მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 750 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არ ვიცი, ამას რა ეწოდება, რად მათრობს ასე სახელი "ზევახ",

რა ჰქვია სულის გრიფზე გაჭიმულ უხილავ სიმის იდუმალ რხევას?

აქამდე რატომ არ ვამჟღავნებდი, ამ სიმის რხევას რატომ ვმალავდი,

ან მოკრძალებით რად მითქვამს-მეთქი ბევრჯერ სახელი "კურაპალატი"?

მაინც რა არის სახელი "ვარსქენ", სახელი "ფარსმან" ანდა "მითრიდატ",

რატომ ვთვრებოდი, მემატიანე ამ სახელებს რომ ჩამომითვლიდა?!

რად მხიბლავს ასე "წუღრუღაშენი" ან "ფანასკერტი" ანდა "ბოდორნა",

უნდა იყვიროს სახელი "თამარ" თითქოს ყოველი ციხის გოდოლმა.

რატომ ვკითხულობ ან სინანულით, ან სიხარულით, ან საწუხარით,

ან სულის ჩქროლვით და ჟრუანტელით სახელებს "ფარცხისს" ანდა "თუხარისს"?

რა ყიჟინია? რად ღეჭავს-მეთქი გადარეული თეთრონი ლაგამს,

დამარცხებული და განწირული, რა ამბოხია სახელი "ძაგან"?

სახელი "დავით", "ულუ" და "ნარინ", ანდა "ჯუანშერ" ან კიდევ "სუმბატ"

ისე ციმციმებს, რომ ისტორია ჰგავს ვარსკვლავებით მოჭედილ გუმბათს.

ჩემთან ვინ მოდის ჩუმი შრიალით, როცა ჩურჩულით ისმის "ბორენა",

ვინ იღიმება, ხელს წყვდიადიდან ვინ მიწვდის-მეთქი საამბორებლად?

სულს, დამძიმებულს ამ საუკუნის ყველა ცთუნებით, რატომ ჰგონია,

რომ დაუბრუნებს კვლავ სასოებას სახელი "მართა" ან "სიდონია"?

ან ქართლის ჭირით გაოგნებული რომ გაიგონებს სახელს "ქეთევან",

გამხნევებული რად წამოიწევს წაჩოქებული სულისკვეთება?

რად არ ნელდება ამ სახელებით თრობა ასაკით ანდა სიბერით,

ვით ორლესული ცეცხლისმფრქვეველი რატომ გიზგიზებს სიტყვა "იბერი"?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ