წერილის გაგზავნა!
  ნანახია 3189 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

MinerGate - ამ სფეროში N 1 სერვისი - Minergate - ეს კრიპტოვალუტის მოპოვების ყველაზე მარტივი მეთოდია (ხელით შეგროვების სხვა მეთოდებთან ერთად), როცა არა გაქვთ საკმარისი თანხები მაინინგისთვის აუცილებელი ძვირადღირებული ვიდეო ბარათებისა და ე.წ "ასიკების" შესაძენად, რომლებიც ხშირად მორალურად ძველდება და საკუთარი თვითღირებულების ამოღებასაც კი ვერ ახდენს.

სერვისი საშუალებას იძლევა მაინინგი განახორციელოთ პირდაპირ თქვენს კომპიუტერში საიტიდან გადმოტვირთული პროგრამის საშუალებით.

ნებადართულია ერთი "აქაუნთით" რამდენიმე კომპიუტერზე მაინინგი.

შესაძლებელია შემდეგი კრიპტოვალუტის მოპოვება:

»» Bitcoin (BRC)

»» Etherium (ETH)

»» Litecoin (LTC)

»» Bytecoin (BCN)

»» Monero (XMR)

»» FantomCoin (FCN)

»» QuazarCoin (QCN)

»» DarkNote (XDN)

»» MonetaVerde (MCN)

»» AEON coin (AEON)

»» Dashcoin (DSH)

»» Infinium-8 (INF8)

»» და სხვა...

სერვისით შესაძლებელია ორი სახის მაინინგი:

მაინინგი პროგრამის საშუალებით - პროგრამა, რომლის გადმოწერა უფასოდ შეიძლება საიტიდან;

ქლოუდ მაინინგი (Cloud Mining) - ქლოუდ მაინინგი (Cloud Mining);

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა საიტზე რეგისტაცია, რაც ძალიან მარტივია.  პირველ რიგში  საჭიროა აირჩიოთ სასურველი ენა - სავარაუდოდ ინგლისური ან რუსული (დროშა საიტის ლოგოს გვერდით მარცხენა ზედა კუთხეში).

ენის არჩევის შემდეგ, უკვე გაივლით რეგისტრაციას - საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში:

ან

თავად რეგისტრაციის პროცესი უმარტივესია: ელ ფოსტა, პაროლი, პაროლის განმეორება, "კაფჩა" და რეგისტრაციის პროცესიც დასრულებულია.

აუცილებლად შეიყვანეთ მოქმედი ელ-ფოსტა, რათა მოხდეს ელ ფოსტაზე მოსული ბმულით თუ კოდით რეგისტრაცის დადასტურება.

ამის შემდეგ გაივლით ავტორიზაციას და დაიწყებთ მუშაობას:

 



პროგრამით მუშაობა

საიტის ჰორიზონტალურ მენიუში უნდა შეხვიდეთ ფუნქციაში downloads/загрузки. იქ არის პროგრამის ორი ვერსია (64 bit და 32 bit ვერსიები). გადმოწერთ იმ ვერსიას, რომლის მხარდაჭერაც აქვს თქვენს კომპიუტერს.

მოკლედ მიმოვიხილოთ პროგრამა:

პროგრამის გადმოწერისა და ინსტალაციის შემდეგ, შეიყვანთ თავად საიტზე (minergate.com)-ზე რეგისტრაციის დროს მითითებულ მონაცემებს და შეხვალთ პროგრამაში.

ქვემოთ მოყვანილია ის ძირითადი ღილაკები (ფუნქციები), რომელიც გჭირდებათ პროგრამაში სამუშაოდ:

Smart Mining - პროგრამა თავად გამოთვლის, თუ რომელი კრიპტოვალუტის მაინინგია ყველაზე მომგებიანი კონკრეტულად თქვენი კომპიუტერით და ჩართავს მხოლოდ იმ ვალუტის მაინინგს (CPU -პროცესორით -  GPU - ვიდეოკარტით - ან ორივეთი ერთად). უბრალოდ უნდა შეხვიდეთ და დააჭიროთ - Start smart mining.
Manual Mining - თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი კრიპტოვალუტის მაინინგი გსურთ (თუ კომპიუტერის სიმძლავრე საშუალებას გაიძლევთ, შეგილიათ აირჩიოთ რამდენიმე). არჩევის შემდეგ აჭერთ კრიპტოვალუტის გვერდით განთავსებულ ღილაკს Start mining და მაინინგიც დაიწყება.
Other Pool CryptoNote - ეს პარამეტრი უზრუნველყოფს Cryptonte-ს სხვა პულებთან (საერთო კომპიუტერული ფონდი) მიერთებას. გაითვალისწინეთ, რომ Bitcoin, Litecoin და Ethereum არ წარმოადგენენ Cryptonte-ს ვალუტას და მათი აქ მოპოვება ვერ მოხდება.
Benchmark - ეტალონური ტესტი. ამ ღილაკზე დაჭერით, პროგრამა გატესტავს თქვენს კოპიუტერს და შეამოწმებს რამდენად არის იგი მზად მაინინგისთვის. იგი უჩვენებს სავარაუდო მოგებასაც, თუმცა ეს პირობითი რიცხვია და დამოკიდებულია ზემოთ მოყვანილ ფაქტორებზე.

 

მენიუში - View - აირჩევთ და მონიშნავთ - თუ რომელი კრიპტოვალუტის მაინინგი გსურთ, დანარჩენებს კი თუ გსურთ გამორთავთ, რომ მაინინგის დროს ჩანდეს მხოლოდ თქვენი არჩეული კრიპტოვალუტები.

პრინციპში სულ ეს არის პროგრამაში მუშაობა - აირჩევთ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან, რომელი მათგანით გსურთ მუშაობა, შემდეგ აირჩევთ ვალუტას და დაიწყება მაინინგი (შესაბამისად გამწვანდება ის კრიპტოვალუტა, რომელსაც ამაინინგებთ. Manual Mining-ის არჩევის შემთხვევაში.

თუ ჩართული გაქვთ Manual Mining და არჩეული გაქვთ რომელიმე ვალუტა, შეგიძლიათ პროგრამა ამუშაოთ მხოლოდ პროცესორით (CPU) და დაასვენოთ ვიდეო ბარათი (GPU), ან პირიქით. თუ მძლავრი კომპიუტერი გაქვთ, შეგიძლიათ ამუშაოთ ორივე ერთად. აგრეთვე მართოთ (მოუკლოთ ან გაზარდოთ ბირთვების და ნაკადების რაოდენობა).

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - მაგალითად როცა პროგრამით მოიპოვებთ კრიპტოვალუტა მონეროს (XMR), პროგრამა მასთან ერთად ავტომატურად ახდენს კრიპტოვალუტის - FCN-ის მოპოვებას. თვალი გააყოლეთ ქვემოთ, სურათზე მონეროს გასწვრივ, მარჯვენა მხარეს კვადრატში ჩანს FCN (ზოგჯერ XDN), ანუ ხდება მისი მოპოვებაც.

თუ თქვენი კომპიუტერი მძლავრია, ეს პრობლემა არაა და პირიქით, უკეთესია როცა გიგროვდებათ პარალელურად სხვა მონეტებიც, მაგრამ თუ კომპიუტერი შედარებით სუსტია და გსურთ გამოიმუშავოთ მეტი მონერო (XMR), დააჭირთ იმ კვადრატს და აირჩიეთ none, ამ შემთხვევაში მთელი ძალები მიმართული იქნება მონეროს (XMR) გამოსამუშავებლად.

აი ასე, როგორც სურათზეა:

 

Cloud Mining

Cloud Mining-ით ჩანაცვლებული იქნა ბრაუზერში მაინინგი, რომლითაც შესაძლებელი იყო პირდაპირ საიტზე მაინინგი, თუმცა მისი საშულებით გამომუშავებული თანხა საგრძნობლად ჩამორჩებოდა პროგრამის საშუალებით გამომუშავებულ თანხას ნაკლები სიმძლავრის გამო.

რაც შეეხება Cloud Mining  - გადადით ჰორიზონტალურ მენიუში იგივე დასახელების ფუნქციაში და ნახავთ სიმძლავრეების გასაყიდ Contracts-ს. მის ქვემოთ დააწვებით ღილაკს Buy.

გამოჩნდება სიმძლავრეების გასაყიდი CoSet up a plan, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ და შეიძინოთ სიმძლავრე და გადაიხადოთ შესაბამისი ღირებულება. მინიმალური ღირებულება - 20 GH/s - 0.00040140 BTC .

არ გამოგრჩეთ მხედველობიდან  ხარჯი $0.0066/day - ეს არის ხარჯი დღეში, რომელიც მიაქვს საიტს);

სავარაუდო მოგების კალკულატორი

საიტზე, მენიუში არის კალკულატორი - Calculator/Калькулятор  - რომელიც დაგეხმარებათ თქვენს მიერ არჩეული (ან სხვა) კრიპტოვალუტის მომგებიანობის გამოთვლაში. ანუ არიჩევთ ვალუტას (Bytecoin, Monero, FantomCoin, QuazarCoin, DarkNote, MonetaVerde, Aeon coin, Dashcoin, Infinium-8 და სხვა), აირჩევთ სიმძლავრეს (H/s, kH/s, MH/s, GH/s) და პროგრამა ავტომატურად დაგიწერთ საათობრივ, დღიურ და ერთი კვირის მოგებას.

გაითვალისწინეთ, რომ ეს მონაცემები პირობითია. რეალური მოგება შეიძლება იყოს განსხვავებული. იგი დამოკიდებული ქსელის სირთულეზე, ბლოკის მიერ გაცემულ თანხებზე, ტრანზაქციებისა და კომისიების რაოდენობაზე.

ანგარიშების და შემოსავლების მართვა

ამისათვის უნდა გადახვიდეთ მენიუში - Dashboard/Панель приборов. აქ ნახავთ თქვენი აქაუნთის ბალანსს. და თითეული კრიპტოვალუტის ანგარიშს.

ის კრიპტოვალუტა (ან კრიპტოვალუტები) რომელთა მაინინგიც მიმდინარეობს მოცელმუ მომენტში, აღნიშნული იქნება მწვანე ხაზებით დანარჩენი კი სტაფილოსფერი ხაზებით.

ნუ შეგაშფოთებთ, თუ თქვენს მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტის გვერდით დაფიქსირებული იქნება თქვენი პროგრამის მიერ გამომუშავებული ანგარიში - Total mined/Unconfirmed - Всего добыто/Неподтверждено - მაგრამ იგი არ იქნება გადასული მთავარ ანგარიშზე.

საქმე იმაშია, რომ ბლოკების მუშაობის დროს პროგრამის მიერ გამომუშავებული თანხები მაშინვე არ გადადის მთავარ ბალანსზე. იგი გროვდება გარკვეულ რაოდენობამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლებს მთავარ ბალანსზე.

ასე, რომ თუ თქვენ მხოლოდ ერთი დღით ამუშავებთ პროგრამას, ან როცა გაგახსენდებათ, ამგვარად გამომუშავებული თანხა დარჩება დაუმტკიცებელი და მართალია არ დაიკარგება, მაგრამ არც მთავარ ბალანსზე გადავა (რომც გადავიდეს, სავარაუდოდ იქნება იმდენად მცირე, რომ მისი გამოტანა არც ეღირება).

ამიტომ ამ პროგრამის პლუსია, ის, რომ იგი იყოს მუდმივად ჩართული, როცა სარგებლობთ კომპიუტერით. ამ დროს, იგი "წერს" და თქვენთვის აგროვებს თანხას მაშინაც კი, როცა თავად სხვა საქმეებით ხართ დაკავებული.

მაგალითად, თუ გაქვთ 6 ბირთვიანი კომპიუტერი, დაუთმეთ პროგრამას 4 ბირთვი, თქვენ 2 ბირთვიც გეყოფათ (რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მძლავრი კომპიუტერი და თავისუფლად უძლებს ამ დატვირთვას ისე, რომ ხელს არ გიშლით მუშაოაბაში).

რეფერალური (პარტნიორული) პროგრამა

სერვისს გააჩნია შესანიშნავი პარტნიორული პროგრამა. შეხვალთ მარჯვენა ზედა კუთხეში - ენების გადართვის გვერდით მენიუში - Affiliate program/Партнерская программа.

დააჭერთ ღილაკს Create new link, სადაც გამოვა ასეთი სურათი. დააჭერთ სურათზე გამოსახულ ბმულის ღილაკს და მოხდება თქვენი რეფერალური ბმულის კოპირება - რომეესაც ჩასვამთ იქს, სადაც ამის საჭიროება გექნებათ.

იქვე ნახავთ თქვენი რეფერალური ბმულის ფეისბუქზე და ტვიტერზე გასაზიარებელ ღილაკებს.

კიდევ უფრო ქვემოთ კი ნახავთ საიტებისთვის ან ბლოგებისთვის სხვადასხვა ზომის ბანერების ბმულებს (ზომებთან ერთად შესაძლებელია ბანერის ფერების რეგულირება). 

აღსანიშნავია, რომ რეფერალური პროგრამა თავდაპირველად იძლევა თქვენი რეფერალების მიერ გამომუშავებული თანხების 21%-ს, ხოლო 31 რეფერალის დაგროვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ადის 75%-მდე.

რჩევები მაინინგის დროს

გაცილებით მომგებიანია მაინინგი პროგრამით და არა საიტზე (ბრაუზერში), რადგან სიმძლავრე იქნება უფრო დიდი (მაგალითად 4 ბირთვიან კომპიუტერში ბრაუზერის მაინინგის დროს სიმძლავრე იყო 0.256 H/s, მაშინ როცა იმავე კომპიუტრში პროგრამით მაინინგის დროს სიმძლავრე აჩვენებდა - 34.69 H/s);

პროგრამაში ჩართეთ ფუნქცია Smart Miner, რომელიც ავტომატურ რეჟიმში დაიწყებს იმ კრიპტოვალუტის მაინინგს, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მომგებიანია და შესაბამისად თქვენს ბალანსზე დააგროვებს უფრო მეტ თანხას, ვიდრე ეს რომ პროგრამაში ხელით გაგეკეთებინათ (თუცა არის შემთხვევები, როცა ხელით მომგებიანია სხვა კრიპტოვალუტის მაინინგი, რომლის კურსის ზრდაც მოსალოდნელია);

თუ გაქვთ საშუალო ან დაბალი სიმძლავრის კომპიუტერი, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მთელი დღოსა და ღამის განმავლობაში ჩართულია, შეიძინეთ მძლავრი ვიდეო ბარათი (და ზოგადად, მძლავრი კომოიუტერი ან ნიუთბუქი) და მაინინგი განახორცილეთ მისი საშუალებით;

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის საშუალებით კარგად მოიპოვება კრიპტოვალუტა - Monero, Bytecoin, Infinium-8.

თუმცა ყურადღები ადევნეთ ბიჟაზე ყველა კრპტოვალუტის კურსს, და თუ დაინახავთ რომელიმე კოინზე მეტ პერსპექტივას, იმ პერიოდში განახორცილეთ კონკრეტულად მისი მაინინგი.

 

MinerGate
მაინინგი ბრაუზერით და პროგრამებით - MinerGate

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Nicehash Miner - დამწყები მაინერების უმრავლესობა მიიჩნევს სერვისს - Nicehash.com-ს  როგორც კრიპტოვალუტის გამომუშავების საუკეთესო გადაწყვეტილებას.

ამ საკითხზე დავა შესაძლებელია, თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს ეს სერვისი, როგორ მუშაობს და ნამდვილად არის თუ არა მისი გამოყენება მიზანშეწონილი კრიპტოვალუტის სტაბილური მაინინგის თვალსაზრისით.

Nicehash.com არის მაინინგისთვის საჭირო სიმძლავრეების ყიდვისა და გაყიდვის სერვისი. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი სერვისების უმრავლესობისგან განსხვავებით იგი ანაზღაურებას აწარმოებს მხოლოდ ბიტკოინებით.

ჰეშირების სიმძლავრე (ინგლ - hashing power) შესაძლებელია ჰეშირების ნებისმიერი ალგორითმისთვის - (X11, Scrypt, DaggerHashimoto და ა.შ), ანუ მარტივად რომ ვთქვათ - ბიტკოინის, ეთერიუმის, ლაითკოინის და სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.

განვიხილოთ Nicehash.com-ის პრინციპი ბიტკოინ ფერმის (მინი ან დიდი) მფლობელის თვალსაზრისით:

პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ Nicehash არის აუქციონი და როცა შეაერთებთ მის სისტემაში თქვენს "ფერმას" (ვიდეობარათებს ან ASIC მოწყობილობას), ეს ნიშნავს, რომ იჯარით გასცემთ საკუთარ სიმძლავრეებს თქვენთვის წინასწარ უცნობი ფასით.

ამ დროს, სისტემის მეორე მხარეს იმყოფებიან მიმხმარებლები, რომლებიც ყიდულობენ თქვენს სიმძლავრეებს კონკურენციის საფუძველზე - ანუ სიმძლავრეს მიიღებს ის, ვინც გადაიხდის მეტ თანხას.

სიმძლავრეების ყიდვა Nicehash-ზე, ეს თავისებური სამუშაოა ბევრი მაინერისთვის. მაინც როგორია ამ სერვისზე მუშაობის პრინციპი და როგორ შეიძლება სწორად მისი გამოყენება?

1. შეიძლება სიმძლავრეების იაფად ყიდვა, მათი "პულებზე" მიმართვა და მეტის გამომუშავება;

2. "სოლო მაინინგი" - თუ მოხდება ყველაფრის ზუსტად გათვლა და მაინინგის გაშვება საჭირო მომენტში, შესაძლებელია დიდ პლუსზე გასვლა.

3. შეიძლება ახალი მონეტების მაინინგი და "პულების" მუშაობის უნარის შემოწმება.

გაფრთხილება! - Nicehash არ არის ოქროს გასაღები ან ჯადოსნური ჯოხი. თქვენ უნდა აცნობიერებედეთ რას აკეთებთ. არასწორი გათვლების შემთხვევაში თავისუფლად არის შესაძლებელი მუნუსში გასვლა.

Nicehash Miner

მათთვის, ვისაც სურს მაინინგი და არ გააჩნია მისთვის საჭირო ძვირადღირებული ვიდეო ბარათები ან "ასიკები", უბრალოდ ფლობს ნოუთბუქს ან სტაციონალურ კომპიუტერს, არსებობს გამოსავალი და ეს არის - პროგრამა - Nicehash Miner.

Nicehash ხშირად გამოიყენება მაინერების მიერ მარტივი მოხმარების გამო. დააჭერთ ღილაკს, მაინერი გაეშვება და Nicehash თავად არჩევს მუშაობის უფრო მომგებიან ალგორითმს. ანუ ახდენს იმ მონეტის მაინინგს რომლის სახელწოდება მაინერმა შესაძლოა არც იცოდეს, თუმცა სერვისი იხდის ბიტკოინებით.

ამის შემდეგ საიტიდან უნდა გადმოწეროთ პროგრამა - Nicehash Miner. იქ არის პროგრამის ორი ვერსია - Nvidia და AMD (იმის მიხედვით, თუ რომელი ვიდეო ბარათი აქვს თქვენს კომპიუტერს).

პროგრამა საკმაოდ მარტივია და აქ მის დაწვრილებით აღწერას არ შევუდგებით: ავირჩევთ ენას, შევიყვანთ საფულის მისამართს და დააჭერთ სტარტს.

სულ ეს არის - პროგრამა დაიწყებს მუშაობას.

 

Nicehash
მაინინგი ბრაუზერით და პროგრამებით - Niceghash

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Computtaბრაუზერში მაინინგის ცნობილი და პოპულარული სერვისი. საშუალებას იძლევა გამოიმუშაოთ კრიპტოვალუტა საკუთარ კომპიუტერზე.

მისი მოხმარება მარტივია - შეხვალთ საიტზე, გადმოწერთ პროგრამას და დარეგისტრირდებით (აქტუალურია მხოლოდ X64 კომპიუტერისთვის).

ამის შემდეგ ჩართავთ პროგრამას და იგი დაიწყებს mBTC გამომუშავებას.

ისევე როგორც ზედა ორი სერვისი შემთხვევაში, აქაც გამომუშავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძლავრია თქვენი კომპიუტერის პროცესორი და ვიდეობარათი.

შეგიძლიათ ერთი აქაუნტი ჩართოთ რამდენიმე კომპიუტერზე.
სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც.

 

 

Computta
მაინინგი ბრაუზერით და პროგრამებით - Computta

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

Micromining - შესანიშნავი სერვისი, რომელიც განკუთვნილია შედარებით სუსტი კომპიუტერებით მაინინგისთვის.

მისი მოხმარება მარტივია - შეხვალთ საიტზე, დარეგისტრირდებით და გადმოწერთ პროგრამას  (აქტუალურია მხოლოდ X64 კომპიუტერისთვის).

რეგისტრაციისთვის სერვისი იძლევა ბონუსს - 5 000 სატოშის. ამის შემდეგ ჩართავთ პროგრამას და იგი დაიწყებს ბოტკოინების გამომუშავებას.

ისევე როგორც ზედა სამი სერვისი შემთხვევაში, აქაც გამომუშავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძლავრია თქვენი კომპიუტერის პროცესორი და ვიდეობარათი.

შეგიძლიათ ერთი აქაუნტი ჩართოთ რამდენიმე კომპიუტერზე.
სერვისს აქვს რეფერალური პროგრამაც.

 

Micromining
მაინინგი ბრაუზერით და პროგრამებით - Micromining

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

 

kryptex - ბრაუზერში მაინინგის ცნობილი სერვისი. მისი მოხმარება მარტივია - შეხვალთ საიტზე, გადმოწერთ პროგრამას და დარეგისტრირდებით.

ამის შემდეგ ჩართავთ პროგრამას და იგი დაიწყებს - დოლარის, რუსული რუბლის ან ბიტკოინების დაგროვებას (ვალუტის არჩევა თავად შეგიძლიათ).

ისევე როგორც ზედა ოთსი სერვისის შემთხვევაში, აქაც გამომუშავების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძლავრია თქვენი კომპიუტერის პროცესორი და ვიდეობარათი.

სერვისს აქვს რეფერალური პროგრამა.

 

kryptex
მაინინგი ბრაუზერით და პროგრამებით - kryptex

 
 
 

უკან