ჩამოდის დაბლა ფოთოლი, იცრცვება მთელი ბუნება; ნაღვლით იმსჭვალვის და ფიქრით ცხოველ-ფრინველთა გუნება.
ჯანღს ემატება ჯანღია, ჰგოდებს მთა, თოვლით მოსილი, კვნესის მდინარე ლაღია:
ედგმისთ მონობის უღელი, დაჰმსგავსებიან ტყვეებსა, დაუკრეფიათ გულ-ხელი, აღარ ნავარდობს კორდზედა, ტყიდან არ ძვრება კურდღელი.
გაღმიდან ფერდა ტყიანი. მე რა ვუშველო, რა მივცე, რითი შევუვსო ზიანი? ვინ მისცემს ძვირფას სამოსელს? მზეც აღარ არის მზიანი.
ქვეყანა ჭალა-მთიანი. სიკვდილს ვერ დაემოყვრები, რაც უნდა იყო ჭკვიანი.
აშკარად, როგორც დღე არის, გაზაფხულით ცვლა ზამთრისა მთელი ბუნების ზნე არის!
აყვავდებიან ველები, შეიბურება ფოთლითა არყი, ვერხვი და თელები. საქონლით დაიფინება ჭალა და მთისა ყელები. ფერხულს დააბამს ბუნება, მღერას იწყებენ მწერები, დაცოცხლდებიან, ეხლა რომ დაწყვეტილი აქვთ წელები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |