მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8374 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წინადადებაში ხშირად არის რამდენიმე ერთგვარი წევრი.

ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და იმავე კითხვაზე მიუგებენ.

მაგ.1:

ტყე  ხ მ ა უ რ ო ბ დ ა,  დ უ დ უ ნ ე ბ დ ა,  შ რ ი ა ლ ე ბ დ ა,  ფ უ ს ფ უ ს ე ბ დ ა. (ჯავახ.). 

ამ წინადადებაში ერთ  ქვემდებარესთან ოთხი შემასმენელია დაკავშირებული. მათი საერთო კითხვაა: რ ა ს  შ ვ რ ე ბ ო დ ა?

მაშასადამე, ხ მ ა უ რ ო ბ დ ა,  დ უ დ უ ნ ე ბ დ ა,  შ რ ი ა ლ ე ბ დ ა,  ფ უ ს ფ უ ს ე ბ დ ა - ერთგვარი შემასმენლებია.

მაგ.2:

ბრწყინავს  ფ ი რ უ ზ ი,  მ ა რ გ ა ლ ი ტ ი,  ლ ა ლ ი,  ა ლ მ ა ს ი. (ასათ.).

აქ ერთ შემასმენელთან ოთხი ქვემდებარეა. მათი კითხვაა: რ ა  ბ რ წ ყ ი ნ ა ვს?

მაშასადამე, ფ ი რ უ ზ ი,  მ ა რ გ ა ლ ი ტ ი, ლ ა ლ ი,  ა ლ მ ა ს ი - ერთგვარი ქვემდებარეებია.

ერთგვარი შეიძლება იყოს სხვა წევრებიც.

მაგ.:

ხეხილი  წ ი თ ლ ა დ, ყ ვ ი თ ლ ა დ, თ ე თ რ ა დ  ყვაოდა. (ვაჟა).

ამ წინადადებაში შემასმენელს სამი ერთგვარი არამთავარი წევრი ახლავს: წითლად, ყვითლად და თეთრად.

ისეთ წინადადებას, რომელიც რამდენიმე ერთგვარ წევრს შეიცავს, შერწყმული წინადადება ჰქვია.

მაშასადამე ზემოთ განხილული სამივე წინადადება შერწყმულია.


სავარჯიშო 1. გაეცანით ქვემოთ მოცემულ წინადადებათა სქემებს და უპასუხეთ კითხვებზე:

ა) რა წევრია საერთო სიტყვა? ბ) რა წევრებია ერთგვარი? გ) რა კითხვაზე მიუგებს ერთგვარი წევრები?

1. ინდაურები, ბატები და იხვები ყაყანებენ. (დ. შენგ.) 

2. დაშრა ცივი წყაროები, მოჩუხჩუხე ხევები, ნაკადულები. (ვაჟა) 

3. უღრანი ტყე ღელავს, ფუსფუსებს და ღრმა ოხვრით ოხრავს. (ჯავახ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. ერთგვარ წევრებს გაუსვით ერთი ხაზი ქვეშ, საერთო წევრს კი - ორი. აღნიშნეთ, რა კითხვაზე მიუგებს ერთგვარი წევრები.

1. აქა-იქ კომში, მსხალი, ჭერამი, ვაშლი და ატამი ყვითელ ქარვასავით ქათქათებს. (ჯავახ.). 

2. ქარი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა. (არაგვ.). 

3. იმისმა ხმამ დაიარა მთები და კლდეები. (ვაჟა).

4. ისინი შეხაროდნენ სიცოცხლეს, „ბუნებას, გაზაფხულს (ევდ.). 

5. იაგო მარჯვე, ყოჩაღი, გულადი და მოაზრებული ბიჭი იყო. (ყაზ.), 

6. ბაასობდნენ თავიანთი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. (არაგვ.).

7. სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით მთები ტყით დაბურულიყვნენ, (ბარნ.). 

8. მისი მიდამო აყვავდებოდა წითლად, ყვითლად, თეთრად (ვაჟა).


სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები. აღნიშნეთ, როგორია წინადადება და რა წევრია დაყოფით დაბეჭდილი სიტყვა. აზრის მიხედვით დაუმატეთ ერთი ან მეტი იმგვარივე წევრი. მარტივი წინადადება გადააკეთეთ შერწყმულად და წინადადებები ისე გადაიწერეთ. ერთგვარ წევრებს გაუსვით ქვეშ ხაზი.

1. მშიერი მ გ ლ ე ბ ი ერთად შეიყარნენ. 

2. მერცხალმა გ ა შ ა ლ ა ფრთები. 

3. დედამ თავისი პატარა შვილისათვის შეიძინა წ ი გ ნ ე ბ ი.

4. ოთახის კედელზე ეკიდა დ ი დ ი სურათები

5. გ უ შ ი ნ  გადაუღებლად თოვდა 

6. ბავშვი ს უ ფ თ ა დ  წერდა.

სავარჯიშო 4. რომელიმე მოთხრობიდან ამოიწერეთ სამი შერწყმული წინადადება ერთგვარ წევრებს გაუსვით ქვეშ ხაზი.

სავარჯიშო 5. შეადგინეთ სამი შერწყმული წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში. ერთგვარ წევრებს გაუსვით ქვეშ ხაზი.

 

შერწყმული წინადადება მაჯგუფებელი კავშირით

 

მაჯგუფებელი კავშირებია და და თუ. მაგალითები:

მზე ჩაიწურა და მოეფარა მთებს (ვაჟა).

დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა (ვაჟა).

თუ ერთგვარ წევრებს ერთი და იგივე თანდებული მოუდის, და-ას წინ მდგომი ჩვეულებრივ უთანდებულოდ იხმარება. მაგალითები:

გაცრეცილ  ბ ა ღ ე ბ ს ა  და ჭალებში ნისლიანი ბინდი ჩაწოლილა (ჯავახ.).

ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე,  ა წ მ ყ ო ს ა  და მომავალზე. (ვაჟა).

მაჯგუფებელი კავშირის მნიშვნელობა აქვს გაძლიერებით ნაწილაკებს:

 ... , კიდეც ... კიდეც. უკანასკნელი ერთგვარ შემასმენლებთან იხმარება.

უკუთქმით წინადადებაში ც ნაწილაკის განმეორებით ხმარება აუცილებელია. იგი ამ შემთხვევაში უკუთქმით ნაწილაკებს დაერთვის და მიღებულია: არც ... არც, აღარც ... აღარც, ვერც ... ვერც, ნურც ... ნურც.

პირველ უკუთქმით ნაწილაკს შეიძლება დაერთოს და შეიძლება არა. ზოგჯერ შეიძლება და კავშირიც იყოს ნახმარი.

მაგალითები:

ხალიჩა მოართვი, მუთაქა, ქვეშაგები, (ჭავ.).

კიდე ვლხინობდი, კიდე ვმღეროდი (ჭავ.).

სისხლი სისხლით არც დაბანილა, არც დაიბანება (ანდ.).

აღარც ცხვირი ეტყობოდა საბრალოს, აღარც წვერი და აღარც თვალები (ვაჟა).

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს ვერც სიცხე, ვერცა ავდარი (ჭავ.).

ნუ მოუშვებთ ჩემთან ნურც ქორს, ნურც ალალს (ვაჟა).

მაჯგუფებელი კავშირების მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე: როგორც ... ისე, არა მარტო ... არამედ, არათუ ... არამედ კიდეც და სხვა...

მაგალითები:

როგორც მეფე, ისე დარბაისლები გაოცებული შეაჩერდნენ. (წერ.).

ბუზებს გაბეზრებული ჰყავთ არა მარტო ადამიანები, არამედ შინაური ცხოველებიც (გოგ.).

დაჯგუფებული ერთგვარი წევრები მიმყოლი სიტყვებითურთ ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ მათ არ აერთებს და ან თუ კავშირი.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები დასვით სასვენი ნიშნები. ერთგვარ წევრებს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, მაჯგუფებელ კავშირს - ორი. გარდა ამისა, პუნქტში ფუძით წარმოდგენილი სახელები სათანადოდ გააფორმეთ.

ა) 1. ამ ტყეში ცხოვრობდა თაგვი კურდღელი და მელა (რაზ.).

2. სოფელში დიდსა თუ პატარას თოფი ჰქონდა (რ. ინან.).

3. როგორც სათვალთვალოდ ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის (წერ.).

4. იმასთან არც ხვეწნა არც მუდარა არც თავის შებრალება არ გადიოდა (ყაზ.).

5. ვერც კლიტე  ვერც კედელი ვერც ღობე ვერ იმაგრებს ამ სათოკე ქურდებსა (გოგ.).

6. ნუ შეეფარვი ჩემო მფრინავო ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა (ბარ.).

7. სეტყვას ვაზებისათვის არა მარტო მტევნები არამედ ტოტები და ფოთლებიც კი დაემტვრია (ლომ.).

ბ) 1. მთელმა ვახშამმა გაიარა ხუმრობა... ოხუნჯობა... და ლექსობაში (ყაზ.).

2. ყველა თავის შვილ... ქმარ... მამა... და ძმაზე მეკითხებოდა (ოტ იოს.).

3 გზებ... და მოედნებზე შუკებ... და ორღობეებში უამრავი ბრბო უხვდებოდა მელქისედეკს (გამს.).

 

შერწყმული წინადადება მაცალკევებელი კავშირით

 

მაცალკევებელი კავშირები გვიჩვენებენ მონაცვლეობას ან ერთ-ერთის შესაძლებლობას. მაცალკევებელი კავშირის ან, აგრეთვე სიტყვები: ხან ... ხან (ხან ... ხანაც), ხან ... ხან კი, ხან ... ხან კიდევ, გინდ ... გინდ, თუნდ ... თუნდ.

და კავშირი ზოგჯერ აქაც არის ნახმარი. მაგალითები:

ჩხიკვი ან შველსავით დაიხავლებდა, ან ხის ტოტებზე ქურდულად დაიწყებდა ფრენას (ვაჟა).

ხან ზმუის, ხან სტვენს, ხან ღმუის მუხა, (ლორთქ.).

არსენა ხან ხმალზე ისვამდა ხელს, ხან ხანჯალს აწვალებდა ხან კიდევ წელზე დამბაჩას ისინჯავდა (ჯავახ.).

გინდ რეგვენისთვის გისწავლებია, გინდ მკვდრისთვის გიწამლებიაო (ანდ.).

შენ თუნდ წადი, თუნდ დარჩი (ჯავახ.).

ერთგვარი წევრები აქაც მძიმით გამოიყოფა ერთმანეთისაგან, თუ მათ შორის არ არის ნახმარი და კავშირი. თუ ან კავშირი ერთხელ არის ნახმარი, ერთგვარ წევრებს შორის მძიმე არ დაისმის: ადამიანები  თ ი თ ო-თ ი თ ო დ  ან  ჯ გ უ ფ-ჯ გ უ ფ ა დ  მოდიოდნენ ზღვის პირას (ნ. დუმბ.).


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სასვენი ნიშნები, ერთგვარ წევრებს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, კავშირს - ორი.

1. ან ღვინო გვასვი ან წყალი ან თოვლი შემოგვიტანო (ლეონ.).

2. ან გამოიცანებს ვამბობდით და ან სხვებრ როგორმე ვაქცევდი თავს (წერ).

3. მზე ხან გამოაშუქებს ხან თვალებს ხუჭავს (ევდ.).

4. გინდ იცინე გინდა იტირე (ჭავ.).

3. ბულბული ხან დაჰკვნესის ვარდის ბუჩქებს ხან უგალობს სავსე მთვარეს ხან ყურს უგდებს მოქანცული წყაროს ლურჯად მომჩქეფარეს. (მოვა).

6. თუნდ შავი იყოს თუნდ თეთრი თუნდაც წითელი (ჯავახ.).

 

შერწყმული წინადადება მაპირისპირებელი კავშირით

 

მაპირისპირებელი კავშირი ერთგვარ წევრებს ერთმანეთს უპირისპირებს. ასეთი კავშირებიაა: მაგრამ, ხოლო, კი, ოღონდ, თუმცა, არ ... არამედ, (კი არ ... არამედ).

ერთგვარი წევრები მიმყოლი სიტყვებითურთ ერთმანეთს მძიმით გამოეყოფა. მაგალითები:

მფრინავი წაბარბაცდა, მაგრამ არ წაქცეულა (თ. ჭილ).

ნადირის ხორცით ძაღლებს ასუქებდნენ, ხოლო ტყავს ამარილებდნენ და ინახავდნენ (ჯავახ.).

ცარცით წერდნენ ხის ფიცარზე, კურდღლის ფეხით კი ფლობენ დაწერილს (გოგ.).

პირში არაფერი უთხრეს, ოღონდ დაიმახსოვრეს (კ. ლორთქ.).

კეთილი იყო გარსევანი, თუმცა ხელმაგარი, ჯიქი (ლეონ.).

ჩვენ, ირმები, ენით არ ვლაპარაკობთ, არამედ თვალებით (ვაჟა).

ეს ხმა სიჩუმეს კი არ არღვევს, არამედ რატომღაც ამძაფრებს კიდევაც. (ს.კლდ.).


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები, დასვით სასვენი ნიშნები. მაპირისპირებელ კავშირებს გაუსვით ხაზი.

 

1. ღრუბლიანი მაგრამ წყნარი დღე იყო (ევდ.).

2. ილია დაბალი ხმით მაგრამ გრძნობით კითხულობდა (გ. შატბ.).

3. მგელს წითელი ენა გადმოეგდო ხოლო თავის ნამოქმედარს თვალს არ აშორებდა (ვაჟა).

4. გოგრამ თავი დაიქნია ხმა კი არ ამოიღო (ვაჟა).

5. ტანჯვამ კი არ გააბოროტა არამედ ფრიად გააკეთილშობილა ქაიხოსრო (გოთ.).

6. კათალიკოსი გულში ნაწყენი იყო მეფეზე ოღონდ ეს ამბავი ვერავისთვის გაემხილა (გამს.).

7. იგი ამპარტავანია გოროზი თუმც იმავე დროს საოცრად კეთილია და გულჩვილი (გვეტ.).

8. ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ შედრკნენ არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავგანწირვით იბრძოდნენ (გოგ.).


სავარჯიშო 2. მასწავლებლის მიერ მითითებული თხზულებიდან ამოიწერეთ კავშირიანი შერწყმული წინადადებები (თითოეულ ჯგუფზე ორ-ორი). მაჯგუფებელ კავშირს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, მაცალკევებელს - ორი, მაპირისპირებელს - კლაკნილი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ