ინტერნეტში ძალიან ბევრი სერვისია, სადაც შეიძლება ჩატვირთო სასურველი ფოტოსურათი, გააკეთო მხიარული ფოტომონტაჟი, გახადო ის უფრო ეფექტური და ლამაზი. ამისათვის საერთოდ არ არის საჭირო ფოტოშოპის ცოდნა.
თუ გსურთ იხილოთ საკუთარი თავი პოპულარული ჟურნალის გარეკანზე, სარეკლამო ბანერზე, ან მოირგოთ ცნობილი კინოგმირის როლი, თაგვის (მაუსის) მხოლოდ რამოდენიმე მოძრაობა და წამებში თქვენი სურათი მზადაა!
ასევე შესაძლებელია ვიდეოკოლაჟის შექმნა, შეგიძლიათ ააცეკვოთ, ავარჯიშოთ და ა.შ, სხვადასხვა მხიარულ სიტუაციებში ჩააყენოთ საკუთარი თავი, ან ის, ვინც თქვენ გსურთ.
გთავაზობთ უფასო რედაქტირებისა და ფოტომონტაჟის ონლაინ სერვისების კოლექციას, რომელშიც შესულია ამ სფეროში ყველაზე საუკეთესო საიტები.
შესანიშნავი საიტი, რომლის მეშვეობითაც ნამდვილად კარგად გაერთობით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი, მეგობრის ან რამოდენიმე მეგობრის სურათით შექმნათ ძალიან მხიარული კლიპები, შეგიძლიათ აცეკვოთ, ამღეროთ, ავარჯიშოთ, დაბადების დღე მიულოცოთ, დადგათ მხიარული ეროტიკული შოუ. შეგიძლიათ თქვენი პატარას სურათით უამრავი მოძრავი ხალისიანი კლიპის შექმნა და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ შექმნილი კლიპი, შეგიძლიათ შეინახოთ ან გაუგზავნოთ ვისაც გსურთ.
jibjab - ის მსგავსი საიტი, სადაც ასევე უამრავი მხიარული ეფექტია, აქაც შეგიძლიათ მშვენიერი სახალისო და ორიგინალური კლიპების შექმნა, შაბლონების და სტილების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ასე, რომ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ეს არის უფასო ვებ საიტი, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთოთ საკუთარი ან სხვა ნებისმიერი პიროვნების ფოტოსურათი და მომენტალურად მიიღოთ ფოტო, თუ როგორ გამოიყურებით თქვენ ან ის პიროვნება 20 ან 30 წლის შემდეგ.
ამასთან ერთად შეგიძლიათ მიუთითოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს თუ არა ის, ვის ფოტოსურათსაც ჩატვირთავთ საიტზე.
შესანიშნავი ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ჩატვირთოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ფოტო და საიტაე რამოდენიმე წამში გამოვა თქვენი სავარაუდო პატარას ფოტოსურათი.
შესანიშნავი იაპონური საიტი, სადაც შეგიძლიათ ჩატვირთოთ თქვენი, ან ნებისმიერი სასურველი ფოტოსურათი და საიტი მისგან შექმნის ცოცხალ სამგანზომილებიან მოდელს. სურათის ირგვლივ მოძრავი საჰაერო ბურთებიდან კი შეგიძლიათ აირჩიოთ ეფექტები (გამოიცვალოთ ვარცხნილობა, გაიკეთოთ წვერი, ულვაშები და ა.შ). შეგიძლიათ თქვენი სახე აბრუნოთ სხვადასხვა მიმართულებით (მაუსის მოძრაობით ცხვირის გარშემო).
ეს სერვისი დიდი პოპულარებით სარგებლობს, მისი საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათის გამოყენებით შექმნას საოცარი, ორიგინალური სახე. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილად შეიძლება, რადგან სერვისს მარტივი ინტერფეისი აქვს.
Pichacks - ით მიღებული ფოტოსურათები, ეფექტით ძალიან წააგავს ცნობილი ”სიცილის ოთახის” მრუდე სარკეებით მიღებულ ეფექტს.
ორიგინალური, უჩვეულო სერვისი, მისი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებლად, ძალიან მარტივად, ერთი დაწკაპუნებით ცვალოთ ადამიანის სახის ფორმები (თვალები, ცხვირი, პირი, ნიკაპი, ყურები, თმები და ა.შ). თუ თავად არ მოგესურვებათ ამის გაკეთება, შეგიძლიათ სურათი (ავატარისთვის, ან უბრალოდ განწყობისთვის) აირჩიოთ გალერიიდან, სადაც განთავსებულია უამრავი სხვადასხვა ეფექტის მქონე ფოტოსურათები
Evolver - უჩვეულო ავატარების გენერატორია, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ სამგანზომილებიანი ავატარი (”იუზერპიკი”). შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანის ფოტოს გაუკეთოთ ისეთი მოდელირება, რომ მისგან მიიღოთ ფანტასტიური არსება.
ზოგადად 3D განზომილებაში მუშაობა სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ცოდნას მოითხოვს, მაშინ როცა Evolver -ის საშუალებით, ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე რამოდენიმე წუთში შეძლებთ სასურველი 3D ფოტოს მიღებას.
ინტერფეისი მარტივი და გასაგებია, იგი წააგავს 3D რედაქტორს. მიღებული ავატარი შეგიძლიათ შეინახოთ როგორც სტატიკური, ასევე ანიუმირებული გამოსახულების სახით. (მაგალითად შექმნილ მოდელს შეუძლია ატრიალოს თავი, ან მთელი ტანიც კი.
მიღებული გამოსახულება შეგიძლიათ უსწრაფესად გამოაქვეყნოთ 30-მდე ყველაზე ცნობილ სოციალურ ქსელში - Blogger, Facebook, MySpace და სხვა.
ორიგინალური ონლაინ სერვისი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ ჩატვირთოთ ნებისმიერი ფოტოსურათი, აირჩიოთ მოზაიკის სტილი და მიიღოთ მისი მოზაიკური გამოსახულება.
შესანიშნავი სერვისი მათთვის, ვისაც სიმპსონების გმირები უყვარს. შესაძლებელია მულტფილმის გმირები გამოიყენოთ საკუთარი ავატარის შესაქმნელად. ამისათვის საკმარისია ჩატვირთოთ ფოტოსურათი და სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით (სქესი, ასაკი და ა.შ) ჩაატაროთ მისი ”სიმპსონიზაცია”. შედეგად თქვენს მიერ ჩატვირთული ფოტოსურათიდან შეიქმნება გმირი, რომელიც ძალიან ემგვანება სიმფსონების მულტფილმების გმირს.
თუ მიღებული გმირი არ მოგეწონათ, შეგიძლიათ მას თავად შეუცვალოთ ვარცხნილობა, თვალების ფორმა და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ახალი გმირის შექმნისას სერვისს ცოტაოდენი დრო სჭირდება, ამიტომ თუ ფოტოსურათის შექმნა დაგვიანდა, ნუ იფიქრებთ, რომ სერვისი არ მუშაობს და ცოტა ხანი დაელოდეთ.
შეგიძლიათ ჩატვირთოთ 3 ფოტოსურათი GIF ან JPG ფორმატში, აირჩიოთ ზომა და კადრების ცვლის სიხშირე. შემდეგ კი დააჭიროთ ღილაკს Generate Animation. თქვენ მიიღებთ სამნაწილიან ანიმირებულ გიფს.
პოპულარული საიტი, რომლის საშუალებითაც ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე შეიძლება სურათების დამუშავება, შესანიშნავი სერიოზული თუ სახალისო ეფექტების შექმნა, აქ ნახავთ უამრავ სხვადასხვა თემატიკის შაბლონს და მრავალფეროვან ფოტოეფექტს. imikimi ნებისმიერი ფოტოგურმანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
Funny Photo - ის საშუალებით შესაძლებელია ონლაინში მხიარული ფოტოეფექტების შექმნა, სახის ავტომატური გამოცნობა, შესაძლებელია კოლაჟისთვის რამოდენიმე ფოტოსურათის ერთდროულად ჩატვირთვა. გააჩნია ავტომატური რეტუშისა და წითელი თვალის ეფექტის აღმოფხვრის ფუნქცია, ფოტოსურათზე დეფექტების მოცილების, რედაქტირებისა და ხარისხის გაუმჯობესების ფუნქციები. შესაძლებელია ფოტოკარიკატურების, ანიმირებული ჩარჩოებისა და ავატარების შექმნა.
FunPhotoBox
FunPhotoBox - ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება თქვენი სურათებისგან გასართობი ფოტოსურათებისა და ანიმირებული გიფების შექმნა (გიფ ანიმაცია).
შესაძლებელია ფოტოგრაფიისგან მისალოცი ბარათის დამზადება, ლამაზი ჩარჩოსა და ეფექტის დამატება.
PhotoFunia
ჩატვირთეთ ნებისმიერი ფოტო, პროგრამა თავად მოახდენს სახის იდენტიფიცირებას, ჩასვამს მას იმ ეფექტების მქონე შაბლონში, რომელსაც თავად აირჩევთ PhotoFunia - ზე 200- მდე შაბლონია, რომელიც ფოტომონტაჟისთვისაა განკუთვნილი.
შაბლონების შესანიშნავი კოლექცია, რომლის განახლება რეგულარულად ხდება, აქ შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას, და მიიღოთ უამრავი შესანიშნავი ეფექტი.
ფოტორედაქტორი Loonapix კარგი საშუალებაა გახადოთ თქვენი ფოტოსურათები მოდური და უნიკალური. მისი საშუალებით შესაძლებელია ფოტომონტაჟის, სახის ეფექტების, ჩარჩოებისა და ავატარების შექმნა.
მისალოცი და სხვადასხვა დანიშნულების ბარათების შესანიშნავი ონლაინ გენერატორი, მისი საშუალებით შესაძლებელია ბარათებზე სხვადასხვა ტიპის წარწერების გაკეთება. შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ფოტო სხვადასხვა ჟურნალის ყდაზე (Playboy, Glamour, Time და ა.შ). შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი სიტუაციის ფოტომონტაჟი, მანიპულირება მოახდინოთ და ჩასვათ თქვენი ან თქვენი მეგობრის სახე სხვადასხვა ტიპის ფოტოსურათში.
BigHugeLabFlikr - ზე შეგიძლიათ ისარგებლოთ მრავალფეროვანი სერვისით. აქ უამრავი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ გრაფიკული რედაქტორის ცოდნის გარეშე დასვათ თქვენი სურათი ჟურნალის გარეკანზე, შექმნათ ფილმის პოსტერი, მოდური კოლაჟი, დაამზადოთ სხვადასხვა სტილის ბარათები, შპალერები სამუშაო მაგიდისათვის, მოზაიკის, პაზლებისა და ფილტრების ეფექტები, შეგიძლიათ ბეიჯის, კალენდარის, CD დისკის ყდის შექმნა და დაბეჭდვა. და კიდევ უამრავი სხვა რამ...
Blingee -ის საშუალებით შესაძლებელია საკუთარ, ან ახლობელი ადამიანის ფოტოსურათზე მანათობელი და მოციმციმე გრაფიკის დადება, მბრწყინავი ჩარჩოების შექმნა, ასევე ნებისმიერი ტექსტისა და კომენტარის დადება ფოტოსურათზე.
glitterfy - ის საშუალებით შეგიძლიათ საკუთარი ხელით ნებისმიერ ფოტოსურათს შეუქმნათ მბრწყინავი, მოციმციმე ეფექტი. ასევე დაადოთ ფოტოსურათს სმაილის, ნოტების, თოვლის, ტექსტის, წვიმის, ვარსკვლავების და ა.შ ეფექტები. იგივე მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ და გაუკეთოთ თქვენთვის სასურველ ტექსტს.
ფოტორედაქტორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კომპიუტერიდან სურათების ჩატვირთვა, და უამრავი მხიარული უძრავი ეფექტის შექმნა,მრავალფეროვანი აქსესუარების გამოყენებით ( ყურსასმენები, ქუდები, ბალიშები, სამკაულები და მრავალი სხვა) ასევე მოძრავი ეფექტები: (ღიმილი, ყურების ამოძრავება და ა.შ) შემდეგ კი მათი დამახსოვრება.
Hairmixer - ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოებს შორის სახეებისა და ვარცხნილობების შეცვლა, ანუ სახე ან ვარცხნილობა შეგიძლიათ ერთი სურათიდან გადაიტანოთ მეორეზე.
Dumpr - ზე თავმოყრილია უამრავი სხვადასხვა თემატიკის შესანიშნავი შაბლონი, ეფექტები დალაგებულია კატეგორიების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე ყველა შაბლონი უფასო არაა, აქ წარმოდგენილია ფოტოკოლაჟების მთელი გალერეა, როგორც გასართობი( მაგალითად რუბიკის კუბიკი), ასევე კლასიკური სურათების გალერეები, ბარათები. შესაძლებელია საკუთარი ან მეგობრის ფოტოსურათისგან მეგობრული შარჟის მომენტალური შექმნა.
BeFunky -ის მეშვეობით შესაძლებელია ყოველგვარი გრაფიკული რედაქტორების ცოდნის გარეშე, ხელის ერთი მოძრაობით გახადოთ ფოტოსურათი შავ-თეთრი, გამჭვირვალე, მიანიჭოთ მას მხატვრული ეფექტი.
instyle - ზე ქალბატონებს შეუძლიათ საკუთარ თავზე მოირგონ ჰოლივუდის ვარსკვლავების ვარცხნილობა და მაკიაჟი
MagMyPic-ზე განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ჟურნალები, რომლის გარეკანზეც შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენი, ან ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათი
შესანიშნავი გენერატორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მონეტებზე მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების, ან საკუთარი და მეგობრების ფოტოსურათების ამოტვიფრა, შესაძლებელია მონეტისთვის იმ ვალუტის სახელის მინიჭება რომელიც თქვენ გსურთ. ასევე შესაძლებელია მოწინავე გაზეთში თქვენი სურათიანი სტატიის განთავსება, თქვენი მონაცემებით მხიარული პირადობის მოწმობის, დიპლომის შექმნა და ა.შ
ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გახსნათ თქვენი სახელობის ვარსკვლავი, გააკეთოთ ნებისმიერი წარწერისა თუ გამოსახულების ტატუ, ყელსაბამი, მაისური და ა.შ. დაწეროთ თქვენი სურათი გემზე, ბოთლზე, პლაჟზე და ა.შ. ასევე სხვა უამრავი შესაძლებლობები.
festisite - ზე შესაძლებელია საკუთარი, მეგობრის, ან ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათის ჩასმა ფულის კუპიურაში, რომლის არჩევანი მრავალფეროვანია : დოლარი, ევრო, სტერლინგი, იენა, ლირა და ა.შ. ასევე კარტზე, ლუდის თავსახურზე და iPhone-ზე.
hetemeel - ზე თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი ტექსტი, დაბეჭდოთ, გაასწოროთ და შექმნილი მაგალითად აინშტაინს ”დააბრალოთ.” საიტზე მრავლადაა სხვა ანალოგიური მხიარული ეფექტები.
უბრალო და მარტივი, მაგრამ მხიარული გენერატორი, სადაც ჩატვირთავთ ფოტოსურათს და თქვენზე ”გამოაცხადებენ ძებნას”(wanted poster). გარდა ამისა საიტზე საკმაოდ მრავალფეროვანი ეფექტებია, რომელიც თქვენს სურათს გადააქცევს საფოსტო მარკად, პოლაროიდის სურათად, დროშად, სხვადასხვა ტიპის მოზაიკად და ა.შ.
აირჩიეთ შაბლონი, შემდეგ ნიშანი და ჩაწერეთ სპეციალურ ფორმაში ის, რაც მოგესურვებათ. რამოდენიმე წამში მხიარული (თუ გსურთ იდიოტური) სურათი მზადაა.