მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7771 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არის ინდოეთში ერთი ფრინველი, რომელსაც თათვალს ეძახიან, მიმინოს ჰგავს და თუ მოუხდა ფრინველზე ნადირობს. 

თუ დღეს ფრინველი ვერ ინადირა, მივა, გუშინდელ ნაჭამ ძვალს მონახავს, დაჯდება, თითო-თითო ძვალს აიღებს ნისკარტით და უკან შეიყოფს. თუ სრულიად დაეტია, მერე ჩანთქავს. იცის, რომ მოვინელებ და გარეთაც გამოვაო. და თუ არ შეეტია, ეგრევე დასდებს, ვერ მოვინელებო, და ჭამით თავს არ დაიზიანებს.

 

* * * * * * * * *

 

თუ ფრინველს იმდენი აზრი აქვს, წინასწარ გამოიკითხავს საქმეს, შენ ხომ კაცი ხარ, მეფის წინ აღზრდილი, უგვან საქმეს რად იქმი, რად არ დაადუმებ ცუდის საუბრისაგან ენას. 

კარგი მეგობარი ადვილად არ იშოვება, გზაზე ვერ იპოვი და იაფად ვერავინ იყიდის. 

მეგობარი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. 

მეგობარი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია. 

მეგობარი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. 

მეგობარი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა. 

მეგობარი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტას კაცთა შემაქცეველია. 

მეგობარი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. 

მეგობარზე უკეთესს შენ რას იშოვნი? რად გძულს, რად ეშუღლები, რად ეკამათები? მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და მეგობარს შესწყობოდეს. 

მეგობარში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ