მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 198505 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაშინ ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა ყველას:

- შვილებო, ქრისტეს ბრძანებით შევიკრიბეთ დღეს, რათა ერთობისა და სიყვარულის სიმტკიცე მარადიულ რჯულად დავუმკვიდროთ მომავალში ამ ორ მონასტერში მოღვაწე ბერებს უფლის სიტყვის მსგავსად, რომელმაც უთხრა მოციქულებს: ”ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ამით შეიტყობს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ.”

მთელი ხალხი ცრემლმორეული გარს შემოეხვია გრიგოლს, რომელიც მაღალ ადგილას დადგა წმინდანთა შორის, მადლი შესწირა უფალს და თქვა:

- შენ უფალო, მოწყალებით წამიძეხი ამ მხარეებში, სამ ძმასთან ერთად, კეთილმოღვაწე წმინდანებთა, რომლებიც განუწყვეტლივ გწირავენ უსისხლო მსხვერპლს (თავისი სამონაზვნი ღვაწლით). ჩემ მიერ ააღორძინე შენი ნების აღმსრულებელნი, ქრისტე ღმერთო, რადგან ტალანტი სიბრძნისა, სიყრმიდანვე რომ მიბოძე, გავამრავლე შენს მორწმუნეთა შორის.

შემდეგ გრიგოლმა შატბერდს ჯვარი დასწერა და თქვა:

- სიკეთით აღორძინდი, შატბერდო, და მადლით შეიმკე და ღვთის ძალით გაძლიერდი. ახლა გემშვიდობები და ვეღარ მიხილავ ხორციელად, ხოლო სულით მუდამ შენთან ვიქნები.

შემდეგ გრიგოლმა კლარჯეთის უდაბნოს ყველა ეკლესიას გაუგზავნა კელაპტრები და შეუთვალი ის დღე, როდესაც უნდა აენთოთ ისინი და ელოცათ მისთვის.

მაშინ წმინდა მამებმა უთხრეს გრიგოლს:

წმინდაო ღმრთოსაო, სამოთხის სიკეთეთა მომლოდინევ, სიმართლისთვის მშიერო და მწყურვალო და მარადიულ სასუფეველში სულიერი საზრდოს ღირსო, ღარიბის შემწევ. განუშორებელია შენგან ღვთის მარადიული წყალობა. გიხაროდეს და მხიარული იყავი, რადგან სასუფეველში დიდი საზღაური გელოდება, რადგან შენ, პავლე მოციქულის მსგავსად, კეთილად იღვაწე და ღვთისკენ იარე.

მაშინ გრიგოლმა უთხრა ხანძთის ბერებს: 

- შვილებო, რომელი მცნებაც ადრევე გაიგონეთ ჩამგან, თქვენი სულების საცხონებლად დაიცავით და მარად მომიხსენიებდეთ. ახლა კი ამას გეტყვით ქრისტეს ჯვრით, ჩემი ნეშტი დამარხეთ ჩემი სულიერი ძმების გვერდით, რადგან არაფრით ვჯობივარ ჩემს ძმებს მოპოვებული სათნოებით. ჩემი ხორცი მიწას დაუბრუნდება, ხოლო ჩემს სულს შეიწყნარებს უფალი.

ასე შეავედრა სული უფალს და შეუერთდა ანგელოზთა კრებულს, რადგან ანგელოზები და ადამიანები ერთი ბუნებისანი არიან, ადამიანის სულს აქვს ანგელოზებრივი არსი.

ნეტარი გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში ჩვენი წელთაღრიცხვით 861 წელს. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ დაიწერა ეს თხზულება.

ხანძთის წინამძღვრის, მისი ძმის, იოანეს, და ამ წიგნის ავტორის გიორგი მერჩულეს - ამ სამი ადამიანის გულმოდგინებით დაიწერა ხანძთაში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ