მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1062 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბათუმო,

ჩემი ბავშვობის დედაქალაქო,

შენს სიყვარულში, ვიცი, ბევრი შემეცილება,

შენს სიყვარულში თუ დავმარცხდი,

ვიამაყებ ამ გამარჯვებით,

გამიხარდება,

რაც უფრო მეტი მოპაექრე შემეძინება...

რომელი ბრძენი გაამტყუნებს შვილს რომელიმეს

(ღირსია თუ მაწამებელი - ეგ სულერთია),

თუ ამტკიცებს:

მე მიყვარსო მშობელი დედა და-ძმებზე მეტად...

მხოლოდ დედა ვერ გამოარჩევს შვილთაგან ვერცერთს!

სიყმაწვილეში ვიცი ბევრჯერ გატკინე გული,

მაგრამ მთავარი მაინც ის არის,

როცა ჭკუა მოგვეკითხება - მაშინ არ შევრცხვეთ!

თანხმობას მეტყვის ვფიქრობ ისიც,

ვინც მარტოოდენ სხვის თანხმობას დაჩვეულია,

დამერწმუნება თვით ურწმუნოც,

რომ შვილს, დედ-მამის მაგინებელს, მოურჯულებელს,

ცხადშიც და ძილშიც ელანდება მშობლიური ძვირფასი კერა,

რა მოგიტანო საბუთად, რომ გამოვსწორდი, დაგიბრუნდი?! 

ლექსი დავწერე

ერთი ჩემი მეგობარი მაესტროს თხოვნით,

მაშ, ისმინე ჩვენი სიმღერა!

"მასპინძლებისთვის მტრისგან ხმლით დაჭრილი რწმენა ხარ,

ქართლის დედამ ჭრილობა შეგიხვია მანდილივით,

სტუმართათვის, ბათუმო, ერთადერთი შენა ხარ

ბაღი სიყვარულის და პაემანის ადგილი...

ზღვაში შეცურებულო ოცნების ხომალდივით,

გეზი საით გიჭირავს, ცას რას ესაუბრები?!

ღელვასა თუ გრიგალში, შენს კალთაში გაზრდილნი,

არასდროს დაგტოვებენ შენი მეზღვაურები."

იქნებ სიტყვიდან გადავიდე, გაგექცე იქნებ,

ზღვა და ხმელეთი დავიარო კიდითი - კიდე,

თუ მიგატოვებ,

იმიტომ რომ შენი ცის თავანს

უფრო მეტი ელვარება შევძინო კიდევ...

ნუ იცრემლები ცხარე წვიმებით,

პოსეიდონის ქალიშვილო,

საქართველოსკენ გამოთხოვილო,

არ ხარ პაწია,

არც უქომაგო,

ზღვა - უმძლავრესი,

უერთგულესი შენი მსახური

ძვირფას მზითევად თან მოგყოლია...

ნუ გეშინია, მშიბლიური ნაპირისაკენ

გზას არ დაჰკარგავს შენი თოლია.


ლექსები ბათუმზე  • • •   პოეზია - ვახტანგ ღლონტი  • • •   ვახტანგ ღლონტის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ