მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 707 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ეს მოხდა მაშინ, როცა ქვეყანას

თვითმყრობელობა დათვივით აწვა,

როცა უფლება ხიშტზე ემყარა,

იყო მათრახი და ზურგის აწვა.

როს ჟღარუნობდა ყველგან ბორკილი,

თავისუფლებას ხვრეტდნენ აკვანში,

როცა ოხრავდა სული ბორგილი

სახრჩობელაზე და ბნელ საკანში.

როს ამძიმებდა თვალებს ბინდები

და უმეცრება საწამლავს თესდა,

როს ჩატყდა წინსვლის ყველა ხიდები

და პოეზია ძაძებში კვნესდა.

როს შრომის ბურჯებს შოლტით დევნიდა

მეფე-შიმშილი, არ იყო შველა,

როს, ვით წურბელა, ოქროს ქვევრიდან

წუწნიდა შარბათს მძარცველი ყველა.

როცა ქვეყანას ცეცხლი ათოვდა

და ზარბაზანი ძაღლივით ყეფდა,

როს დედამიწას სისხლი ათრობდა

და ბოროტება - ნადავლსა კრეფდა.

როცა სიკვდილი სიცოცხლეს ხევდა

ეყარა ლეში, ვითარცა ზვავი,

ზეიმი ჰქონდათ ნადირებს ხევთან

არ იყო პური, არ იყო ზავი;

როცა მსოფლიოს გლოვა ებურა,

ტიროდა ცოლი, ტიროდა დედა,

ცვიოდა ცრემლი კოხისებურად

და იზრდებოდა დრტვინვა და სევდა, -

მოაგდო გმირმა ქურანი დეზით,

ჯერ უხილავი განცდა გვარგუნა;

ბრძანა: "ცხოვრებამ იცვალოს გეზი?"

და ისტორიის ღერძი გაღუნა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ