მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!

  ნანახია 34617 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კომპიუტერთან და ვინდოუსში მუშაობა შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს და დაჩქარდეს, თუ თაგვის (მაუსის) მაგივრად გამოიყენებთ ეგრეთ წოდებულ "ცხელ კლავიშებს" - ანუ კლავიატურის კლავიშების სპეციალურ კომბინაციებს, რომლის საშუალებითაც კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით იოლი და სწრაფი ხდება.

წინასწარ ბოდიშს ვიხდით ზოგიერთი უხერხული ქართული ტერმინისთვის, რომელიც შესაძლოა უჩვეულო აღმოჩნდეს თქვენთვის. თუმცა შევეცადეთ კლავიატურის კომბინაციების არსი ყველათვის გასაგები იყოს.

შენიშვნა: ზოგიერთი კომპიუტერის კლავიატურაზე არ მუშაობს ღილაკები F1-დან F12-ის ჩათვლით. შეგიძლიათ ეს ღილაკები ჩართოთ BIOS-დან. თუ ამას ვერ შეძლებთ, ღილაკები - F1-F12 გამოიყენეთ კლავიშ - Fn - თან ერთად.

 

საერთო დანიშნულების "ცხელი კლავიშები"
კლავიშების კომბინაცია აღწერა
Ctrl + Es გახსნის მენიუს "სტარტი" (Start).
Ctrl + Shift + Esc გახსნის მენიუს "ამოცანების დისპეტჩერი"
Win + E გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ჩემი კომპიუტერი"
Ctrl + Shift + N ახალი საქაღალდის შექმნა (New Folder)
Win + R გახსნის დიალოგურ ფანჯარას "Run"
Win + D სამუშაო მაგიდაზე (Desktop) გადამრთველი. (ჩახურავს ყველა ფანჯარას, ან დაუბრუნებს საწყის მდგომარეობას). 
Win + M ჩაკეცავს ყველა ფანჯარას.
Win + Shift + M აღადგენს ყველა ჩაკეცილ ფანჯარას.
Win + L

გახსნის მენიუს "მომხმარებლის არჩევა"

Win + F1 Windows-ის დახმარების გამოძახება
Win + Pause გამოიძახებს ფანჯარას "System Properties"
Win + F გახსნის ფანჯარას "ფაილების ძებნა"
Win + U გახსნის მენიუს "სპეციალური შესაძლებლობების ცენტრი"
Win + Сtrl + F გახსნის განჯარას "კომპიუტერების ძებნა"
Printscreen გადაიღებს კომპიუტერის ეკრანის "სქრინშოტს"
Alt + Printscreen გადაიღებს მიმდინარე აქტიური ფანჯრის 'სქრინშოტს"

Win + Tab

Win + Shift + Tab

განახორციელებს "ამოცანათა პანელის" ღილაკებს შორის გადართვას.
Tab ან F6 პანელებს შორის გადაადგილება (მაგალითად სამუშაო მაგიდას და პანელ "სწრაფ სტარტს შორის).
Ctrl + A მონიშნავს ყველაფერს (ობიექტები, ტექსტი).
Ctrl + C ან Ctrl + Insert დააკოპირებს ნებისმიერ მონიშნულ ობიექტს.
Ctrl + V ან Shift + Insert ჩასვამს სასურველ ადგილზე ნებისმიერ დაკოპირებულ ობიექტს.
Ctrl + X ან Shift + Delete გადადებს და უკან დააბრუნებს ბოლოს შესრულებულ მოქმედებას.
Ctrl + N გახსნის მიმდინარე ბრაუზერის "დუბლიკატს" (ახალ ფანჯარას).
Ctrl + S შეინახავს მიმდინარე დოკუმენტს, პროექტს და ა.შ
Ctrl + O

გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ფაილების არჩევა"
(იგივე "ფაილების გზამკვლევი" (Explorer) - დოკუმენტის, ან სხვა სახის  ფაილების გასახსნელად)

Ctrl + P გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ბეჭდვა"
Ctrl + Z

მოახდენს ბოლოს შესრულებული მოქმედების უარყოფას.

(გადაფიქრებას, ანულირებას, უკან დაბრუნებას).

Shift

დაბლოკავს CD-ROM (დისკის) - ის ავტომატურ გაშვებას Windows-ის ჩატვირთვისას;

აჩერებს Startup-ის პროგრამების ავტომატურ ჩატვირთვას.

Alt + Enter

შერჩეული ობიექტის თვისებების გამოძახება;

სრულეკრანიან რეჟიმში გადასვლა და პირიქით (მაგალითად მედიაფლეერში, gom player - ში და ა.შ)

Alt + Shift ენების შეცვლა (Eng - Rus - Ka).
Alt + Shift + Pint Screen მაღალი კონტრასტულობის ჩართვა/გამორთვა.
Alt + Shift + Num Lock თაგვის (მაუსის) მართვის დიალოგური ფანჯრის ჩართვა.
Num Lock (5 წამის განმავლობაში) გადართვების გახმოვანების (ToggleKeys) ჩართვა/გამორთვა
ტექსტთან მუშაობა
Ctrl + A ყველაფრის მონიშვნა.
Ctrl + C ან Ctrl + Insert კოპირება.
Ctrl + X ან Shift + Delete ამოჭრა.
Ctrl + V ან Shift + Insert ჩასმა.
Ctrl + B ტექსტის გამუქება.
Ctrl + I ტექსტის დახრა.
Ctrl + E ტექსტის ცენტრში გასწორება.
Ctrl + Z შესრულებული მოქმედების გაუქმება.
Ctrl + Y შესრულებული მოქმედების ან შეტანილი ცვლილების  გამეორება.
Ctrl + U ტექსტის ქვემოთ ხაზის გასმა (სიტყვებს შორის დაცილების ("პრაბელების") ჩათვლით).
Ctrl+Shift+U მხოლოდ ტექსტის შემადგენელ სიტყვებზე ხაზის გასმა.

Ctrl + ←

Ctrl + →

ტექსტის სიტყვებს შორის გადაადგილება.

მუშაობს არა მხოლოდ ტექსტის რედაქტორებში, ძალიან მოსახერხებელია ბრაუზერის მისამართის ველში გადასაადგილებლად.

Shift + ←

Shift + →

Shift + ↑

Shift + ↓

ტექსტის გამოყოფა.

Ctrl + Shift + ←

Ctrl + Shift + →

ტექსტში სიტყვების (მიმდევრობით - სიტყვა-სიტყვით) გამოყოფა.

Home

End

ტექსტის სტრიქონში თავში და ბოლოში გადაადგილება.

Ctrl + Home

Ctrl + End

დოკუმენტის თავში და ბოლოში გადაადგილება.
Ctrl + W ან Alt + F4 დოკუმენტთან მუშაობის დასრულება.
ფაილებთან მუშაობა

Shift + F10

Menu

მიმდინარე ობიექტის კონტექსტური მენიუს გამოძახება.

მაუსის (თაგვის) მარჯვენა ღილაკის დაჭერის ანალოგია)

Alt + Enter ობიექტის თვისებების გამოძახება.
Ctrl -ით გადაადგილება ობიექტის (Folder, Word და ა.შ) კოპირება.
Shift - ით გადაადგილება ობიექტის (Folder, Word და ა.შ) გადაადგილება.
Ctrl + Shift - ით გადაადგილება ობიექტის (Folder, Word და ა.შ) იარლიყის შექმნა.
კლიკები Ctrl -ით რამოდენიმე ობიექტის გამოყოფა ნებისმიერი  თანმიმდევრობით.
კლიკები Shift - ით რამოდენიმე მოსაზღვრე (მომიჯნავე) ობიექტის გამოყოფა
Enter იგივეა რაც ობიქტზე ორმაგი კლიკი (დაწკაპუნება).
Delete ობიექტის წაშლა.
Shift + Delete ობიექტის საბოლოოდ წაშლა (ურნაში გადანაცვლების გარეშე).
ფაილების გზამკვლევთან (Explorer) მუშაობა 
F3 ან Ctrl + F გახსნის ან დამალავს გამკვლევში ძებნის არეს.

+ (ციფრულ კლავიატურაზე)

− (ციფრულ კლავიატურაზე)

გზამკვლევში ნავიგაცია (გზამკვლევში არსებული  კატალოგების ჩაკეცვა  და გაშლა)
F6 გზამკვლევის მენიუსებს შორის გადართვა.
* (ციფრულ კლავიატურაზე) გამოყოფილ საქაღალდეში არსებული საქაღალდეების ჩვენება.
F5 გზამკვლევის ან ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯრის განახლება.
Backspace გზამკვლევში, ან ინტერნეტ ექსპლორერში ერთი დონით  ზემოთ ასვლა
F4 გზამკვლევში ან ინტერნეტ ექსპლორერში მისამართების  ველის გახსნა/  ჩახურვა
 ფანჯრებთან მუშაობა 

Alt + Tab

Alt + Shift + Tab

აქტიურ ფანჯრებს და ელემენტებს შორის გადასვლა და გადასვლის მენიუს გამოძახება.

Alt + Esc 

Alt + Shift + Esc

ფანჯრებს შორის გადასვლა (იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მოხდა მათი ჩართვა).
Alt + F6 ერთი პროგრამის რამოდენიმე ფანჯარას შორის გადართვა (მაგალითად WinWord -ის ღია ფანჯრებს შორის)
Ctrl + F4 აქტიური დოკუმენტების დახურვა პროგრამებში.
Alt + F4

სამუშაო მაგიდაზე (Desktop) - ვინდოუსის გამორთვის ბრძანების გამოძახება;

აქტიური პროგრამების და პუნქტების დახურვა.

Alt

F10

ფანჯრის მენიუს გამოძახება.
Alt + − (მინუსი) "შვილობილი" ფანჯრის სისტემური მენიუს გამოძახება  (მაგალითად დოკუმენტის ფანჯრის).
Esc ფანჯრის მენიუდან გამოსვლა, ან გახსნილი დიალოგური ფანჯრის დახურვა.
Alt + ასო მენიუს ბრძანების, ან მენიუს შესაბამისი პუნქტის გამოძახება.
Alt + Space (გრძელი კლავიში) ფანჯრის სისტემური მენიუს გამოძახება.
F1 ეკრანის მენიუს გამოძახება.

Ctrl + Up (Pg Up)

Ctrl + Down (Pg Dn)

ტექსტის ვერტიკალური ჩამოწევა-აწევა, ან აბზაც-აბზაც
ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა.
დიალოგურ ფანჯრებთან მუშაობა 
Ctrl + Tab ჩანართებში (ბრაუზერში გახსნილ ბმულებში) (Tab) წინ გადაადგილება.
Ctrl + Shift + Tab ჩანართებში (ბრაუზერში გახსნილ ბმულებში) (Tab) უკან გადაადგილება.
Tab ოფციებში წინ გადაადგილება.
Alt + მენიუში ხაზგასმული ასო შესაბამისი ბრაძანების შესრულება ან მენიუს შესაბამისი პუნქტის (ოფციის) ამორჩევა.
Enter მიმდინარე ოფციის ან ღილაკის ბრძანების შესრულება.
ისრებიანი კლავიშები ღილაკების არჩევა, თუ მიმდინარე ოფცია შედის გადამრთველების ჯგუფში.
Shift + Tab ოფციებში უკან გადაადგილება.
ბრაუზერებთან მუშაობა 
Ctrl + N გახსნის მიმდინარე ბრაუზერის "დუბლიკატს" (ახალ ფანჯარას).
Ctrl + R განაახლებს მიმდინარე ვებ-გვერდს.
Ctrl + B გახსნის დიალოგურ ფანჯარას - "რჩეულების სორტირება"
(ინტერნეტ ექპლოლერში).
Ctrl + T გახსნის ახალ ჩანართს ბრაუზერში.
Ctrl + Shift + T გახსნის (აღადგენს) შემთხვევით ჩახურულ ჩანართს  ბრაუზერში.
Ctrl + Shift + Delete გახსნის ფანჯარას "ბრაუზერის ისტორიის გაწმენდა" (ბრაუზერის პარამეტრებში).
Ctrl + E გახსნის "საიტების ისტორიას" ბრაუზერის აქტიურ ფანჯარაში (ინტერნეტ ექპლორერში).
Ctrl + F

გახსნის ძებნის არეს

(ძალიან მოსახერხებელია რომელიმე ვებ-გვერდზე ძებნის არეში ჩაწერილი მსგავსი სიტყვების მოსაძებნად)

Ctrl + I გახსნის ფანჯარას "რჩეულები" (ინტერნეტ ექსპლოლერში).
Ctrl + L მონიშნავს აქტიურ ფანჯარაში გახსნილ ბმულს (ლინკს).
Ctrl + O გახსნის "ფაილების გზამკვლევი" (Explorer).
Ctrl + P გახსნის დიალოგურ ფანჯარას - "ბეჭდვა".
Ctrl + W ჩახურავს მიმდინარე (აქტიურ) "ფანჯარას".
Fn + F11 გადავა "სრულეკრანიან რეჟიმში" და პირიქით.