მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მოდის და ჩუმად დუდუნებს ჩვენთვის

ეს ალაზანი ტალღებ ლიცლიცა,

სპეროზას მთებმა ნისლი გვესროლა

ცა შემოდგომის ფრად გაიცრიცა.

ვეღარ ვერევით ამ მხრებით მტევნებს

ისმის მინდვრების ვაზის ჩივილი

ეს ახმეტაა, ჩვენი ახმეტა,

თავის ლხინით და თავის ტკივილით.

კვეტერა სიოს დალალად გვაშლის

და ბახტრიონზე წარსული ბრწყინავს,

პანკისში თორღვა პანკელის ციხე

ტანზე ისწორებს კიდევ ერთ დილას.

ფშავლებში რიჟრაჟს მოჰყვება მუზა

აქ ერთგულებაც იციან, იჭვიც,

სათქმელს ლექსებით გეტყვიან უცბად,

დედის მუცლიდან დაყოლილ ნიჭით.

მთის ფერდობებზე აკრულა ცხვარი

ზვავქვეშ მდინარის რაკრაკი ისმის

ბალახზე ბროლად გაშლილა ცვარი,

კლდეებს ქუდებად ახურავს ნისლი.

თუშეთის მთებში, ჯადოსნურ მთებში,

სადაც ქვასაც კი სული უდგია,

დიკლო, შენაქო, ბოჭორნა, ფარსმა,

თითქოს ზეციდან ჩამოუგდიათ.

აქ ყვავილების დაგათრობს სუნი,

აქ მზეც სხვაგვარად ისწორებს ნაწნავს,

თუ სიყვარულით ადუღდა გული,

გვირგვინი სწორედ აქ უნდა დაწნა.

აქ უნდა გული მოიგო მისი -

ვისი თვალებიც გესროდა ქამანდს.

გსურს ზეცას მისწვდე? მიჰყევ მთის ტანზე

ცხენის ფლოქვებით შემორტყმულ ქამარს.

შეები ქარებს, გაუძელ ყინვას,

და გამძლეობა გქონდეს მწყემსური,

მიიღე ძმებად ქისტი და ოსი,

სახლიკაცებად თუშ-ფშავ-ხევსური...

რა ლამაზი ხარ ჩემო ახმეტავ,

ხევიდან ტყემდე, მთიდან ბარამდე,

ალავერდიდან გეწიოს ლოცვა,

სამარადჟამოდ ღმერთი გფარავდეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ