მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 220 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ერთმა ყორანმა გათეთრება განიზრახა და მტრედს ჰკითხა რჩევა. მტრედმა ურჩია: ლეშის ჭამას მოეშვი, უადგილო ადგილას ყრანტალს, ქვრივ-ობლებისთვის წიწილების მოტაცებას და გათეთრდებიო.

ყორანს არ დაუჯდა ჭკუაში მტრედის რჩევა, წავიდა და მელას დაეკითხა, რომლის ჭკუა და გამჭრიახობა სქვეყნოდ იყო განთქმული.

მელამ ურჩია: "წადი, ერთი ადუღებული ქვაბი მოსძებნე სადმე, ჩახტი შიგ და რომ ამოხვალ, სულ გათეთრდებიო".

ყორანი გაფრინდა, მოსძებნა მდუღარე ქვაბი, ჩახტა შიგ და რომ ამოვიდა, დაინახა, რომ ნაკრტენი მთლად გასცვენოდა და გათეთრებულიყო. გაუხარდა ყორანს, ახლა წავალ, თვისტომებს დავენახვები და შურით გავუხეთქავო გულს. დააპირა გაფრენა, მაგრამ ამაოდ, რადგან ფრთებიც ქვაბში ჩარჩენოდა ნაკრტენთან ერთად.

"ეჰ, ისევ სიშავე სჯობნებია", - გაიფიქრა ყორანმა, წაფორხილდა, ისევ მელას მიაკითხა სოროში და ჰკითხა, როგორ გავშავდეო, კვლავ.

მელა სიხარულით ცას ეწია. "შემობრძანდი, მეზობელო, - უთხრა მან ყორანს, - ჩემი შავი სორო გაგაშავებსო ისევ".

ყორანი გაბრიყვდა და შევიდა, მას შემდეგ აღარავის უნახავს თეთრი ყორანი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ