მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 677 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ვცხოვრობ, როგორც ვცხოვრობდი, ოდენ უფლის ამარა...

მიყვარს სვეტიცხოველის მოხატული კამარა.

მიყვარს ჩემი ქვეყანა, უსაშველოდ ნაწამი,

როგორც ლურჯი ზეყანა - სიდონიას ნაწნავი.

მიყვარს, ოდეს საღამოს იბინდება გზები და...

როს გავყურებ სამყაროს ბაგინეთის მთებიდან.

მიყვარს უფლის ხედი და კვიპაროსი მაღალი,

წმინდა ნინოს თმები და წმინდა ნინოს მაყვალი.

ოდეს ბარში ცხელა და მთაში დაქრის ,,არავი"...

როს პაემანს მცხეთასთან მტკვარს უნიშნავს არაგვი.

და, როს ღრუბლის ქულები მტრედებივით მივლიან,

აქეთ - მადლი ულევი, იქით - ნანა-მირიან.

როს უღვინოდ ვითვრები, ლექსის ალი მედება

და მოქრიან რითმები სულიწმიდის მტრედებად...

ოდეს ძარღვი მიფეთქავს, პოეზიის რთველია,

სამთავროში როდესაც მონაზვნები მელიან!..

ჰოი, ოდეს ვახტანგმა იგორგასლა, იმცხეთა,

ოდეს მეფე დემეტრე შედგა ბებრის ციხესთან!..

ჰეი, სპანი - ურჩები!.. და მომხდურთა სამარე!..

ძველი ციხე-ბურჯები: სარკინე და სავანე!..

ზვრები, ზვრები...უსაზღვრო, საუცხოო ვაზები,

შავკაპიტო - უზადო, მზეზე ნაალმასევი!..

გზები, გზები...ულევი, ღვთისმშობელი მარიამ,

უძველესი უბნები, მცხეთის გეთსამანია.

ქრისტეს კვართი - საუნჯე, უსამანოდ ნაგვემი,

შიოს ოქროს საჭურჭლე - უფლის მიერ ნაქები.

ანტიკური თასები, ვენახები მუხრანის,

მთვარის პერფომანსები, სანახები მუხნარის.

და სამეფო ბაღები, ფარნავაზის ქართული,

და ელიას ხალენი - "არაგვს ზედა" დაფლული.

ქვათა სამაჯურები - სახელმწიფო იბერთა!..

სპათა სამკაულები - ვინც იბერში იმეფა!..

და, როს მტკვარზე მიცურავს თბილისელი თოლია,

ოდეს მზეა, ოდეს წვიმს, ანდა, თუნდაც, თოვლია!..

თუნდაც მთებში თოვლი და, თუნდაც ლურჯი ზვავები,

როს მწუხრისას რეკავენ ზედაზნიდან ზარები!..

როს ველური ცხენები სველ მინდვრებზე მიქრიან,

როს უჯარმის მცველები მაჯისცემას მითვლიან!..

როს ჩავუვლი არმაზს და, ვტკბები ქართლის ხილვით და...

ვიმზირები თამამად პომპეუსის ხიდიდან!..

და, როს ნაგრიგალები ლექსი გულზე მაბიჯებს,

და, როს მწვანე თვალებით ვზვერავ ოქროს კარიბჭეს!

და, როს მითვლის ნაბიჯებს ქართლის მემატიანე,

რომელ გზაწვრილს ავირჩევ, სად და როგორ ვიარე?!.

ოდეს ჯვარზე ნისლია, - ბრწყინავს ათასფერებად...

ქართველობას მიშლიან, - მაინც მექართველება!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ