მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4587 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,

განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა...

სადაც "თორნიკე ერისთავი" - ეწერა წინათ, -

მუნ "ნიკიფორე კეისარი" - დაწერეს ურცხვად.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!


ათონის ლავრა ნაპარევი დიდებით ბრწყინავს, -

მკვრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად...

სადაც "დარეჯან დედოფალი" - ეწერა წინათ, -

"ირინა - ბერძენთ დედოფალი" - წერია ახლა.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!


გვინგრევენ წარსულს,

გვაოხრებენ, - ჩვენ ყურზე გვძინავს.

იგივე ხდება უცხოეთში კი არა, აქაც:

აგერ, ჩვენს თვალწინ, -

ძველი ძეგლი, - ზედ ხრამის პირას,

კაცმა არ იცის, სად, როგორ გაჰქრა.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!


რაც შეუძლიათ მუშაობენ

წერაქვით, ნაღმით:

სადაც ქართული წარწერაა,

თავისას წერენ...

ისაკუთრებენ,- ერთ დროს ჩვენმა რაც შეჰქმნა ხალხმა, -

და... "ჩვენიაო!" -

გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე.

ქართველი ამას იკადრებს?! -

არა!


ქართველი კაცი ბუნებით არაა პლაგიატორი:

ყვავი ვარ?!

ყვავად მოვკვდები!

იადონს,-

ხმა იადონის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ