მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1129 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ძველი თბილისი. გორგასალის ჭრელი ხოხობი.

ქართლის კარიბჭე, უსაშველოდ ნათელ - მზიანი...

ვერვინ გიხილავს, სახიერო, პირქვე დამხობილს,

უკვდავებასთან რადგან შენ ხარ თანაზიარი.


ნეტავ, ეს ზეცა ვინ მოხატა, მოაპირკეთა,

ან კაკაბაძის ნახატივით სველი ქედები...

დგანან კლდეები, საქართველოს ხსნად და იმედად,

ნარიყალასთან ჩამომჯდარი ხოხბისფერები.


აქეთ - მეტეხი, იქით, მაღლა, ლურჯი მთაწმინდა -

ქართლის გვირგვინი, ქართლის გული, ქართლის ემბაზი...

რა ჭირთა ლხენა, სიმძიმილი შენ არ გაწვიმდა,

ან ვით აღვწერო, რა სიტყვებით, რომელ ენაზე? -


ამ ვარსკვლავეთის სიდიადე ათასფერადი,

ან საუცხოო ცხელი წყალი ამოდ ულევი...

ქრისტეს სჯულისთვის სისხლისფერად ანაფერადი -

მარადიული შენი მცველი აბო თბილელი?!.


ანდა უცხოთა შეწყნარება, დიდსულოვნება,

ან ანჩისხატის, ან სიონის სამკაულები?..

შემოგხვევია რქაწითელის ოქროს მტევნებად

თაბორისა და თრიალეთის სამაჯურები.


და მოდის მტკვარი, ქართლის დიდი მემატიანე,

ელიას მთიდან გადმოგყურებს წმინდა სამება...

მტკვარი თუ მოგბანს საჩუმათო სისხლს და იარებს,

რადგანაც მტკვარში ირეკლება შენი სახება.


ჰეი, თბილისო! მცხეთის ბურჯად შენ ხარ ნაგები,

ვით გაუძელი ათას მომხდურს, ასგზის წყეულებს?!.

ქვაბავაზაკთა და ავსულთა ხარ შემმუსვრელი,

ლომურ მაჯაზე იმტვრევ შავბნელ ათასწლეულებს!


რა არ გიხილავს?!. რა ქარცეცხლი არ დაგტეხია?! -

ქვეგამხედვართა სიავკაცე, ძმათა ომები...

და გმფარველობდა, და გიცავდა წმინდა მესია,

შავფაროსნებიც ჯომარდობდნენ, როგორც ლომები!


და, თუმც, ლენგების, ჯალალების, შაჰ-აბასების

შლეგი ჯარები გაოხრებდნენ, ავად გზვერავდნენ,

თანამედროვე აბასები და ათასები,

თუმც, დაგდგომიან ისტორიის ავანსცენაზე! -


და, თუმც, ჰგონიათ დაუძლურდი, თითქოს დაბერდი,

და ნახანჯლარი, ნატყვიარი გულს გამჩნევია...

ჯაჭვის პერანგი გადაიცვი! აღსდექ! ამხედრდი!

რადგანაც სხვა გზა, სხვა საშველი არ დაგრჩენია! -


შენ, რადგან, ჩემო, შემოქმედი გითვლის ნაბიჯებს,

უკვდავებასთან რადგან შენ ხარ თანაზიარი...

დგახარ, ვით ქართლის უძლეველი ოქროს კარიბჭე,

უფლის ქალაქი, უსაშველოდ ნათელ-მზიანი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ