ეს გაუმარჯოს ქართველის უნარს - ოხვრის დროს სიცილს, სიცილში - ოხვრას, ამ წუთისოფლის წუთიერ ბრუნვას, განსაცდელი ჟამს წელში არ მოხრას! სუყველაფერი მკრთალდება ბოლოს - ბრძოლაც, მშვიდობაც, გრძნობებით თრობაც, მაგრამ სამშობლო ისაა მხოლოდ, რაც უსიკვდილოდ არ დაითმობა! |