მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4537 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სევდაჩამდგარი ჩუმი ღიმილით

მაცილებს ჩემი ჭაღარა დედა

სასოწარკვეთა უხმოდ ნაჩქმალი

ამოელვებას როგორღაც ბედავს.


მე წავალ, დედა დარჩება მარტო

და მიენდობა სევდის მარწუხებს

მერე კი მომწერს, რომ მას არ უჭირს,

რომ არაფერი აღარ აწუხებს.


ღმუის ეზოში მქროლავი ქარი,

ჯიქურ ეხლება მორყეულ რაფებს

მბჟუტავ ღუმელთან მიმჯდარა დედა

და ხსნის ჯიუტად აბურდულ ძაფებს.


მოვენატრები, ჩაიღიმილებს,

დაისადგურებს სულში მშვიდობა,

ლამაზ თვალებში გაკრთება წყენა

წყენა, რომ მკაცრად დამემშვიდობა.


თურმე რა დიდი ყოფილხარ, დედა,

თურმე რამხელა სიკეთე გქონდა!

შენი თვალებით ვუცქერ სამყაროს,

იმ სიყვარულით, შენ რომ დაგქონდა.


მოჭედილია ცა ვარსკვლავებით,

ვცდილობ, როგორმე გიპოვო, დედა!

მგონი, რაღაცა დაგრჩა უთქმელი,

ვერც მე მოვასწარ, რაც უნდა მეთქვა.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ბესიკ ხარანაული  • • •   ბესიკ ხარანაულის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ