1. ვინ დაასმინა ნერსე ერისთავი?
ა) სარკინოზებმა;
ბ) ბოროტმა ადამიანებმა;
გ) ქართველებმა;
2. რატომ გადაწყვიტა არაბმა ყმაწვილმა, აბომ, საქართველოში ჩამოსვლა?
ა) სარკინოზთა დევნის გამო;
ბ) ქრისტეს სიყვარულის გამო;
გ) სურდა ქართულ კულტურას ზიარებოდა;
3. რატომ მარხულობდა და ლოცულობდა აბო ფარულად?
ა) არ სურდა საკუთარის რწმენის გამჟღავნება;
ბ) არ იყო რწმენაში გამყარებული;
გ) არ სურდა სხვების დასანახად ელოცა;
4. რატომ გახდა ნერსე ერისთავი იძულებული ქართლიდან წასულიყო?
ა) ქართველები აუჯანყდნენ;
ბ) ცოლ-შვილის სანახავად წავიდა აფხაზეთში;
გ) მას სარკინოზთა ხელისსუფალი განურისხდა;
5. ვინ იყო იმ პერიოდში აფხაზეთის მთავარი?
ა) დემეტრე მეორე;
ბ) ლეონ მეორე;
გ) ერეკლე მეორე;
6. სად მოინათლა აბო?
ა) თბილისში;
ბ) ხაზართა ქვეყანაში;
გ) აფხაზეთში;
7. რატომ მოეწონა აბოს აფხაზეთი?
ა) იმიტომ, რომ იქ კარგად შეხვდნენ;
ბ) იმიტომ, რომ იქ საფრთხე არ ემუქრებოდა;
გ) იმიტომ, რომ აფხაზეთი ქრისტიანებით იყო დასახლებული;
8. რა იყო ნერსე ერისთავის ქართლში დაბრუნების მიზეზი?
ა) მას აღარ ეშინოდა სარკინოზების;
ბ) ამირამ ქართლის ერსიმთავრად ნერსეს დისწული დაადგინა;
გ) აღარ სურდა აფხაზეთში დარჩენა;
9. რატომ ურჩია ლეონ მეორემ აბოს აფხაზეთში დარჩენა?
ა) შიშობდა, რომ გაქრისტიანებულ არაბს სარკინოზები დასჯიდნენ;
ბ) სურდა, რომ აბო აფხაზეთში დარჩენილიყო;
გ) ეგონა, რომ აბო ვერ გაუძლებდა სარკინოზთა შემოსევას;
10. რატომ ვერ შეძლეს სარკინოზებმა აბოს გადმობირება?
ა) სათანადოდ არ ცდილობდნენ მის დაშინებასა და დარწმუნებას;
ბ) იმიტომ, რომ აბო განმტკიცებული იყო რწმენაში;
გ) იმიტომ, რომ აბოს არ სურდა მათთან საუბარი;
11. ვინ იყო მსაჯული?
ა) ამირა;
ბ) ქართლის ერისთავი;
გ) ციხის უფროსი;
12. რატომ სთხოვეს სარკინოზებმა ამირას აბოს დასჯა?
ა) იმიტომ, რომ შურდათ მისი;
ბ) იმიტომ, რომ სტეფანოზ ერისთავმა მოახერხა მისი ტყვეობიდან დახსნა;
გ) მის სიტყვებს სხვების რომ არ აჰყოლოდნენ;
13. ვინ გააფრთხილა აბო, რომ სარკინოზებმა ის დააბეზღეს?
ა) თანამოაზრე სარკინოზებმა;
ბ) მეგობრებმა;
გ) ვიღაც ქრისტიანებმა;
14. რა არის, აბოს აზრით, ქრისტეს მიერ ბოძებული საჩუქარი?
ა) დიდება და პატივი;
ბ) გვირგვინი ცხოვრებისა და უკვდავებისა;
გ) ოქრო-ვერცხლი;
15. ვინ უთხრა აბოს, რომ ხვალ მისი გარდაცვალების დრო დადგებოდა?
ა) მსაჯულის მოციქულებმა;
ბ) ციხეში მყოფმა ქრისტიანებმა;
გ) მან ეს იწინასწარმეტყველა;
16. რომელი ქრისტიანული დღესასწაული დგებოდა?
ა) ნათლისღება;
ბ) აღდგომა;
გ) შობა;
17. რომელ დღეს დაემთხვა ნათლისღების დღესასწაული?
ა) პარასკევს,
ბ) ოთხშაბათს;
გ) კვირას;
18. რას სთხოვდა აბო ქრისტიანებს, რომლებიც მისთვის სტიროდნენ?
ა) დახმარებას;
ბ) მსაჯულთან შუამდგომლობას;
გ) ლოცვაში მოხენიებას;
19. რატომ აღარ უსმენდა აბო მსაჯულს?
ა) დაიღალა მოსმენით;
ბ) რადგან მისი სიკვდილით დასჯა უკვე გადაწყვეტილი იყო;
გ) რადგან სიკვდილისთვის იყო გამზადებული;
20. რა ურჩია აბომ ამირას?
ა) სარწმუნოების შეცვლა და ქრისტიანობის მიღება;
ბ) მრისხანების დათრგუნვა;
გ) კეთილგონიერება;
21. რატომ მოუღერეს ჯალათებმა აბოს სამჯერ მახვილი?
ა) უნდოდათ დაეშინებინათ;
ბ) სურდათ მისი რწმენის შერყევა;
გ) მაშინ სიკვდილით დასჯის ასეთი წესი არსებობდა;
22. რატომ მოითხოვეს სარკინოზებმა მისი ცხედარი?
ა) რათა ცხედარი ეწამებინათ;
ბ) რათა ქრისტიანებს ცხედრისთვის დამარხვით პატივი არ მიეგოთ;
გ) რათა მისი ცხედარი სამშობლოში წაესვენებინათ;
23. რომელ მდინარეში გადაყარეს აბოს ცხედრის ნარჩენები?
ა) არაგვში;
ბ) ქსანში;
გ) მტკვარში;
24. რატომ მოავლინა ღმერთმა სასწაული?
ა) რათა დაეშინებინა სარკინოზები;
ბ) რათა დადასტურებინა, რომ აბო ნამდვილად წმინდანია;
გ) რათა სხვა სარკინოზებსაც ეწამათ ქრისტე;
25. როდის დაიწერა „აბო თბილელის წამება?“
ა) 756-770 წლებში;
ბ) 786-790 წლებში;
გ) 776-780 წლებში;
ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ავტორი: ქეთევან ქურდოვანიძე