მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!

  ნანახია 6945 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ინტერნეტში მრავლად შეხვდებით ონლაინ სერვისებს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ფორმის, დიზაინისა და დანიშნულების ღილაკების დამზადებაა შესაძლებელი. გთავაზობთ ღილაკების დამზადების საუკეთესო ონლაინ-გენერატორებს.

 

 

Button Maker

შესანიშნავი უფასო ინსტრუმენტია საიტის ღილაკებისთვის  CSS კოდის შესაქმნელად. მარცხნივ შეიძლება ღილაკების წინასწარ დათვალიერება, ხოლო მარჯვნივ, თავად ინსტრუმენტებია, რომელთაც ასევე ღილაკების ფორმა აქვს. სასურველი ღილაკის რედაქტირების შემდეგ, დააჭერთ შესაბამის ღილაკს და მიიღებთ სასურველ CSS კოდს.

 

საიტის ღილაკების დამზადება - Button Maker

 

 

Da Button Factory

საინტერესო და ძალიან მოსახერხებელი სერვისია, იგი საშუალებას იძლევა შეცვალოთ ღილაკის ზომა, ფორმა,  ტექსტი, ჩრდილი და ა.შ. მიღებული ღილაკი კი შეგიძლიათ გადმოწეროთ ფორმატით PNG, JPEG, GIF ან ICO.

საიტის ღილაკების დამზადება - Da Button Factory

 

 

Buttonator

სერვისი, რომელიც ყველა ძირითად მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. შესაძლებელია აირჩიოთ ღილაკი გალერიიდან, შემდეგ კი დაიწყოთ მისი რედაქტირება. მიღებული ღილაკი კი გადმოწეროთ GIF ფორმატში.

 

საიტის ღილაკების დამზადება - Buttonator

 

 

Cooltext

უბრალო, მაგრამ ძალიან მოსახერხებელი ონლაინ სერვისი, შეგიძლიათ აირჩიოთ ღილაკის შაბლონი, ტექსტი, ფონტი, მისცეთ ღილაკს სასურველი ფორმა, კონტური, ფერი, ჩრდილი და ა.შ. შედეგად ძალიან მარტივად მიიღებთ თქვენთვის სასურველ ღილაკს.

 

საიტის ღილაკების დამზადება - Cooltext

 

 

Free Flash Button Generator

მარტივი, სპეციფიკური სერვისი flash ღილაკების გენერაციისათვის, გამოადგება მას, ვისაც ამ სფეროსთან უწევს შეხება.

 

 

საიტის ღილაკების დამზადება - Free Flash Button Generator