მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 608 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

იაპონიაში ყავა მე-19 საუკუნიდან გახდა ცნობილი, თუმცა დაახლოებით 30 წელია რაც იპონია თავად გახდა ყავის მომწოდებელი. 

როგორც ვიცით, მე-XVII საუკუნის შუა ხანებიდან, იაპონიამ შეწყვიტა პრაქტიკულად ყოველგვარი პოლიტიკური ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან და 200 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში დანარჩენი მსოფლიოსგან - 1638-1858 წლებში. 

იაპონიაში ეს პერიოდი ცნობილია სახელწოდებით - საკოკუ (鎖国) - რაც ნიშნავს  ჩაკეტილ ქვეყანას.

საკოკუს პერიოდის დასრულების შემდეგ იაპაონიაში დაიწყო პირველი ყავის მარცვლების გაყიდვა. 1858 წლამდე კი ყავის დაგემოვნება შეეძლოთ მხოლოდ ევროპელ ვაჭრებს ნაგასაკში.

თავდაპირველად იაპონელებს ყავა არ მოსწონდათ, მას მწარედ მიიჩნევდნენ და არ სვამდნენ 1800-იანი წლების ბოლომდე, როცა ქვეყანა შევიდა „მეიძის რესტავრაციის პერიოდში“ (იგივე „მეიძი ისინ“ მეიძის რევოლუცია ან მეიძის განახლება - პოლიტიკური, სამხედრო და სოციალ-ეკონომიკური რეფორმების კომპლექსი, რომელსაც დიდი ცვლილებები მოყვა - 1868-1889 წლებში).

მალევე, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო ყავის მცირე პარტიების იმპორტი ქვეყნის უმეტეს რეგიონებში. 1888 წელს კი ტოკიოში გაიხსნა პირველი ყავახანა სახელწოდებით - kissaten. მანამდე იაპონიაში შეხვდებოდით მხოლოდ ჩაის სახლებს - chaya.

ყავის ბიზნესი იაპონიაში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა დიდი დარტყმა მიაყენა ყავის ინდუსტრიის განვითარებას.

თუმცა, 1960 წლიდან იაპონური ყავის კულტურამ კვლავ დაიწყო აღორძინება. ყავის სმა მოდური გახდა და მოიცვა მთელი ქვეყანა.

რა თქმა უნდა იაპონაში ყავა არ მოჰყავთ, თუმცა მიუხედავად ამისა, იაპონური ყავა ცნობილი გახდა „აყვავებული საკურების“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

იაპონური ყავის წარმატების მიზეზია ყავის მარცვლების დამუშავების იაპონური მაღალტექნოლოგიური მეთოდი. იაპონიას ყოველწლიურად იმპორტით შეისყიდის დაახლოებით 440 000 ტონა ყავის მარცვალს და შედის მსოფლიოს ყავის უმსხვილეს იმპორტიორთა სამეულში.

გამოყენებული ნედლეული, რომელიც შესყიდულია: გვატემელაში, კენიაში, ინდონეზიაში, ტაილანდში, ბრაზილიაში და ა.შ... არის მკაცრად უმაღლესი ხარისხის და მის გადასამუშავებლად გამოიყენება უმაღლესი იაპონური ტექნოლოგიები. იაპონია ყავის მსოფლიო ბაზარზე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ყავის მომწოდებელი. იგი „ნადირობს“ და შეისყიდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ელიტურ ყავის ჯიშზე - "Jamaica Blue Mountain" და შეისყიდსი მისი მოსავლის თითქმის 90%-ს.

აღსანიშნავია, რომ იაპონელი მეწარმეები თანამშრომლობენ ზემოთ მოყვანილი ქვეყნების ყავის ფერმებთან და პლანტაციებთან, ისინი არა მხოლოდ შეისყიდიან, არამედ თავად აშენებენ ყავას და მკაცრად და სკრუპულოზურად იცავენ მისი მოყვანისთვის საჭირო ყოველგვარ ტექნოლოგიას.

იაპონია აწარმოების ყველა ტიპის - მარცვლებს, დაფქვილ და ასევე ხნად ყავას. განსაკუთრებით პოპულარულია იაპონური ყავა პაკეტებში, რომლის წარმოების დროს გამოიყენება მშრალი გაყინვის მეთოდი, რაც გამორიცხავს ყავის მარცვლებში ნესტის მოხვედრას. ამავდროულად ყავის გემო და არომატი რჩება უცვლელი.

იაპონიაში ყავის პოპულარობა ძალიან მაღალია მიუხედავად იმისა, რომ იგი პოპულარობით ვერ უტოლდება ჩაის, მას სიამოვნებით მიირთმევენ ყველგან: სახლში, ქუჩაში, კაფეში, სამსახურში, ვენდინგ აპარატებიდან (ცივი ან ცხელი სახით) და ა.შ. ამ ასპექტით იგი არ განსხვავდება ევროპის ქვეყნებისგან.

იაპონიაში არ არსებობს სწორი ან არასწორი მეთოდით მოდუღებული ყავა. ყავახანებში (რომელთაც უწოდებენ - kissaten) ყავის დაფქვა ხდება შეკვეთით, ხოლო ყავას ამზადებენ ხელით, დელიკატური სიფრთხილითა და ყურადღებით.

იაპონური ყავის მოდუღების მეთოდებია: სიფონი, ფრენჩ-პრესი, აეროპრესი და პუროვერ V60 (იგივე ჰარიო V60).

აღსანიშნავია, რომ 1908 წელს სწორედ იაპონელებმა გამოიგონეს ფილტრ-ყავას მომზადების მეთოდი „პუროვერი“ (pour over - ინგლისურიდან - „ზემოდან ჩასხმა“). 

ხელსაწყო პუროვერით ყავის მომზადების მეთოდი აქტუალური გახდა დიდი ხნის შემდეგ და დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში.

მეთოდის მეორე დასახელებაა - Hario - რომელიც ყავის მოსადუღებელი ხელსაწყოს მწარმოებელი იაპონური ფირმის სახელწოდებას წარმოადგენს. ფირმა ჰარიომ 2004 წელს გამუშვა ხელსაწყო პუროვერ V60 (იგივე ჰარიო V60), რომელიც ყავის ალტერნატიული მომზადების მეთოდად მიიჩნევა.

1965 წელს პირველად მსოფლიოში იაპონიამ გამოუშვა ცივი ყავა ალუმინის ქილებში სახელწოდებით - Mira Coffee (იაპონურად - kanko-hi- かんコーヒ). თუმცა მან ვერ მოიპოვა პოპულარობა და ხმაური მის გარშემო მალევე ჩაცხრა.

იაპონელები მიიჩნევენ, რომ არც ერთი პრაქტიკა არ შეიძლება იყოს იდეალური. ისინი თვლიან, რომ ამის ნაცვლად ისინი მიყვებიან გზას, ანუ „დო“-ს. მაგალითად: სადო - არის ჩაის გზა. იუდო - თავდაცვის გზა. კენდო - ხმლის გზა. ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ დაიხვეწოს დისციპლინაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი გახდება ამ დისციპლინაში საუკეთესო. ასევეა ყავის შემთხვევაშიც. არსებობს ყავის მოდუღების მრავალი მეთოდი, თუმცა არ არსებობს საუკეთესო მეთოდი.

იაპონელებს ძალიან უყვართ ყავა, განსაკუთრებით ყველაზე  ელიტური და ხარისხიანი ჯიშები. 

ყოველი წლის 1 ოქტომბერი იაპონაში ყავის დღედ არის გამოცხადებული და მას როგორც დღესასწაულს ისე აღნიშნავენ. სიამოვნების მწვერვალად კი ამ დღეს ყავის აბაზანის მიღება მიიჩნევა. ამისათვის იაპონელები ოჯახებით მიემგზავრებიან კომპლექსში - Yunessun, ქალაქში - Hakone და საათობით ნებივრობენ ყავით სავსე აუზში, რომელშიც მომსახურე პერსონალი ყოვლე საათში ამატებენ ახლად მოდუღებულ ყავას უზარმაზარი ავზიდან.

იაპონიაში ყავა ძვირად ფასობს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. იგი დაახლოებით 400 იენი ღირს. თუმცა ეს არის არა მხოლოდ ყავის, არამედ ადგილის ფასი კაფეში ან ყავახანაში. 

ყავის შეკვეთის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია მშვიდად დაჯდეს მყუდრო დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში, დაისვენოს, იკითხოს წიგნი ან გაზეთები, დაელოდოს წვიმის გადაღებას და ა.შ. მას არავინ შეაწუხებს. ძალიან გაჭიანურებული ვიზიტის დროს კი ოფიციანტები დროგამოშვებით შეუვსებენ ჭიქას ცივი წყლით, რა თქმა უნდა თავაზიანი ღიმილით.

მართალია იაპონია არ არის შვეცია ან ფინეთი, სადაც წლის განმავლობაში ერთი სული მოსახელ მიირთმევს 200 ლიტრ ყავას, მაგრამ მან გამოიმუშავა ყავის მოხმარების საკუთარი კულტურა და შეუძლია გააოცოს იაპონური ყავის ხარისხით შეუძლია გააოცოს ყავის ჭეშმარიტი დამფასებლები.

იაპონური ყავის ცნობილი ბრენდებია: Blendy, Bushido, UCC – UESHIMA COFFEE CO და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ