მე, ქართველი ბუხაიძე, ბალყარეთის მთებში ვწევარ... რომ შემეძლოს საფლავიდან, ძმებო, მხრების წამოწევა,
შევწირავდი მშობელ მხარეს, შევწირავდი იმავ მიწას, დღეს რომ გულზე დამაყარეს.
საქართველოს მთებს და ველებს, რომ მისი ძე, ბუხაიძე, აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;
გააფთრებულ ყვითელ გველებს... მე საფლავში არა ვწევარ, აქ დარაჯად დამაყენეს.
მისი წმინდა ვალი არი - მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას დერბენტი და დარიალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ირაკლი აბაშიძის პოეზია |