მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 43052 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება

ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.

წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,

თავს დასდგომია იალბუზი ხელ აპყრობილი.

თითქოს ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს,

და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.

თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები...

თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...


ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი - გაფრენა

ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.

ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი - გინება

ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება!

ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი - გასროლა, 

ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.

წლებმა იხუვლა, იხვართქლა და ციხეს შეება:

ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად.

თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,

დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.


დიდება თქვენდა თოროსანო ბერო მამებო,

თქვენ შეგინახავთ ენა, რჯული, ერი, სამეფო,

წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები,

და, საქართველოვ, სულს იკაჟებ გოლიათდები!

ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი,

დიდება მის ლანდს, მე არა ვარ მეტის მთხოველი.

კედლებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,

ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.

კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,

სულით განათლდეს, ვინც აკვანი მათი არწია.

ვინაც პირველად დაიმღერა “ვეფხვი და მოყმე”

იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!

კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო,

თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ!


ო, ციხის ლოდო, ჩამოშლილო, ჩამომსხვრეულო -

შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო.

ო, გოდოლ-ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკვრივად,

ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრი მტკივა.

გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო

შენ საქართველოს ფარ-აბჯარო, ჯაჭვის პერანგო.

ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,

ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა

და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი

დგას მეციხოვნედ მარადისობა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ