეთუ ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა, რამეთუ არცა ფრიადი სიცხჱ შესწუავს მათ და არცა გარდარეული სიცივჱ შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თჳსსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზუარჱ, ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქუს აღმოცენებული ქჳშათა მათ შინა, ურიცხჳ მაღნარი და სიმრავლჱ წყალთა ჰამოთაჲ, ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან,  და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ უძრავისა. დდა მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქუეყანაჲ, არცა ყანაჲ საჴნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქუს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენაჴნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრჱთვე მტილები. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან  და ესრჱთ მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ. განგებასა ღმრთისასა ესე ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ჴელითა გლახაკთაჲთა აღაშჱნნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან.  მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშჱნებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ.  ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშუებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათჳს მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა.” და ესრჱთ მშვიდობაჲ დაუტევეს ჴელმწიფებასა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით. და მოიწინეს ერთობით  ხანძთას."

) აღწერეთ კლარჯეთის უდაბნო.

) რას ნიშნავს: ბუნებით ერთგუამ არს ქუეყანაჲ უდაბნოთაჲ?

) რას ნიშნავს: შეაურვებს მყოფთა მისთა.

) რა არის: "მტილები"

) რისი არ ეშინიათ აქაურ ბერებს?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ორი სიტყვა რომელიც ნიშნავს მშვიდად არიან.

) ვის ეკუთვნის ღვთისგან მონასტრების შენების პატივი?

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით ხაზგასმული აბზაცი.

) რატომ არ ჰყავთ ბერ-მონაზვნებს ამქვეყნიური მბრძანებელი?


21. "მას ჟამსა ბაგრატ კურაპალატმან, ნებითა ღმრთისაჲთა და ნებითა ძმათა თჳსთაჲთა და ბრძანებითა ბერძენთა მეფისაჲთა, მოიღო კურაპალატობაჲ ნაცვალად აშოტ კურაპალატისა მამისა თჳსისა, რამეთუ მიეცა მას ფლობაჲ ჴელმწიფებისაჲ ზეგარდამო. ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ მიიწია წინაშე დიდებულისა ბაგრატ კურაპალატისა და ჯერისაებრ შესხმაჲ კურაპალატობისაჲ. მიულოცა. ხოლო ქებაჲ იგი შესხმისაჲ ფრიად სთნდა კეთილად-მსახურსა კურაპალატსა. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილად-მსახურო მეფეო, ნათელი დაუღამებელი უძღჳს მეფობასა შენსა, და არა საჴმარ არს მისსა ბრწყინვალებად სანთლისაჲ, გარნა მრუმეთათჳს ხოლო. არამედ მე გულს-მოდგინედ ლოცვაჲ შენი მიპყრიეს, რაჲთა არა მოგაკლდეს კეთილი საქმჱ მეფობისა მიზეზთაგან. არამედ აწ ამას ვითხოვ შენგან; არს აშოტ კურაპალატისა შეწირული აგარაკი ხანძთას და იქმნების კეთილად მონასტრად. უკუეთუ მიბრძანოს მეფობამან შენმან, აღვაშჱნო სადიდებელად ღმრთისა და საცხორებელად სულისა!“ მაშინ სიხარულით უბრძანა ბაგრატ კურაპალატმან შჱნებაჲ მისი და მისცა ყოველივე საჴმარი საშჱნებელად. და ჯუარი დასწერა ადგილსა მას ჩინებულსა და იწყეს საქმედ ეკლესიისა და სენაკებსაცა.  და იქმნა მსგავსად ხანძთისა ღმრთისა მიერ ზეგარდმო ჩინებულისა, ეგრჱთვე შატბერდი აღეშჱნა საღმრთოჲთა შეწევნითა და ლოცვითა ნეტარისა მის კაცისაჲთა, რომელმანცა შეაერთნა ორნივე იგი უდაბნონი ერთად შენაწევრებულნი და შემტკიცებულნი ძმობრივსა ზედა სიყუარულსა, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე."

) ვინ აძლევდა კურაპალატობის წოდებას ქართველ მეფეებს?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვები, რომელიც ნიშნავს მეტად ესიამოვნა.

) რა არ სჭირდება ბაგრატ კურაპალატის კეთილმსახირების დანახვას და ვინ ვერ ხედავს მის ღვაწლს?

) რა სთხოვა გრიგოლმა ბაგრატ კურაპალატს?

) რას ნიშნავს: "საცხორებელად სულისა!“

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ორი სიტყვა, რომელიც ნიშნავს საშენ მასალას.

) რომელ ორ უდაბნოზეა საუბარი ამ ეპიზოდში?


22. "მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქუა ჴსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთის-მსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას. ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. და ჰრქუა ნეტარსა მამასა გრიგოლს: „განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს-არს, მიუწერე”. და თჳთ კუალად დაწერა წიგნი სხუაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო წიგნსა მამისასა. და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინა-მიეგება და პატივით მოიკითხა, და მან კურთხევით ულოცა. და ვითარ დასხდეს, ჰრქუა კურაპალატმან წმიდასა მას: „ჯერ-არს ჴელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათჳს არა მოხუედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო?“. ხოლო მან ჰრქუა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთაჲ, შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნოჲ მეუფჱ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფჱ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ: „ვერვის ჴელ-ეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ“. არამედ აწ სიტყჳთა ძმისა და მოძღურისა ჩუენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“. ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „სამართლ არს სიტყუაჲ შენი, წმიდაო, “. ამისა შემდგომად კურაპალატი მივიდა იშხანს და ნეტარნი იგი კაცნი მამაჲ გრიგოლ და მამაჲ საბა თანა. და ფრიად შეუყუარდა კურაპალატსა ადგილი იგი, ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, , რომელი წელიწადთა მრავალთა დაქურივებულ იყო. აწ კუალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშჱნა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ჴორციელად მოღუაწებითა ღმრთის-მსახურთა მათ მეფეთაჲთა."

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვები, რომელიც ნიშნავს გულმა უთხრა.

) ვის გაუგზავნა წერილი კურაპალატმა?

) რატომ თვლის ბაგრატ კურაპალატი, რომ შეცდა და რითი სურს ამ შეცდომის გამოსწორება?

) რას ნიშნავს: „განუგებელად ვქმენ?"

) მოცემული ეპიზოდის მიხედვით რატომ აქვს გრიგოლს ხელმწიფეზე დიდი ზეგავლენა?

) რას ნიშნავს: „ჯერ-არს ჴელმწიფეთა მორჩილებაჲ?

) განმარტეთ ხაზგასმული სიტყვები.

) რას ნიშნავს: წელიწადთა მრავალთა დაქურივებულ იყო.


23. "ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ პიტივ-ცემულ იყო ზეგარდამო ღმრთისა მიერ. და ჟამთა მისთა არავინ ურჩ იყო სიტყუათა მისთა, უფროჲს ხოლო ჴელმწიფენი მის ჟამისანი. ხოლო იყო ჟამი, რომელსა ერთგან იყვნეს ძმანი იგი დიდებულნი, და ნეტარმან მან გულსმოდგინედ მოაჴსენა, რაჲთამცა ბრძანეს და იხილნეს მისნი იგი შჱნებულნი მონასტერნი და ყოველნი კლარჯეთისა უდაბნონი. ხოლო მათ ისმინეს მოჴსენებაჲ წმიდისაჲ მის, რომელიცა წინა წარმოუძღუა მთავართა მათ. და პირველად მიიყვანნა შატბერდს, და ფრიად შეუყუარდა ადგილი იგი და შეწირეს მრავალი შესაწირავი ჴელმწიფეთა, და აზნაურთა და ყოველმან ერმან. და რაჟამს წარმოვიდეს შატბერდით ჴელმწიფენი იგი და ნეტარი გრიგოლ წინა-უძღოდა მათ, მოიწინეს ჯმერკს და ბერთას წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიათა და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი და ფრიადი განუყვეს განსაყოფელი, რამეთუ სამთა მათ ჴელმწიფეთა აქუნდეს დიდნი შესაწირავნი. და მოიწინეს ოპიზას და განმხიარულდეს მადლითა ნათლის-მცემელისაჲთა და ლოცვითა ნეტართა მათ კაცთაჲთა და  წარემართნეს ხანძთად, საყოფელსა დიდისა მოწამისა გიორგისა. და უმეტჱს განკჳრდა გონებაჲ ჴელმწიფეთაჲ მათ, რაჟამს იხილნეს მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი უფიცხლჱსსა მონაზონებისა კანონსა, რამეთუ იყვნეს იგინი ვითარცა ზეცისა ანგელოზნი. და ჟამსა მასვე მოიწია წინამძღუარი მიძნაძოროჲსაჲ დიდი მამაჲ სანატრელი დავით, მაშჱენებელი მონასტერთაჲ, და მოწაფენი მისნი, ნეტარნი, ილარიონ, მამაჲ და მაშჱნებელი წყაროჲსთავისაჲ, და მამაჲ ზაქარია, მაშჱნებელი ბარეთელთისაჲ. და ვითარცა იხილეს მფლობელთა მათ შეკრებაჲ იგი წმიდათა მამათაჲ, იყვნეს რაჲ მსგავს წმიდათა უჴორცოთა, განიხარეს და თქუეს: “წმიდანო მამანო, ვინაჲთგან გიხილენით თქუენ, დაგუავიწყდა მებრ თუ ქუეყანასა ზედა ვართ ჩუენ, არამედ ვჰგონებთ, ვითარმედ ზეცას წმიდათა ბანაკსა დამკჳდრებულ ვართ. რამეთუ თქუენ სულითა მარადის წინაშე ღმრთისა მდგომარე ხართ. “ ხოლო წმიდათა მათ ფრიადითა ლოცვითა შეჭურნეს და აკურთხნეს ჴელმწიფენი იგი და ჰრქუეს: „ღმრთის-მსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად გულნი თქუენნი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან, რომელმანცა ჩუენ, გლახაკთა, გულსა ნუგეშინის-სცა პირითა თქუენითა და კეთილთა თქუენთა უხუად მონიჭებითა. და  ესე უწყოდეთ, რამეთუ სულიერად განწყობილნი ლაშქარნი თქუენნი ესე წმიდანი, უდაბნოთა მამანი, არიან ჴორციელად განწესებულთა ლაშქართა თქუენთა სიმტკიცენი და საჭურველნი ყოველთა მორწმუნეთა მეფეთანი მწყობრთა შინა წყობისათა."

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვა, რომელიც ნიშნავს ურჩობას.

) გრიგოლის მოწოდებით რომელი მონასტრები მოიარეს დიდებულებმა?

) რომელი წმინდა მამებია მოხსენიებული ამ ეპიზოდში?

) რა შთაბეჭდილება მოახდინეს მეუდაბნოე მამებმა ხელმწიფეებზე?

) განმარტეთ ხაზგასმული აბზაცი.


24. ამისა შემდგომად მამისა გრიგოლისთჳს ზრახვა ყვეს ეპისკოპოსისა მის თანა წმიდათა მამათა, რაჲთა დაადგინონ გრიგოლ არქიმანდრიტად ყოველთა კლარჯეთისა უდაბნოთა ზედა. და მრავალთა წელიწადთა ვიდრე გარდაცვალებამდე განაგებდა წმიდათა მათ მამათა წესსა კეთილად. არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ. რამეთუ რაჟამს განდიდნა სახელი ნეტარისა მამისა გრიგოლისი და მიიწია ქართლად და ესმა სანატრელსა დედასა მისსა დიდებულებაჲ ძისა თჳსისაჲ, რამეთუ იყო იგი ცოცხალ და მიწევნულ მოხუცებულებასა, მას ჟამსა განმხიარულდა სულითა და განძლიერდა ჴორცითა. ხოლო გული მისი იგლოვდა ძისა თჳსისა განშორებისათჳს, არამედ სიხარულისა ჴმამან განამტკიცა და მსწრაფლ ხოლო წარმოვიდა საჴედრითა. და თანა იყვნეს მსახურნი მისნი, მამანი და დედანი. და მოიწია დედისა ფებრონიაჲსსა მერეს. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა და მსწრაფლ ხოლო აუწყა წიგნითა ნეტარსა გრიგოლს. ხოლო წმიდაჲ იგი, ძჱ უბიწოჲ, მალიად მივიდა დედისა წინაშე მორწმუნისა და თაყუანისცა მას და ქრისტჱს- მიერი კურთხევაჲ და მშჳდობაჲ მისცა. ხოლო იგი სიხარულითა მოეგება ძესა თჳსსა, ჰამბორს უყოფდა და ეტყოდა: „შვილო ჩემო ტკბილო, გიხილე, რომლისათჳსცა მსუროდა, რამეთუ ხილვითა შენითა განმეშორნეს ყოველნი იგი პირველნი ტკივილნი“, და მრავალფერითა სიტყჳთა განგრძობილად იყო უბნობაჲ მათი. ხოლო ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა: „შენდობა იყავნ ჩემდა შენ მიერ, დედაო ჩემო, არამედ არა ნებითა ჩემითა განგეშორე, გარნა ნებასა ღმრთისასა ესრჱთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა. ხოლო შენ ცხორებასა ამას წუთსა არაჲ გაკლდა ჴორცელად და სულიერად, ვიდრე აქამომდე, არამედ აწ თანა მაც მოღუაწებაი შენი სულიერად და ჴორციელად მცნებისაებრ უფლისა, რომელსა ბრძანებს პატივისათჳს მშობელთაჲსა. და სიბრძნესა წერილ არს: „შვილო მიაგე მშობელთა შენთა, რაჲ იგი მოგაგეს, რამეთუ თჳნიერ მათსა შენმცა არა და ფრიად ნუგეშიანს სცა მას ნეტარმან მან ღმრთისა კაცმან და აღაშჱნა ფრიად სანატრელი იგი მოხუცებული. და მან პირველად აკურთხა ღმერთი და მერმე ძჱ იგი თჳსი და თანამოსრულნი იგი სახლეულნი თჳსნი შეჰვედრნა. მაშინ ნეტარმან გრიგოლ ჯერისაებრ განაგო ცხორებაჲ დედისა თჳსისაჲ. შემდგომად ჟამთა მრავალთა სანატრელი მშობელი მამისა გრიგოლისი გარდაიცვალა მერეს შინა და მივიდა უფლისა, რომლისაცა სუროდა."

რა საკითხზე შეუთანხმდნენ წმინდა მამები ეპისკოპოსს?

რას ნიშნავს: "არამედ აწ კუალად ნეშტი იგი პირველი განვაახლოთ."

რატომ გამხიარულდა და გაძლიერდა გრიგოლის დედა?

) ვისი თანხლებით ჩამოვიდა გრიგოლის დედა მერეს მონასტერში?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ფრაზა რომელიც ნიშნავს: გიხილე, რომლის ნახვაც მსურდა.

) რომელ პირველ ტკივილზე ესაუბრება გრიგოლს დედამისი?

) რისი თქმა სურს გრიგოლს: "გარნა ნებასა ღმრთისასა ესრჱთ სათნო უჩნდა, ვითარცა აწ იქმნა."

) უფლის რომელ მცნებაზე ესაუბრება გრიგოლი დედას?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ფრაზა, რომელიც ნიშნავს: მათ გარეშე შენც არ იქნებოდი.


25. "არამედ თეოდორე და ქრისტეფორე ფარულად ხანძთით ღამე გამოვიდეს, და ძმანიცა ვინმე თანა წარიყვანეს და კუალად წარვიდეს კერძოთა ქართლისათა. და ძიება-ყო მამამან გრიგოლ და პოვნა იგინი. ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქუეს: „შენდობა იყავნ ჩუენდა, წმიდაო მამაო, “. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „კეთილ არს განზრახვაჲ ეგე თქუენი ნებითა ღმრთისაჲთა, არამედ მე თანამონაწილე მყავთ გულს-მოდგინებასა მაგას“. და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშჱნეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თეოდორჱს ვანსა ნეძჳ, ხოლო ქრისტეფორჱსსა კჳრიკე-წმიდაჲ და მოწაფენი დაუტევნეს. ხოლო ნეტარი მამაჲ ჩუენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შჱნებულთა მონასტერთა შინა, ხანძთას და შატბერდს, იქცეოდა მარადის და მოძღურებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თჳსთასა. და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად აჴსოვდა. და აქუნდა ჴმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ, ხოლო განსაკჳრვებელ იყო ჴსოვნებაჲ მისი. რამეთუ აწ არს ხანძთას ჴელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღუართა თქუმულნი აღურაცხელნი წარმოითქუმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტჱს ზეშთა ბუნებისა ჩუენისა, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს, ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა საქმესა."

) რომელი მონასტრები ააშენეს თეოდორემ და ქრისტეფორემ?

) რას ნიშნავს საწელიწადო იადგარი.

) რას ნიშნავს დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წიგნები?

) განმარტეთ ხაზგასმული ფრაზა.


26. "არამედ პირველ-ჴსენებულნი და ყოვლად-მოსაჴსენებელნი იგი ღირსნი არსენი და ეფრემ, მოწაფენი და აღზრდილნი გრიგოლისნი, მოვიჴსენნეთ. დიდი ეფრემ იქმნა ეპისკოპოს აწყურისა საყდარსა სამცხეს. ხოლო შემდგომად დიდი არსენი კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტჱს კუართისა სამკჳდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. და იყო სიყუარული მათ შორის ერთად ზრდილობისათჳს. არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან არსენის მამისათჳს ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათჳს, რამეთუ თჳნიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძჱ თჳსი დაადგინა კათალიკოზად დანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაჲთა. მამფალი გუარამ დიდი, მირეანისთჳს გულძჳრად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრებაჲ ეპისკოპოსთაჲ და უდაბნოჲსა მამათაჲ. და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს, არამედ მამაჲ გრიგოლ არა მუნ იყო. წადიერად მოელოდეს ყოველნი და მარტოდ ანჯმნობდეს წესისა წინამძღუარნი იგი არსენი კათალიკოზისათჳს და ვერაჲ დაამტკიცეს სიტყუაჲ მათი. მაშინ ერუშნელმან ეპისკოპოსმან მის ჟამისამან ჰრქუა ყოველთა: „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაჲ, მაშინ განემართოს საქმჱ და განზრახვაჲ ყოველთაჲ”. და მეყსეულად იხილეს წმიდაჲ იგი მომავალი კარაულითა შორის კრებულსა მას მამათასა საკჳრველად ხილვითა, რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრჱთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ. ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ პატიოსანთა თუალთა და მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული. და ვითარცა იხილეს ღმრთისა-მიერი დიდებულებაჲ მისი, ყოველნი სიხარულით მიეგებნეს და შეუდგეს სიტყუათა მისთა სიხარულით."

) სად არის უფლის კვართი?

) რატომ გაუნაწყენდნენ ქართლის ეპისკოპოსები მირიანს?

) ვინ არის გუარამ მამფალი და ვის ემდუროდა ის?

) სად ჩატარდა წმინდა მამათა კრება?

) რას ნიშნავს: "მარტოდ ანჯმნობდეს?"

) რა თქვა ერუშეთის ეპისკოპოსმა?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) გრიგოლის ეპითეტი.

) აღწერეთ გრიგოლი მოცემული ეპიზოდის მიხედვით.


27. "ხოლო ნეტარმან გრიგოლ ფარულად მოუწოდა ნეტარსა ეფრემს და ჰრქუა მას: „შვილო, პატივსა მაგას წმიდისა მღდელთმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენის!“ ხოლო მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაჲ სამართლისათჳს. და მეცა შემინდვე, რამეთუ არა ვარ ამიერითგან არსენის ცხოვარი და არცა იგი ჩემი მწყემსი“. მაშინ წმიდამან მან მკსინვარედ ჰრქუა: „უკუეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ მყავ, ვითა არა შენი მოძღუარ ვარ!“ ხოლო ნეტარი ეფრემ სიტყუასა მას ზედა სულიერისა მამისა და მოძღურისასა ატირდა და ჰრქუა: „ფიცხელ არს ბრძანებაჲ ესე განმკუეთელ უფროჲს მახჳლისა. აწ ნებაჲ შენი იყავნ და ნუ ნებაჲ ჩემი, წმიდაო ღმრთისაო!“ ხოლო მან ჰრქუა: “ეფრემ სანატრელო, გისმინენ ქრისტემან, რაჲცა ითხოო მისგან შენ, უმანკოო გულითა და წრფელო გონებითა, მიმსგავსებულო მოძღუარსა შენსა ქრისტესა, სიტყჳსაებრ დავითისა: „რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი და არა არს სიცრუე მის თანა“. და შენ უწყი სულითა შენითა ღმრთისმხილველითა, ვითარ ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამამან მისმან აუგიან-ყო უჟამოდ შესწრაფებითა“. 

) რა სთხოვა გრიგოლმა ეფრემს?

) რატომ ეწინააღმდეგებოდა ეფრემი არსენის კათოლიკოსობას?

) რატომ მიაჩნია გრიგოლს, რომ არსენი უნდა გახდედს კათოლიკოსი?


28. "ამისა შემდგომად ბრძანა გუარამ შემოკრებაჲ ყოველთა მოწესეთაჲ და მოვიდეს, მაშინ ჰრქუა: „წმიდანო მამანო, ეპისკოპოსნო და მეუდაბნოენო, იცით ყოველთა კანონი შჯულისაჲ, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრებით დაჯდომასა“. და ამას სიტყუასა შინა აუგისა სიტყუანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თუალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქუეს ეფრემს: „ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს!“ ხოლო მან თქუა: „სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. მაშინ ჴელმწიფემან ჰრქუა ნეტარსა გრიგოლს: „მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყუად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცჱს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ჴამს დასაბამი სიტყჳსაჲ“. ხოლო მან თქუა: “ჭეშმარიტთა ქრისტჱს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკზს არს, და ძჳრისმეტყუელთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა“. მაშინ ზარ ჰჴდა ჴელმწიფესა მას, რამეთუ იყო იგი მდაბალ და ღმრთის მოშიშ, იძლია სიმდაბლისაგან და შეუვრდა ნეტარსა გრიგოლს და ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, შემინდვე, რამეთუ დაგაბრკოლე“. ხოლო მან ჰრქუა: „ქრისტემან ყოველნი ბრალნი შეგინდვენ“. 

) რატომ იხმო გუარამმა წმინდა მამები?

) გრიგოლისადმი რა დამოკიდებულებას ავლენენ წმინდა მამები?

) რა ურჩია გრიგოლმა არსენის მოწინააღმდეგეებს?

) რას ნიშნავს: "კდემულ იყვნენ"

) რას ნიშნავს: მაშინ ზარ ჰჴდა ჴელმწიფესა მას?

) განმარტეთ ხაზგასმული ფრაზა.


29. "მას ჟამსა ახარეს არსენის, რამეთუ არა იყო კრებასა მას, ვითარმედ: „შემდგომად ღმრთისა მოძღუარმან შენმან გრიგოლ მამამან დაამტკიცა კათალიკოზობაჲ შენი“. ხოლო იგი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტესა და წმიდასა მას. ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმან, მცნებისაებრ მამისა გრიგოლისსა, სიყუარული არსენი კათალიკოზისაჲ პირველებრვე განაახლა. რამეთუ მოკლედ დააწყნარა შფოთი გრძელად მოსაცალებელი.  და სანატრელნი ესე არსენი კათალიკოზი და ეფრემ ეპისკოპოსი მოვიდიან ხილვად მოძღურისა თჳსისა მამისა გრიგოლისსა. არსენი  ოცდაშჳდ წელ კათალიკოზობდა. არამედ დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ იქმნა ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალჱმით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტჱს-მიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალჱმისა პატრიაქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძნულად ითქუმის, რომელ არს ქართულად: „უფალო წყალობა-ყავ“, გინა თუ „უფალო შეგჳწყალენ“. ესე ნეტარი ეფრემ ორმეოც წელ აწყურს ეპისკოპოსობდა  შემკული სულითა წმიდითა, რამეთუ დაფარულსა კაცთა საქმესა, ვითარცა ცხადსა ამხილებდა და სიკუდიდ განწირულთა სნეულთა სიტყჳთ მსწრაფლ განჰკურნებდა. ესევითარნი იყვნეს ღმერთ-შემოსილნი მოწაფენი მამისა გრიგოლისნი."

) განმარტეთ ხაზგასმული ფრაზა.

) რა დამსახურება მიუძღვით არსენსა და ეფრემს ქართული ეკლესიის წინაშე?

) რა მნიშვნელობა ჰქონდა მირონის კურთხევის ქართლში დაწესებას?

) რას ნიშნავს: ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების.

) რას ნიშნავს კუირიელეისონ?

) რა ნიჭით იყო დაჯილდოებული ეფრემი?


30. "ხოლო ჟამთა ამის წმიდისათა ჴელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქუეყანანი და აღაშჱნა ციხჱ არტანუჯისაჲ საცხორებელად დედუფლისა, მეუღლისა თჳსისა. და მას შინა კეთილად ცხოვნდებოდა მრავალთა წელიწადთა. ხოლო აცთუნა მტერმან ჴელმწიფჱ იგი და მოიყვანა მან დედაკაცი სიძვისაჲ ციხესა მას შინა. და ვითარცა ესმა ნეტარსა გრიგოლს საქმჱ იგი სულისა განმხრწნელი, შეწუხნა ფრიად. და  ამხილა პირის-პირ ჴელმწიფესა მას. ხოლო მან აღუთქუა ცოდვისა მის განტევებაჲ, და დედაკაცისა მის წარგხავნაჲ, ვინაჲცა მოეყვანა იგი. და ვერ დაამტკიცა თჳსი ბრძანებაჲ, მის განტევებაჲ, და რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა. ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯუჱ. ოდესცა კურაპალატი შორს იყო, არტანუჯსა დღესა ერთსა შატბერდით წარვიდა და მიიწია მიმწუხრი ძირსა მას ციხისასა. და კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთუალა. ხოლო მან სიხარულითა დიდითა განიხარა და მრავალფერი სანოვაგჱ წარსცა წმიდისა მისთჳს და მოწაფეთა მისთა. და ვითარცა განთენა, კუალად მიუვლინა კაცი, რაჲთა მივიდეს ხილვად მისა. მაშინ უფროჲსად განმხიარულებული მსწრაფლ მოვიდა წმიდისა მის ორთა თანა მჴევალთა თჳსთა, რაჲთამცა ღირს იქმნა ჯუარსა ნეტარისა მის კაცისასა. ხოლო მან არა დასწერა ჯუარი, არამედ უბრძანა განშორებულად დაჯდომაჲ. და მოწაფენი კიდერე განდგეს წამის-ყოფითა მოძღურისა თჳსისაჲთა და ეგრჱთვე მსახურნი იგი დედანი, რამეთუ წმიდისა მის შიში ყოველთა ზედა მიფენილ იყო. მაშინ ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო! რაჲსათჳს შორის ცოლ-ქმართა შთაჭრილ ხარ წარსაწყმედელად შენდა საუკუნოდ ბოროტითა მით ცოდვითა, რომლითა დამონებულ ხარ ეშმაკისადა და ცუდითა რაჲთმე მიზეზითა საფრჴე ქმნულ ხარ დიდისა ჴელმწიფისადა“? ხოლო მან ცრემლით ჰრქუა: „წმიდაო ღმრთისაო, მე თავსა ჩემსა ზედა ვერ თავისუფალ ვარ, ვინაჲთგან გარდარეული სიყუარული აქუს ჩემდა მომართ კურაპალატსა, და აწ არაჲ უწყი, თუ რაჲ ვყო, რამეთუ ბრძანებამან სიტყუათა შენთამან შემაძრწუნა ფრიად”. ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: „შვილო, იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავს-მდებ გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“. და მან ჰრქუა: „წმიდაო მამაო, ჴელთა შენთა ვარ უმჯობჱსი სულისა ჩემისაჲ იზრუნე“. მაშინღა ჯუარი დასწერა და აკურთხა ლოცვითა და შეჭურა მადლითა და მისცა თჳსთა ჴამლთა საბელი, რაჲთა სარტყლად შეირტყას. და მან-ყო ეგრჱთ. და ესრჱთ მოიყვანა იგი მერეს, რამეთუ პირველვე განზრახვაჲ ნეტარისა დედისაჲ თანა იყო. და შეჰვედრა იგი მას."

) რომელ ციხე-სიმაგრეში ცხოვრობდა აშოტ კურაპალატი?

) როგორ აცდუნა ეშმაკმა ხელმწიფე?

) რას ნიშნავს: ამხილა პირის-პირ ჴელმწიფესა მას.?

) რატომ ვერ შეასრულა ხელმწიფემ დანაპირები?

) როდის მივიდა გრიგოლი არტანუჯის ციხეში?

) რას ნიშნავს: კაცი მიუვლინა დედაკაცსა მას ჭამადისა თხოვად და მუნ დადგომისა მიზეზი შეუთუალა.

) რას ნიშნავს: რაჲთამცა ღირს იქმნა ჯუარსა ნეტარისა მის კაცისასა.

) რას ნიშნავს: და მოწაფენი კიდერე განდგეს წამის-ყოფითა მოძღურისა თჳსისაჲთა?

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით ხაზგასმული აბზაცი.

) როგორ იმართლა თავი დედაკაცმა?

) რას ნიშნავს: იქმენ სრულიად მორჩილ სიტყუათა ჩემ გლახაკისათა, და მე თავს-მდებ გექმნე ქრისტჱს მიმართ, რაჲთა მან თავადმან ყოველნი ბრალნი შენნი შეგინდვნეს“.

) რა არის: ჴამლთა საბელი და რას გამოხატავს ეს რიტუალი?


31. "ხოლო რაჟამს მიიწია კურაპალატი ციხედ, იკითხა ხოლო დედაკაცი იგი და ვითარ არა პოვა, ფრიად შეიურვა, გულისხმა-ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმჱ. და რამეთუ არა ღონითა რაჲთმე კაცობრივითა მახეთაჲთა იყო ტრფიალ მისა მიმართ ჴელმწიფჱ იგი, არამედ ეშმაკისა მანქანებითა ესოდენ ძლეულ იყო, რომელ თავმოთნეობაჲ დაავიწყდა და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მერეს. ხოლო ნეტარმან ფებრონია დამალა დედაკაცი იგი. და ვითარ ილოცა კურაპალატმან ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და მიიღო ლოცვაჲ დედისა ფებრონიაჲსი, მაშინ იწყო სიტყუად: „უწყი-მეა, დედაო, რაჲსათჳს მოვედ აწ?“. ხოლო მან ჰქრუა: „უფალმან იცის, რაჲსათჳს ჰბრძანე აქა“. და მან ჰრქუა: „ამის მიზეზისათჳს იქმნა მოსლვაჲ ჩემი, რამეთუ სახლისა ჩუენისა მეჭურჭლე ქალი იყო და ყოველი მონაგები ჩუენი ჴელთა მისთა იყო, და მამასა გრიგოლს აქა წარმოუყვანებია და ფრიადი დაგუაკლდა საფასეთა ჩუენთაგანი. აწ უბრძანე, რომელ ერთხელ ციხედ მოვიდეს და ყოველი მოგჳთუალოს და კუალად თქუენდავე მოვიდეს, ვითარცა უნდეს“. ხოლო ფებრონია ჰრქუა მას მკუეთრ: „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“. ესჱ რაჲ ესმა კურაპალატსა, სირცხჳლეულ იქმნა მართლმხილებისა მისგან კდემული და მყოვარ ჟამ დადუმნა, ვითარცა ძლეული, რამეთუ ჴორციელად ძლიერსა ჴელმწიფესა სულითა ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოჲთა შურითა. ხოლო შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან თქუა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“-ო. და მსწრაფლ ხოლო აღდგა და წარვიდოდა. მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა."

) რას ნიშნავს: გულისხმა-ყო რაჲ ყოველი იგი ყოფილი საქმჱ?

) ამოწერეთ სიტყვა, რომელიც ნიშნავს თავმოყვარეობას.

) როგორ აუხსნა კურაპალატმა დედა ფებრონიას თავისი მისვლის მიზეზი?

) რას ნიშნავს: მეჭურჭლე ქალი.

) „მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უშჯულოებასა“. რისი თქმა სურს დედა ფებრონიას ამ სიტყვებით?

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით ხაზგასმული ფრაზა.

) რა თქვა კურაპალატმა გულში?

) რას ნიშნავს: ნეტარი ფებრონია დაწყნარებულითა სულითა აყენებდა, რაჲთამცა ისტუმრა იგი, და არა დაემორჩილა.


32. "ხოლო ესევითართა სასწაულთა იქმოდა ქრისტე ჴელითა ნეტარისა გრიგოლისითა, რამეთუ უძლურნი, თითო-სახეთაგან სენთა შეპყრობილნი, და ვნებულნი სულთაგან არაწმიდათა, ლოცვითა მისითა და ცრემლითა განიკურნებოდეს თხოვისაებრ სარწმუნოებით მვედრებელთაჲსა. ხოლო შორის იფქლთა მათ წმიდათა იპოვა ერთი ვინმე, ვითარცა ღუარძლი  აღმოცენებული, დიაკონებასა შინა და ტფილის აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაელის ძისაგან და მოციქულად მავალი აშოტ კურაპალატსა წინაშე, რომელმანცა იხილა ანჩისა ეპისკოპოსი გარდაცვალებული და  მოითხოვა ანჩისა საყდარი აშოტ კურაპალატისაგან უკეთურმან მან ცქირმან. და რაჟამს მძლავრებით დაიპყრა ანჩი, კუალად შესძიწა ძჳრი ძჳრსა მისსა ზედა მრავალი. ხოლო უწესოებაჲ მისი მრავალ-გზის ემხილა წმიდათა მათ პირველთა კლარჯეთისა მეუდაბნოეთაგან,  უფროჲს ხოლო მამისა გრიგოლისგან. ხოლო მან სრულიად საღმრთოჲ შიში განაგდო ამპარტავანებისაგან ძლეულმან და ფარულად მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა. და აღუთქუა მიცემად სამი გრივი ფეტჳ და ხუთნი თხანი და წარავლინა ხანძთად მოკლვად მამისა გრიგოლისა. მაშინ წარვიდა მზირად ტყესა მას ხანძთისასა და მშჳლდი გარდაცუმული ჴელთა აქუნდა."

) რა სასწაულებს ახდენდა გრიგოლი?

) რას ნიშნავს: იფქლთა მათ წმიდათა?

) ვინ იყო ცქირი?

) რომელი საყდარი დაიმორჩილა ძალით ცქირმა?

) რას ნიშნავს: მოუწოდა ერის-კაცსა ანჩელსა, ლირბსა და გლახაკსა და მაგრიად მოისარსა.

) ამოწერეთ ოთხი სიტყვა, რომელიც ნიშნავს “ტყეში ჩაუსაფრდა”


33. "ხოლო ნეტარი მამაჲ გრიგოლ თჳსით აგარაკით მარტოჲ შთამოვიდოდა ხანძთას და მგზავრ სლვასა ზეპირით წმიდისა მამისა ეფრემის თქუმულთა საკითხავთა იტყოდა გოდებით ტირილსა შინა. ხოლო სულითა იხარებდა, რამეთუ ხედვიდა საღმრთოთა ხილვათა მადლითა სულისა წმიდისაჲთა. მაშინ საწყალობელმან მან კაცმან იხილა სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სუეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალჱ ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცისსარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა. ესე დიდებაჲ მის ზედა იხილა კაცმან მან და ფრიად ძრწოლამან შეიპყრა იგი, რამეთუ დაჰჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი და ზარისა მისგან დიდისა დაცემული იდვა ქუეყანასა ზედა. ჰრქუა მას ნეტარმან გრიგოლ: „ჵ საწყალობელო, ყავ ბრძანებული მისი, რომელმან მოგავლინა შენ, რამეთუ შენ ხარ უარის მყოფელი ქრისტეანობისაჲ, ვინაჲთგან უნდოჲსა სასყიდლისათჳს უბრალოჲსა ბერისა კაცისა სისხლთა გარდაისხამ. ანუ არა სამისა გრივისა ფეტჳსათჳს და ხუთთა თხათათჳს მოსრულ ხარა მოკლვად ჩემდა, ჵ უგუნურო?“ მაშინ კაცი იგი ტირილით ევედრებოდა მას: „შემიწყალე, წმიდაო ღმრთისაო, განწირული ესე მკლველი შენი და მიემსგავსე ქრისტესა მკლველთა თჳსთა მონანულთა შემნდობელსა.” მაშინ წმიდამან მან წყალობით ჯუარი დასწერა და განკურნა იგი, რამეთუ მრავალი გუემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და სიხარულით განუტევა სახიდ თჳსად. ხოლო კაცმან მან ყოველი იგი ყოფილი უთხრა ცქირსა. და იგი უფროჲსღა აღბორგნა და შესძინა სიბრმჱ სიბრმესა ზედა. და მრავალი ბოროტი შეამთხჳა მამასა გრიგოლს და მის ჟამისა წმიდათა მამათა და სხუათაცა მორწმუნეთა ერის-კაცთა. და რომელნი მარადის სამართლად ამხილებდეს მას.მაშინ შეკრიბა ერი ანჩისაჲ და წარავლინა დარღუევად ხანძთისა, და აღმოსლვასა ოდენ მზისასა მივიდეს. ჰრქუა მათ მამამან გრიგოლ: „შვილნო, დრო მეცით მე და ძმათა ჩემთა ვიდრე შუადღემდე, რაჲთა წმიდასა შინა ეკლესიასა ვყოთ ვედრებაჲ წინაშე ქრისტჱსა“. ხოლო მათ ისმინეს სიტყუაჲ მოხუცებულისაჲ მის ამისთჳს, რამეთუ ეხილვნეს მისგან სასწაულნი. და ჟამსა მას ცრემლით ვედრებისა მათისასა ისმინა უფალმან თხოვაჲ მათი და წმიდისა ანგელოზისა მიერ ეუწყა მათ, ვითარმედ საღმრთოჲ შურისგებაჲ ეწია ბოროტსა მას მტერსა და მო-ხოლო-იწია კაცი, რომელი ეტყოდა კაცთა მათ: „ნუღარა იკადრებთ დარღუევად დიდებულსა ხანძთასა, რამეთუ დამარღუეველი მაგისი მოკუდა“. მაშინ განიხარეს კაცთა მათ."

) ვის ლოცვას ამბობდა გრიგოლი გოდებით და რატომ უხაროდა ეს სულიერად?

) რა სასწაული იხილა მკვლელმა და რატომ შეშინდა?

) რას ნიშნავს: დაჰჴსნდეს ძარღუნი მკლავთა მისთანი?

) რას ნიშნავს: რამეთუ მრავალი გუემაჲ დაცემულ იყო მის ზედა და?

) როგორ მოიქცა ცქირი, როდესაც ეს სასწაული შეიტყო?

) გრიგოლის რა თვისებები ჩანს ამ ეპიზოდში?

) რა დაავალა ცქირმა ანჩის მოსახლეობას და როგორ შეაჩერა ისინი გრიგოლმა?

) როგორ დასაჯა უფალმა ცქირი?


34. "ნეტარი ესე კაცი ღმრთისაჲ მამაჲ გრიგოლ, ნებისა ქრისტჱსისა სამკჳდრებელი, სასწაულთა მოქმედი დიდებული, ფრიად გარდარეულად დაბერდა, რამეთუ ას და ორისა წლისა ჟამთა მიიწია. ხოლო ფერი პირისა მისისაჲ არა იცვალა, არცა შეემთხჳა თუალთა მისთა მრუმედ-მხედველობაჲ და ჴორცითა ძლიერ იყო და რაჲთურთ უძლურებაჲ სიკუდილადმდე არა იპოვა მის თანა. ხოლო შრომაჲ დიდად უყუარდა არა ხოლო ლოცვისა და მარხჳსაჲ ოდენ, არამედ დღე და ღამე ჴელითა თჳსითა იქმოდა. და იყო იგი მხიარულად მესტუმრე და გლახაკთ-მოღუაწე. ხოლო უმრავლჱსთა დღეთა შატბერდს იყოფინ, რამეთუ თჳსთა მათ მონასტერთა მამასახლისნი დაედგინნეს და იგინი იღუწიდეს მათ, და რომელი გარდამრჱ საქმჱ არნ, მას აუწყიან მსგავსად სიბრძნისა მის ღმრთივ-მოცემულისა, რომელი მკჳდრ იყო მის თანა მარადის, ვიდრე აღსრულებადმდე მისსა."

) რატომ უწოდებს ავტორი გრიგოლს: ნებისა ქრისტჱსისა სამკჳდრებელი,

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვები რომელიც ნიშნავს: მეტისმეტად დაბერდა.

) როგორი იყო მოხუცებულობაში გრიგოლი?

) რატომ ატარებდა გრიგოლი მეტ დროს შატბერდში?

) რას ნიშნავს: რომელი გარდამრჱ საქმჱ არნ?

) რა იყო გრიგოლში მარადიულად დამკვიდრებული?


35. "ხოლო დღეთა მათ მოხუცებულებისა მისისათა იყო რაჲ შატბერდს, ზრუნვაჲ აქუნდა ძმათა მათ მკჳდრთა ხანძთისათა, რამეთუ ესმა, ვითარმედ ოხჭანი ამის ცხორებისაჲ შატბერდს ეგულების სულიერად-მამასა მათსა. მაშინ, რომელთა სლვაჲ ძალ-ედვა, ერთობით მიიწინეს ყოველნი შატბერდს ძიებად წმიდისა მის. ხოლო ძმათა მათ შატბერდელთა განიხარეს მისლვაჲ ძმათა მათ თჳსთაჲ და, რაჟამს გულისხმა-ყვეს მიზეზი მისლვისა მათისაჲ, სიხარული მწუხარებად გარდაექცა. და ვითარცა ილოცეს თაყუანის-ცემით წმიდასა ეკლესიასა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და თაყუანი-სცეს ნეტარსა მამასა თჳსსა. ხოლო მან წადიერებით სურვიელად ჰამბორს უყო ყოველთა და  მოიკითხნა, ვითარცა მამამან ტკბილმან და მოძღუარმან სახიერმან. მაშინ ნეტარმან მამამან გრიგოლ ჰრქუა ყოველთა: “შვილნო, ბრძანებამან ქრისტჱსმან შეგუკრიბნა დღეს, რაჲთა სიმტკიცჱ ერთობისა და სიყუარულისაჲ აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა ორთა ამათ მონასტერთა შინა დამკჳდრებულთა ძმათა შჯულად საუკუნოდ სიტყჳსაებრ უფლისა, რომელ ჰრქუა მოციქულთა, ვითარმედ: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“.  ხოლო ერი იგი ყოველი ცრემლით მოუდგა და წმიდაჲ იგი ადგილსა მაღალსა დადგა შორის ერსა მას ღმრთისასა და დიდებაჲ შეწირა ქრპსტჱს მიმართ და თქუა: “შენ, უფალო, მოწყალებით მომიძეღუ მე ქუეყანათა ამათ სამთა თანა მოყუასთა კეთილთა მღდელთა წმიდათა სიკუდიდმდე მარადის დაუყდუნებელად შენდამი შემწირველთა მსხუერპლთა მათ უსისხლოთა წმიდათა და მრავალთა სულთა ნავთ-საყუდელ ჰყვენ იგინი. და აწ ჩემ მიერ აღაორძინენ ნებისმყოფელნი შენნი, ქრისტე, რამეთუ ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელ სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა.!“ და მერმე შატბერდსა ჯუარი დასწერა და ჰრქუა: „კეთილად აღორძნდი შატბერდო, და შეიმკვე მადლითა და განძლიერდი ძალითა ღმრთისაჲთა,  მე აწ ესერა მშჳდობასა დაგიტევებ შენ და არღარა იხილო პირი ჩემი ჴორციელად, ვიდრე უფლისა დიდებით მოსლვადმდე. აწ დაღაცათუ ჴორცითა განგეშორები, ხოლო სულითა მარადის შენ თანა ვარ შეწევნად შენდა“.

) სად გაატარა მოხუცებულობა გრიგოლმა?

) რამდენი წლის იყო გრიგოლი?

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ფრაზა, რომელიც ნიშნავს: საწუხარი ჰქონდათ ხანძთელ ბერებს.

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვა, რომელიც ნიშნავს აღსასრულს.

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) ფრაზა, რომელიც ნიშნავს: ვისაც სიარული შეეძლო.

) რას ნიშნავს: მან წადიერებით სურვიელად ჰამბორს უყო ყოველთა და  მოიკითხნა?

) რისკენ მოუწოდა გრიდოლმა ძმებს?

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით ხაზგასმული ფრაზა.

) რას ნიშნავს ”ტალანტის გამრავლება”და სახარების რომელ იგავს ეხმიანება გრიგოლის ეს სიტყვები?


36. "და ყოველთა უდაბნოთა თანა წარსცა კერეონები და შეუთუალა დღჱ იგი, რომელსა აღანთნენ და ლოცვა-ყონ მისთჳს. მაშინ ჰრქუეს ყოველთა მათ მამათა ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, სამოთხისა სიკეთესა მომლოდებელო, სიმართლისათჳს მშიერო და წყურიელო და ტკბილსა მას საზრდელსა ქუეყანასა მოუკლებელსა ღირს ქმნულო, მოწყალეო გლახაკთაო, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ.  შენ გიხაროდენ და მხიარულ იყავ, რამეთუ სასყიდელი შენი დიდ არს ცათა შინა, რამეთუ შენ, მსგავსად მოციქულისა პავლჱს მართლისა, ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს.” მაშინ ჰრქუა ხანძთას შინა მყოფთა ძმათა: „შვილნო, რომელი მცნებაჲ პირველითგან გესმა ჩემგან, სულისა თქუენისა საცხორებელად დაიმარხეთ და ჰყოფდით მარადის საჴსენებელსა ჩემსა.  ხოლო ამას გამცნებ აწ ჯუარითა ქრისტჱსითა, რაჲთა ჴორცნი ჩემნი დაჰმარხნეთ ძმათა ჩემთა თანა, რამეთუ არა უმჯობჱს ვარ ძმათა ჩემთა სათნოებათა მოგებითა. ჴორცნი ჩემნი მიიქცევიან მიწად, ხოლო სული ჩემი შეიწყნაროს უფალმან“. და ესრჱთ შეჰვედრა სული უფალსა და შეერთო ანგელოზთა კრებულსა, რამეთუ უჴორცონი ანგელოზნი და სულნი კაცთანი ერთ-ბუნება არიან და სულსა კაცისასა აქუს მეტყუელებაჲ ანგელოზებრი. ხოლო იყო გარდაცვალებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი რიცხუსა წელიწადთა მისთასა ას და მეორესა წელსა, ქრონიკონსა ოთხმეოც და ერთსა. არამედ გარდაცვალებითგან მისით დაიწერა ცხორებაჲ ესე მისი შემდგომად ოთხმეოც და ათისა წლისა. ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა, - სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორებაჲ ესე."

) რომელი წმინდანის ქმედებას გაგონებთ გრიგოლის მიერ კელაპტრების დაგზავნა მთელს უდაბნოში? 

) განმარტეთ რას ნიშნავს: ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს.”

) გადმოეცით თქვენი სიტყვებით გრიგოლის უკანასკნელი თხოვნა.

) გადმოეცით ხაზგასმული აბზაცის შინაარსი.

) ამოიწერეთ (დაასახელეთ) სიტყვა, რომელიც ნიშნავს: შეასრულეთ, დაიცავით.

) რას ნიშნავს ქორონიკონი?

) ვინ დაწერა ეს წიგნი, როდის და ვისი დახმარებით?


ზოგადი შეკითხვები


1. რა ჟანრს მიეკუთვნება ეს ნაწარმოები და ამ ჟანრის კიდევ რომელი ნაწარმოებები იცით?

2. ჩამოთვალეთ სასულიერო მწერლობის ჟანრები.

3. რომელ საუკუნეში დაიწერა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”?

4. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა გრიგოლი?

5. ვინ იყო ამ დროს საქართველოს მეფე?

6. ვის მიერ იყო აოხრებული ტაო-კლარჯეთი?

7. ჩამოთვალეთ, რომელი ეკლესიები ააგო გრიგოლმა.

8. რამდენი რომანული ეპიზოდია ნაწარმოებში?

9. რა მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობას ტაო-კლარჯეთში?

 

ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ