რა მწუხარეა და რა ოცნებით ოქროს ფოთლები მტვერში რეული... ეს შემოდგომა თვისი ძონძებით, წვიმა-ტალახში შემოთრეული. და ყველა სკამი ბაღში სველია, თითქოს არ არი არსად საფარი და აღარც ვინმე მოსასვლელია... ეთამაშება მოწყენით გამმებს... გასცოცხლებია ოცნება მქრქალი, წყლულებს გაუჩენს, თან დაუამებს! ალბათ, რომ ვინმე მოსასვლელია. მას ელოდება, მაგრამ ვინ მოვა? - ეჰ, ყველა სკამი ბაღში სველია! რა მწუხარე და რა შიშველია... მზე იბჟუტება რქამომტვრეული, სარკმლიდან მოსწვიმს... სულიც სველია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |