მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1145 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

გმირი ღვაწლით იცნობა, ბერი - თავის ჭილოფით,

თამარ მეფეს ვეახლე ჩემი ხუთი ჭრილობით.

ჩემი ხუთი ჭრილობით კოხტაგორაც დავზვერე,

ფეხით შემოვიარე მიწიერი საზვერე...

მიწიერი საზღვერე და ავსულთა ხლართები...

ულურჯესი გზები და... ულურჯესი ხატები...

და სამხრეთის ქარები, ნამზეური კამარა,

კლდეში - ვანის ქვაბები, ვარძია და საფარა.

სანახები უსაზღვრო და ფერადი ნისლები,

მასპინძელი? - უზადო, ყოვლად დარბაისელი.

მაღლა სავსე მთვარე და მთები - ქვეყნის მცველები...

თამარ მეფის სარკე და თამარ მეფის ცრემლები.

უფრო მაღლა ღრუბლები - ზეცის სამაჯურებად,

და წყალობა ულევი - უფლის მართლმსაჯულება!..

ისე ბრწყინავს მესხეთი, თითქოს ანგელოზია...

დგანან ციხე-ბურჯებად ხერთვისი და ლომსია!

და ვარსკვლავეთს ანათებს მთვარე, როგორც კამეა,

მთვარე მოინავანებს, რადგან დიდი ღამეა...

რადგან დიდი ღამეა პოეტური შტორმებით,

ანტიკური ქარით და ფერებით და ფორმებით, -

რადგან მტკვარი მოღელავს ქართლის ხსნად და იმედად,

რადგან მესხმა რუსთველმა ოქროს კალმით იმეფა,

რადგან მიწა ირწყვება უკვდავების წყაროთი,

რადგან ვცოცხლობთ, რადგან ვართ, - ღვთისმშობელის წყალობით.

რადგან მცხეთას ისევ დგას სვეტიცხოვლის ტაძარი,

რადგან ჩემი კალამი ავწიე და დავძარი! -

ლექსი სისხლით იცნობა, ბერი - თავის ჭილოფით,

თამარ მეფეს ვეახლე ჩემი ხუთი ჭრილობით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ