წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 1977 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რთულ წინადადებაში შემავალ წინადადებათა შეერთება კავშირიანია ან უკავშირო. 

ქარი ჩავარდა და განთიადთან ერთად ნისლი გაქრა. (ყაზ.).

მგლები ღმუიან, მელები ჩხავიან. (ვაჟა).

პირველ წინადადებაში მარტივ წინადადებებს და კავშირი აერთებს, მეორეში კი შეერთება უკავშიროა. 

როცა რთულ წინადადებაში ორზე მეტი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებაა, შეერთება შეიძლება იყოს კავშირიანიც და უკავშიროც.

მაგ: "აბიბინდა მდელო, ათამაშდნენ ვარსკვლავები და იქვე ახლოს ასკილზე ჩაიჭიკჭიკა ბულბულმა." (წერ.).

ეს რთული წინადადება სამი მარტივი წინადადებისაგან შედგება, რომელთაგანაც პირველი ორი უკავშიროდ არის შეერთებული, მეორე და მესამე - და კავშირით. 

რთულ წინადადებაში გამოყენებულია კავშირები: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ, რათა, როცა (ან როდესაც), რადგანაც, ვინც, რაც, რომელიც, სადაც...


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებისაგან შედგება თითოეული რთული წინადადება.

1. გარეთ ისევ წვიმდა  დ ა  შემოდგომის ცივი ქარი ზუზუნებდა. (კ.ლორთქ.)

2. ქალი ვერ მიმხვდარიყო,  თ უ  რას ნიშნავდა იმისი საუბარი. (ყაზ.).

3. ცხადად ჩანდა,  რ ო მ  ცუგრიკა რაღაცა საგმირო საქმისათვის ემზადებოდა. (ლომ.).

4. დათქმული დილაც გათენდა,  მ ა გ რ ა მ  პაპა პეტრე არსად ჩანდა. (გ.შატბ.).

5. დაჭრილი იყო ონისე,  ხ ო ლ ო  ფეხზე იდგა გელა. (ყაზ.).

6. იმ ღამეს იქ დავრჩი,  რ ა თ ა  თვალი გაეძღო მშვენიერი სანახების ხილვით. (ჭავ.).

7. მტრედები სიხარულით გაფრინდნენ იქით,  ს ა დ ა ც  მათ ამხანაგები მოუთმენლად უცდიდნენ. (ვაჟა).

8. მსხალს თვალი დარჩა იქით,  ს ა ი თ კ ე ნ ა ც  ფითრი უჩვენებდა. (რაზ.)

9. კარგა შებინდდა,  რ ო ც ა  ღვთისო შინ დაბრუნდა. (არაგვ.).

10. შუადღე იქნებოდა,  რ ო ც ა  შაშვის ჭახჭახი გაიგონა. (კ. ლორთქ.).

11. მწყრებს თავშესაფარი აღარსად ჰქონდათ,  რ ა დ გ ა ნ ა ც  ბალახი ჯერ არ იყო ამოსული. (ვაჟა).

12. კაცი ის არის,  ვ ი ნ ც  მამულს გამოადგება შვილადა. (ჭავ.).

13. შავამ დედასაც უამბო,  რ ა ც  ნახა და გაიგონა. (ვაჟა).

14. მწყემსმა დაინახა შეშინებული კურდღელი,  რ ო მ ე ლ ს ა ც  ყურები დაეცქვიტა. (ყაზ.)


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ წინა სავარჯიშოს მაგალითები და აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რატომ.


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე კავშირი რა შემთხვევაში აერთებს ერთგვარ წევრებს და რა შემთხვევაში - მარტივ წინადადებებს.

1.

ა) ზენა ქარმა წამოუბერა  დ ა  ღრუბელი მოედო ცას. (მრევლ.).

ბ) მეცხვარე იჯდა  დ ა  სევდიანად სალამურს აკაკანებდა. (რაზ.).

2.

ა) დიდი  თ უ  პატარა თავგამოდებით მუშაობდა. (ვაჟა).

ბ) კოღოც კი წააქცევს ცხენსა,  თ უ  დიდი მგელი უშველის. (ანდ.).

3.

ა) ღრუბლიანი,  მ ა გ რ ა მ  წყნარი დღე იყო. (ევდ.).

ბ) წვიმამ გადაიღო,  მ ა გ რ ა მ  ცაზე მზე მაინც არა ჩანდა. (ვაჟა).


სავარჯიშო 4. რომელიმე მოთხრობიდან ამოიწერეთ სამი რთული წინადადება. აღნიშნეთ რამდენი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებისაგნ შედგება თითეული მათგანი.


სავარჯიშო 5. თქვენ თვითონ შეადგინეთ სამი რთული წინადადება და ჩაწერეთ რვეულში.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —