მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 182093 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნეტარი მამა გრიგოლი - ღვთის ნების სამკვიდრებელი (წმინდანებს უწოდებდნენ ღვთის ნების სამკვიდრებელს, რადგან მათში დავანებული იყო ღვთის ნება) - საკვირველმოქმედი მეტად დაბერდა, 102 წლის შეიქნა, მაგრამ არ შეცვლილა, არც თვალთ დაკლებია და ჯანმრთელად იყო.

სიკვდილამდე გრიგოლი არ დაუძლურებულა. მეტად უყვარდა შრომა. იგი არა მხოლოდ ლოცულობდა და მარხულობდა, არამედ იყო კეთილი მასპინძელი და ღარიბთა შემწე.

გრიგოლი დროს მეტწილად შატბერდში ატარებდა, რადგან თავის მონასტრებში მამასახლისები დაედგინა და ისინი ზრუნავდნენ მათზე და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე იყო, მხოლოდ იმას აცნობებდნენ ხოლმე გრიგოლს, ღვთის მიერ მონიჭებული სიბრძნის მსგავსად, რომელიც მასთან იყო დამკვიდრებული მუდამ, ვიდრე აღსასრულამდე.

გრიგოლი მოხუცებულობის ჟამს შატბერდში იმყოფებოდა. საწუხარი ჰქონდათ ხანძთელ ბერებს, რადგან გაეგოთ, რომ შატბერდში მყოფი მათი სულიერი მამის (გრიგოლის) ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული მოახლოებულიყო. 

მაშინ ყველა ხანძთაში მცხოვრები ბერი, ვისაც კი სიარული შეეძლო, შეიკრიბა და შატბერდში ჩამოვიდა.

გაიხარეს შატბერდის ბერებმა, ხანძთელი ძმები რომ იხილეს, მაგრამ როგორც კი გაიგეს მათი მისვლის მიზეზი, სიხარული მწუხარებად გადაექცათ, ბერებმა ილოცეს ღვთისმშობლის ეკლესიაში და თაყვანი სცეს წმინდა მამა გრიგოლს, რომელიც მონატრებითა და სიყვარულით ყველას ეამბორა და გულითადად მოიკითხა.

 

სასკოლო ლიტერატურა ... გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება - შინაარსი ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ