მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 85220 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

1. რამდენ წუთში გავა კურდღელი ტყიდან?

მორბენალი კურდღელიტყეს აქვს წრიული ფორმა, რომლის რადიუსი უდრის 5 კმ-ს.

ტყის ერთ მხარეს არის კურდღელი, რომელიც უნდა გამოიქცეს ტყის ერთი ნაპირიდან, გაირბინოს წრის ცენტრზე და ტყიდან გამოვიდეს მოპირდაპირე ნაპირზე.

რამდენ წუთში გავა კურდღელი ტყიდან, თუ ის ყოველ სამ წუთში ორ კილომეტრს გარბის?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

2. ათი ცხენის დაბმა

თავლასაჯინიბოში არის ცხენის ცხრა იზოლირებული დასაბმელი სადგომი (თავლა).

მეჯინიბეს მოუყვანეს ათი ცხენი და დაავალეს ცალ-ცალკე დაება ისინი ისე, რომ თითო სადგომში თითო ცხენი ყოფილიყო.

როგორ შეძლებდა ამას მეჯინიბე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

3. სადილად

ხინკალიბიჭიკომ სადილად 40 ცალი ხინკალი მიირთვა, რომელთაგან თითოეული 50 გრამს იწონიდა.

დათუჩამ კი სადილად 6 ქილა თაფლი შესანსლა, რომელთაგან თითოეული ნახევარ კილოგრამს იწონიდა.

სადილობის შემდეგ რომელი უფრო ნაკლებ დამძიმდა, ბიჭიკო თუ დათუჩა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

4. წუნა და წრუწუნა

წუნა და წრუწუნათაგვები, წუნა და წრუწუნა, გზაზე მიდიან. წუნა ეუბნება წრუწუნას: მე წამოვიღებ ხელჩანთას, თუ შენ ხელში აყვანილი წამიყვანო.

ხელჩანთა იწონის 70 გრამს, წუნა კი - 300 გრამს.

თუ წრუწუნა დათანხმდება, მაშინ რა ტვირთს წაიღებს წუნა და რა ტვირთს - წრუწუნა?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

5. კიბის რემონტი

კიბეწრუწუნა არემონტებს კიბეს მეორე სართულზე. იმისათვის, რომ წუნა მასზე თავისუფლად ავიდეს, სიმაღლე თითოეულ საფეხურს უნდა ჰქონდეს 5 სმ.

რამდენი საფეხური აქვს კიბეს, თუ პირველი სართულის სიმაღლე 3 მეტრია?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

6. რამდენი ვაგონია მატარებელში?

რამდენი ვაგონია მატარებელში?ბიჭიკო ქუთაისიდან საჩხერეში მიემგზავრება. თუ ავითვლით მატარებლის წინიდან, ბიჭიკო მეოთხე ვაგონში ზის. ხოლო, თუ ბოლოდან, ის მეექვსე ვაგონშია.

რამდენი ვაგონია ამ მატარებელში?

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

7. ლექსად დაწერილი წერილები

ლექსებიცნობილ პოეტ გური გურიელს 14 შვილი ჰყავდა, რომელთაც ყოველ ახალ წელსა და დაბადების დღეს წერილებს წერდა ლექსად.

რამდენ წერილს დაწერდა პოეტი ერთ წელში?

შეიძლება თუ არა, წერილების რაოდენობა იყოს: ა) 30? ბ) 20?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

8. „კამელიას“ რძე

კამელიაძროხა „კამელია“ დღეში 9 ლიტრ რძეს იძლევა. სახლში არის ორი 5 ლიტრიანი ჭურჭელი. ორი 10 ლიტრიანი ვედრო, ერთი 7 ლიტრიანი ბიდონი და ერთიც 3 ლიტრიანი ქილა.

რამდენი დღის შემდეგ შეივსება სახლში არსებული ყველა ჭურჭელი რძით, თუ საბა დღეში სვამს 3 ლიტრ რძეს, გიორგი - 1 ლიტრს, ხოლო ბაქარი საერთოდ არ სვამს რძეს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

9. შაორის ტბაზე

შაორის ტბაზესიკო და ნიკო ბიჭიკოს ესტუმრნენ, რომელმაც სტუმრები შაორის ტბაზე წაიყვანა სათევზაოდ.

ბიჭიკომ დაიჭირა 10 თევზი, სიკომ ორჯერ მეტი, ხოლო, როცა ნიკომ დაიჭირა ერთი თევზი, ისე გაუხარდა, რომ თევზებიანი ვედრო მდინარეში გადაუშვა.

რამდენი თევზი მოიტანეს მათ სახლში?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

10. ბანანების ქვეყანაში

ბანანების ქვეყანაშიბანანის ქვეყნებში არის 3 ბანანიანი და 5 ბანანიანი მონეტები. ბანანის ბანკი სხვა სახის ფულს არ უშვებს. გამყიდველი ხურდას არ იძლევა.

შეუძლია თუ არა მყიდველს იყიდოს საქონელი, რომელიც ღირს: ა) 6 ბანანი? ბ) 1 ბანანი?, გ) 13 ბანანი? დ) 10 ბანანი?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

11. ქოქოსის ქვეყანაში

ქოქოსის ქვეყანაშიქოქოსის ქვეყანაში გამოუშვეს 3 ქოქოსიანი და 6 ქოქოსიანი მონეტები.

ქოქოსის ბანკი სხვა სახის ფულს არ უშვებს. გამყიდველი ხურდას არ იძლევა.

შეიძლება თუ არა შევიძინოთ საქონელი, რომელიც ღირს: ა) 6 ქოქოსი? ბ) 15 ქოქოსი? გ) 7 ქოქოსი? დ) 1 ქოქოსი?


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

12. იყიდეთ ფორთოხალი

იყიდეთ ფორთოხალი2 ანანასში იძლევიან 6 ლიმონს ან 12 ფორთოხალს.

რამდენ ფორთოხალს იძლევიან 1 ლიმონში?

 

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

13. საჰაერო ბურთები

საჰაერო ბურთებიბიჭიკომ ხელში აიღო 20 საჰაერო ბურთი და ჰაერში გაფრინდა. ის იწონის 50 კილოგრამს. თითოეულ საჰაერო ბურთს ჰაერში ააქვს 3 კგ. ტვირთი.

რამდენი საჰაერო ბურთი უნდა გაუშვას ხელიდან ბიჭიკომ, რომ დაშვება დაიწყოს?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

14. ბაყაყები

ბაყაყები ნადირობენდედა ბაყაყი და შვილი ბაყაყი მეგობრულად ცხოვრობენ. როდესაც მოშივდებათ, ისინი ქვაზე სხდებიან და რიგრიგობით იჭერენ კოღოებს.

ჯერ იჭერს დედა, შემდეგ - შვილი და ა. შ. ამ რიგით აგრძელებენ.

რომელი უფრო მეტ კოღოს გადასანსლავს, დედა თუ შვილი?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

15. ყურცქვიტა და ნაცარა
ყურცქვიტა და ნაცარაყურცქვიტამ და ნაცარამ მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრებაში, კერძოდ, გრძელ დისტანციაზე რბენაში.

როდესაც ისინი დაბრუნდნენ, მწვრთნელი შეეკითხათ, რომელმა გაიმარჯვეთო? ნაცარამ უპასუხა: „მე მივირბინე მეორემ, ხოლო, ყურცქვიტამ - ბოლოს წინ“.

რომელმა მიირბინა ადრე, ნაცარამ თუ ყურცქვიტამ, თუ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: ა) 10 კურდღელი; ბ) 4 კურდღელი; გ) მარტო ყურცქვიტა და ნაცარა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

16. რამდენს წაიყვანს ზოოპარკში?

რამდენს წაიყვანს ზოოპარკში?ბიჭიკოს ზოოპარკში შეუძლია წაიყვანოს სამი მოზრდილი, ან ექვსი ბავშვი. მეტის წაყვანა მას არ ეხერხება. ბიჭიკოსთან მივიდნენ: მამა, დედა და ორი ბავშვი.

შეუძლია თუ არა ბიჭიკოს ისინი ერთდროულად წაიყვანოს ზოოპარკში?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

17. დაეხმარეთ ველოსიპედისტებს

დედა-შვილი ველოსიპედზედეიდა მაია და მისი შვილი ველოსიპედებით აგარაკზე წავიდნენ. მაიას ველოსიპედს დიდი ბორბლები აქვს, შვილისას - უფრო პატარა.

აგარაკზე მისვლისას ისინი შეკამათდნენ, თუ რომლის ველოსიპედის ბორბლები გააკეთებდა მეტ ბრუნს და რომელი გაივლიდა მეტ გზას.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

18. რამდენი ფეხსაცმელი აქვს 15 კურდღელს?

რამდენი ფეხსაცმელი აქვს 15 კურდღელს?რამდენი ფეხსაცმელი აქვს 15 კურდღელს, თუ ნაბიას აქვს 2 წყვილი, ნაცარას მხოლოდ მარცხენა, ხოლო დანარჩენებს - თითო-თითო წყვილი?

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

19. ბათურას ტრაქტორი

ტრაქტორიბათურას ტრაქტორი რომ ჩავიდეს ქალაქში, ამისათვის მას ესაჭიროება 5 კგ. მოხარშული კარტოფილი.

რამდენი კილოგრამი კარტოფილი დაჭირდება ბათურას ტრაქტორს, რომ ჩავიდეს ქალაქში და დაბრუნდეს უკან, მთელი ერთი კვირის განმავლობაში?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

20. კარნავალი კვაჭისთან

კარნავალი კვაჭისთანოთახში მოთავსებულია სარკე ისე, რომ თითოეული ადამიანი თავის თავსაც უყურებს და სხვებსაც. თანაც ფიქრობს, ეს წარმოსახვითი კი არ არის, არამედ ცოცხალი ხალხიაო.

რამდენი ადამიანია ოთახში, თუ თითოეული მათგანი ხედავს 15 ადამიანს?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

21. ცელქი მაიმუნები

ცელქი მაიმუნებიდედა მაიმუნმა თავის 7 ცელქ შვილს ხელთათმანები ჩააცვა ხელებზეც და ფეხებზეც.

მათგან ხელთათმანები ყველამ გახია უფროსისა და უმცროსის გარდა. უმცროსმა გახია მხოლოდ ერთი ცალი.

რამდენი ხელთათმანი აქვს შესაკეთებელი დედა მაიმუნს?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

22. ბოლოქანქარა - ნიანგის კბილების მკურნალი

ჩიტი, რომელიც ნიანგს კბილებს უწმენდსნიანგს კბილი ასტკივდა, რომლის სამკურნალოდაც ექიმი ჩიტი, ბოლოქანქარა მოიწვიეს.

ზედა ნაწილში ექიმმა 7 კბილს უმკურნალა, დანარჩენი 15 ჯანმრთელი აღმოჩნდა.

ქვედა ნაწილში იმდენი კბილი იყო, რამდენიც ზედა ნაწილში. ექიმმა შეაკეთა ქვედა ყბაზე არსებული კბილების ნახევარი.

რა თანხა აუღია ექიმ ბოლოქანქარას სულ, თუ ნიანგმა ერთი კბილის შეკეთებაში მას 5 ლარი გადაუხადა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

23. ნიანგების „ხიდი“ მაიმუნებისათვის

ნიანგების „ხიდი“ მაიმუნებისათვისმაიმუნებს ცურვა არ უყვართ, ამიტომ ხშირად მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად ისინი დახმარებას ნიანგებს სთხოვენ.

ნიანგები ხიდს ასე აკეთებენ: ერთი ნიანგი კბილებით იჭერს მეორე ნიანგის კუდს, მეორე მესამისას და ა. შ. ვიდრე არ გასწვდებიან ერთი ნაპირიდან მეორემდე.

რამდენი ნიანგი იყო სულ, თუ გაკეთდა 37 მეტრის სიგრძის „ხიდი“ (თუ თითოეული ნიანგის სიგრძე 4 მეტრია)?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

24. ამწე და სპილო

სპილო და ამწესამუშაოს შესრულების დროს მწყობრიდან გამოვიდა ამწე, რომელსაც 400 კგ. ტვირთი უნდა აეწია. ამ სამუშაოს შესრულება შესთავაზეს სპილოს.

შეუძლია თუ არა სპილოს ამ სამუშაოს შესრულება, თუ ერთ აწევაზე იღებს 6 შეკვრა 70 კილოგრამიან ტვირთს?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

25. ვაშლი - აფრიკაში

ანანასი და ვაშლიაფრიკაში ანანასი 4-ჯერ იაფია, ვიდრე ვაშლი.

რამდენი ვაშლი უნდა გავაგზავნოთ აფრიკაში, რომ თითოეულ მოსწავლეს შეხვდეს თითო ანანასი (გავითვალისწინოთ, რომ კლასში 32 მოსწავლეა) ?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

26. ლიმონების ქვეყანაში

ლიმონების ქვეყანალიმონების ქვეყანაში არის ფულის შემდეგი ერთეულები: 1, 3, 5, 10 ლიმონიანები.

მყიდველმა მაღაზიაში შეარჩია სათამაშო გემი, რომელიც 20 ლიმონი ღირს. მას თან აქვს შემდეგი ფულის ერთეულები: 1 ლიმონი, 3 ლიმონი, 5 ლიმონი და 10 ლიმონი.

შეუძლია თუ არა მას იყიდოს სათამაშო გემი?

შეუძლია თუ არა მას გემის ყიდვა ხურდის გარეშე?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

27. ლიმონისა და ბანანის მცხოვრებთა ბაქიაობა

ლიმონი და ბანანილიმონის ქვეყნისა და ბანანის ქვეყნის მცხოვრებნი შეხვდნენ ერთმანეთს საზღვარზე და ბაქიაობენ, რომელს აქვს უფრო მეტი ფული.

ბანანელს აქვს 5 მონეტა სამ ბანანიანი, ლიმონელს კი - 2 მონეტა ხუთ ლიმონიანი.

რომელი მათგანია უფრო მდიდარი, თუ 1 ლიმონს ახურდავებენ 2 ბანანად?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

28. დევის ოქროები და ხუთკუნჭულა

დევის ოქროები და ხუთკუნჭულადევს 200 ოქრო აქვს. ხუთკუნჭულამ დაიწყო ამ ოქროების გატანა.

პირველ დღეს დევისგან მან წაიღო 1 ოქრო.

მეორე დღეს - ორჯერ მეტი, ვიდრე პირველ დღეს.

მესამე დღეს ორჯერ მეტი, ვიდრე მეორე დღეს და ა. შ.

ერთი კვირის შემდეგ, რომელს ექნება უფრო მეტი ოქრო, დევს თუ ხუთკუნჭულას?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

29. თალგამი

თალგამი ზღაპარიბაბუა, ბებია, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი თალგამს ეწევიან ამოსაღებად. აღმოჩნდა, რომ:

ა) ბაბუა ორჯერ ძლიერია ბებიაზე;

ბ) ბებია ორჯერ ძლიერია შვილიშვილზე;

გ) შვილიშვილი ორჯერ ძლიერია ძაღლზე;

დ) ძაღლი ორჯერ ძლიერია კატაზე;

ე) კატა ორჯერ ძლიერია თაგვზე.

რამდენ თაგვს შეუძლია თალგამის დამოუკიდებლად ამოღება?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

30. რაინდების „ტურნირი“

რაინდების ტურნირიორმა რაინდმა მოაწყო ტურნირი. რაინდებს ხმლები და შუბები არ ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ებრძოლათ ერთნაირი ფიწლებით.

პირველმა რაინდმა მეორეს მიაყენა 6 დარტყმა, ხოლო მეორემ პირველს 3 დარტყმით მეტი. მეორე რაინდს ბრძოლის შემდეგ აღმოაჩნდა 24 ნაკაწრი.

რამდენი ნაკაწრი ექნებოდა პირველ რაინდს?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

31. ხერხი და მუხა

ხერხი და მუხახერხი ცოლად გაჰყვა მუხას. თუ ხერხი მუხას ყოველ დროს ხერხავდა, მაშინ მუხა წაიქცეოდა 6 დღეში. მაგრამ ხერხს უყვარდა მუხა და ხერხავდა მას მხოლოდ კვირის ბოლო დღეს.

რამდენი დღე გაგრძელდა მათი ოჯახური ცხოვრება?

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

32. ზარმაცი მოსწავლე

ზარმაცი მოსწავლეზარმაცმა მოსწავლემ წიგნში ამოხია ფურცლები მე - 5 -დან მე - 18 გვერდის ჩათვლით.

რამდენი გვერდი დააკლდა წიგნს?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

33. ფეხბურთელი გველეშაპი

ფეხბურთელი გველეშაპისაფეხბურთო გუნდში მიიღეს სამთავიანი გველეშაპი. მას, მართალია, ფეხით თამაში არ შეეძლო, მაგრამ თავით კარგად გაჰქონდა ბურთები. ერთ თამაშში მან თითოეული თავით 8 - ჯერ დაარტყა ბურთი კარში.

დარტყმული ბურთების ნახევარი მცველებმა მოიგერიეს. დარჩენილის ნახევარი მეკარემ აიღო, დანარჩენი დარტყმები კი - გოლით დამთავრდა.

რამდენი ბურთი გაიტანა გველეშაპმა?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

34. ყვავები და სასწორი

ყვავი და სასწორიყვავებმა ტყეში წაიღეს სასწორი, მაგრამ საწონები დაავიწყდათ. ამიტომ დაიწყეს საწონების გარეშე წონის გაგება.

აღმოჩნდა, რომ ყანჩა იწონის 3 ყვავსა და 1 ბაყაყს; ყვავი იწონის 3 ბაყაყს, ხოლო უცხო ფრინველი - 5 ყანჩასა და 4 ყვავს.

რამდენ ბაყაყს იწონის უცხო ფრინველი?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

35. საუბარი მათემატიკის გაკვეთილზე

საუბარი მათემატიკის გაკვეთილზემათემატიკის გაკვეთილზე საბა დაელაპარაკა გიორგის 7 - ჯერ, გიორგი საბას - ორჯერ მეტს. თითოეულ შემთხვევაში მათ ავთანდილ მასწავლებელმა ჩაუტარა ახსნა - განმარტებითი საუბარი, რათა მეტი არ ესაუბრათ.

მასწავლებლის მიერ ჩატარებული თითოეული ახსნა - განმარტებისათვის დაიხარჯა 2 წუთი ( როგორც ვიცით, გაკვეთილი 45 წუთს გრძელდება), დარჩენილი დრო კი მოანდომა გამრავლების ცხრილის ახსნას.

რამდენი წუთი დარჩა ამ გაკვეთილზე მასწავლებელს მასალის ასახსნელად?

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

36. თბილისი - ბაქო

თბილისი - ბაქოთვითმფრინავი თბილისიდან ბაქომდე ჩაფრენას ანდომებს საათნახევარს. იგივე თვითმფრინავი, როცა უკან ბრუნდება 90 წუთში ფარავს მანძილს.

რა ხდება?

 

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

37. მოიფიქრე

მოიფიქრერა ნათესავია გიორგისათვის ის, ვისი შვილიც მისი მამიდაა?

 

 

 

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

38. სუფრასთან

სუფრასთანსუფრასთან სხედან ექვსნი: 4 მუსიკოსი და 3 მათემატიკოსი.

როგორ შეიძლება ეს რომ მოხდეს?

 

 



—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

39. ჭაში ჩავარდნილი ლოკოკინა

ლოკოკინა10 მეტრი სიღრმის ჭაში ლოკოკინაა ჩავარდნილი.

მერამდენე დღეს ამოცოცდება ლოკოკინა ჭიდან, თუ ყოველ დღე 5 მეტრით ამოდის და ღამით 4 მეტრით უკან ბრუნდება?

 

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

40. 66 ხელის ჩამორთმევა

66 ხელის ჩამორთმევაერთ სხდომაზე მოსული მონაწილენი მიესალმნენ ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით.

სხდომის ერთმა მონაწილემ იანგარიშა, რომ სულ ადგილი ჰქონდა 66 ხელის ჩამორთმევას.

რამდენი მონაწილე გამოცხადებულა სხდომაზე?

 


—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

პასუხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

იხილეთ სრულად: სახალისო მათემატიკა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ