მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6664 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ფირმა Abarth დაარსდა სახელგანთქმულ ქალაქ ტურინში, მრბოლერისა და კონსტრუქტორის, კარლო აბარტის მიერ, რომელიც ფირმა Porsche-ს იტალიურ წარმომადგენლობაში მუშაობდა. Abarth-ი აწარმოებდა თავის მოდელებს ავტომანქანა Fiat-ის ბაზაზე.

კომპანია საავტომობილო ბაზარზე სულ 22 წელი 1949-1971 წ. არსებობდა.

კარლო აბარტმა დამოუკიდებლად შექმნა მოდელი 1100, რომელმაც მას 18 გამარჯვება მოუპოვა. მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ერთი მეორის მიყოლებით იქმნებოდა საუკეთესო მოდელები.

1950 წელს მან შექმნა ავტომობილი, რომელსაც 190 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო. ამ ავტომობილის ძირითადი თავისებურება კვერცხისმაგვარი ფორმა და მცირე წონა იყო. შემდეგი ავტომობილი, რომელმაც ასევე წარმატება მოუტანა მფლობელს, 1956 წელს გამოვიდა, მისი ძრავი 750 სმ3 იყო.

1961 წელს Abarth და Fiat  შეთანხმდნენ, რომ Fiat მიაწოდებდა მექანიზმებს, ხოლო Abarth თავისი შეხედულებით ააწყობდა მას.

პირველი მოდელი, რომელიც ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა იყო Abarth 850ТС, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 178 კმ/სთ იყო.

დიდი აღიარება მოიპოვა საავტომობილო სამყაროში მოდელმა Abarth-595, რომელიც 1963 წელს გამოვიდა. პოპულარული იყო მოდელი 207A, რომელიც სპეციალურად ამერიკული ბაზრის დასაპყრობად შეიქმნა, ამ ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 66 ცხენის ძალას შეადგენდა და 186 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებდა.

1965 წელს Abarth-ის ძრავის მოცულობამ ერთი ლიტრი შეადგინა. ავტომანქანის მაღალი სიჩქარე მუშაობდა როგორც რეკლამა, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხზეც მიუთითებდა.

კარლო აბარტი წარმატებით ყიდდა ავტომობილებს, Abarth ქუხდა ყველა რბოლაზე, რაც კი იმ პერიოდში იმართებოდა.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კომპანიის განვითარებაში ფრანგებმაც (SIMCA). აბარტმა მოახდინა ამ მოდელის მოდიფიცირება და შექმნა ორლიტრიანი კუპე  SIMCA-Abarth.

კარლო აბარტის წასვლის შემდეგ, რომელიც კომპანიის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, ფირმაში აღარ დარჩა ლიდერი, ამიტომ 1971 წელს იგი შევიდა კორპორაცია Fiat-ის შემდაგენლობაში.

 

ოფიციალური საიტი: www.abarth.it

 

 

მოდელთა რიგი:

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ