ცა იხატვის, მინდორ-ველი ირთვის, ჩუმი ჩერო ღრუბლებს აღარ ემალვის. თითქმის გარეთ გამობრძანდა კვირტი, თითქოს თეთრად შეიღება ტყემალი.
დღედათვლილი ზამთრის ნაფეხურები, საკვამურში მიიწურა ბოლი, ორღობეში მიჭრიალებს ურემი.
თითქოს მენახშირეს დაუცვივდა ნახშირი. მალე თოვლი მიატოვებს მინდორს და ტყემალზე აცოცდება ბავშვივით.
და კვირტები იქცევიან ფიფქებად, მალე ველზე არ იქნება თოვლი, მალე ველი თოვლისფერი იქნება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |