მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5059 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთგვარ წევრებთან ხშირად იხმარება მათი გამაერთიანებელი (განმაზოგადებელი) სიტყვაც, რომელიც უსწრებს ერთგვარ წევრებს ან მოსდევს მათ.

თუ ჯერ გამაერთიანებელი სიტყვაა და შემდეგ ერთგვარი წევრები, ერთგვარ წევრთა წინ ორწერტილი იწერება.

ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი მდუმარებს: ხე, ქ ვ ა, ტ ყ ე, მ თ ა და მ ი ნ დ ო რ ი. (ვაჟა).

წყალში ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი გამოჩნდება: ხ ა რ ი  ძ რ ო ხ ა  ც ხ ე ნ ი (წერ.).

თუ ჯერ ერთგვარი წევრებია და შემდეგ მათი გამაერთიანებელი სიტყვა, ერთგვარი წევრების შემდეგ ტირე იწერება.

ხ ვ ნ ა, თ ე ს ვ ა, თ ო ხ ნ ა, მ კ ა - ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი შეისწავლა პაწია აკაკიმ. (ევდ.).

კ ა ც ი, მ ხ ე ც ი  და  ჩ ი ტ ე ბ ი - ყ ვ ე ლ ა საქმეს ჰკიდებს ხელსა. (ეო.).

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით, აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რომელი წესის შესაბამისად.

ა) 1 ბავშვები, დედაკაცები, ხნიერები - ყველანი მოგროვდნენ. (ჯავახ.).

2. შაშვი ტყეს, მთებს. ცას, დედამიწას - ყველაფერს მადლობას სწირავდა. (ვაჟა).

3. ძროხა, ხარი, კამეჩი, ცხვარი, თხა, ცხენი, ჯორი, ვირი, ძაღლი, კატა - ყველა შინაური ცხოველია.

ბ) 1. მე თანა მყვანან რკინისა ძმები: ჩემი სიათა, დამბაჩა, ხმალი. (ჭავ.).

2. ცაში არხეინად დაცურავდნენ ცის მეფენი: არწივი, ქორი და ძერა. (ჯავახ.).

სავარჯიშო. 2. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები. გამაერთიანებელი სიტყვას სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ. ერთგვარ წევრებს - კლაკნილი. აღნიშნეთ (ზეპირად), სად რა ნიშანი დასვით და რატომ. შემდეგ წინადადებები წაიკითხეთ გამომეტყველებით.

1. იხვსა ბატსა და ქათამსა ყველას გავკარი კბილია (ხალხ.).

2. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყველაფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას მიწა წყალი კლდე ტყე და ველი (წერ.).

3. დამჭკნარი დიყი შამბი არყი ცაცხვი და ურძანი ყველანი ერთად შფოთავდნენ (ვაჟა).

4. სოროში ხუთნი ცხოვრობდნენ. დედა მამა და ბაჭიები (გ. პაპ.).

5. ჩამორჩა მხოლოდ იმათში სამი მაჩვი ტყის ბუძგი და კუდა-მელა (წერ.).

6. მოხვალ, თან მოგყვებიან მოჭიკჭიკე ჩიტები ბულბულები მერცხლები შოშიები გვრიტები (ქუჩ.).

7. გარეშენიც ბევრი ჰყავდა ტურა მელა კატა მგლები (წერ.).

8. სახურავად ყველაფერია ნახმარი თუნუქი ყავარი კრამიტი ჭურის ნამტვრევები და ხავსმოკიდებული სარები (ლორთქ.).

სავარჯიშო 3. ქვემოთ მოცემული სიტყეებისაგან შეადგინეთ წინადადებები: პირველად სიტყვები ისე დაალაგეთ, რომ გამაერთიანებელი სიტყვა უსწრებდეს ერთგვარ წევრებს, ხოლო შემდეგ ისე, რომ გამაერთიანებელი სიტყვა ერთგვარ წევრებს მოსდევდეს.

დავით სასვენი ნიშნები, გამაერთიანებელ სიტყვას გაუსვით სწორი ხაზი. ერთგვარ წევრებს - კლაკნილი.

1. მდინარე. ნადირი, ფრინველი, დუმდა. იქ. მწერი. ყველაფერი. და.

2. ცხოვრობდა. ერთი შველი, ირემი, ტყეში დათვი. მელა ყველა. მგელი, კვერნა, და.

კითხვები გასამეორებლად

1. რა და რა სახის წინადადება იცით აგებულების მიხედვით?

2. რამდენწევრიანი შეიძლება იყოს მარტივი წინადადება?

3. როგორ წინადადებას ჰქვია სრული წინადადება? უსრული?

4. როგორ წევრებს ჰქვია ერთგვარი წევრები?

5. როგორ წინადადებას ჰქვია შერწყმული წინადადება?

6. რა არის ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალება?

7. როგორ შეეწყობა შემასმენელი ერთგვარი ქვემდებარეებს? დაასახელეთ მაგალითები.

8. რას ჰქვია გამაერთიანებელი (განმაზოგადებელი) სიტყვა?

9. რა სასვენი ნიშნები იხმარება შერწყმულ წინადადებაში?

10. დაასახელეთ მძიმის, ტირესა და ორწერტილის ხმარების წესები სათანადო მაგალითებითურთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ