სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს გავიგონებთ - “ბოზის შვილი ვიყო“ - „ჩემი დედა მოვ...“
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს, მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას, კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
და ეშმაკს რატომ აბუდებთ, ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს. დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ? დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ, ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია, დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა. ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია, ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
ვინც ცხრა მარტსა და ცხრა აპრილს სიკვდილის კალო გალეწა. ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა, ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე. თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებთ, როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით! |
ლექსები დედაზე • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |