მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7709 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

კერამიკული ფილა ხის იმიტაციით - შესანიშნავი გადაწყვეტაა მათთვის, ვინც სახლში ხის დიზაინს ანიჭებს უპირატესობას. გამოიყურება საკმაოდ სოლიდურად და რესპექტაბელურად.

შესანიშნავად ცვლის როგორც პარკეტს, ასევე ნებისმიერ ფასადს სამზარეულოში და გამოდგება იატაკის, ასევე კედლები მოსაპირკეთებლად. კარგად ეხამება სამზარეულოს ინტერიერის სტილს.

არის პრაქტიკული, ამტანი სხვადასხვა სითხეებისა და ცეცხლის მიმართ. საკმაოდ მარტივი მოსავლელი. ამგვარი კერამიკული ფილა თითქმის ყველა მწარმოებელს გააჩნია კოლექციაში.

კერამიკული ფილა აგურის იმიტაციით - ფილის ეს სახეობა აქტუალურია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების, იტალიური და პროვანსული სტილისთვის. იგი უზრუნველყოფს სიმყუდროვესა და სითბოს სამზარეულოში.

აგურების იმიტაციით შესრულებული ფილები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, გაბარიტებით, შესრულების სტილით, საფარით, ფაქტურით, სტრუქტურით  და რა თქმა უნდა შეფერილობით.

დახვეწილი აგურის კედელი მიიღება მინი ფორმატის კერამიკული ფილებისგან. სტანდარტული წყობა სრულდება სამზარეულოსთვის განკუთვნილი ფილებით, ზომით - 10X10.

უფო მასიური შედეგი (დიდი სამზარეულებისთვის) მიიღება არასტანდარტულად დიდი ზომის აგურის ფილების გამოყენებით.

კერამიკული ფილა ქვის იმიტაციით - კარგი გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც კლასიკისა და ქანთრის სტილში სურს საკუთარი სამზარეულოს ინტერიერის გადაწყვეტა.

ეს სტილი ანიჭებს სამზარეულოს ინდივიდუალურ, მკვეთრ და სიახლის ელფერს. ქვის იმიტაციის კერამიკული ფილის შესანიშნავ დამატებად შეიძლება იქცეს მოჭესილი ელემენტები, ნატურალური ხის ავეჯი და უხეში ტექსტილის დეკორი.

ასეთი კერამიკული ფილა ბუნებრივდ ახდენს ნებისმიერი სახის ნატურალური ქვის იმიტაციას: გრანიტი, მარმარილო, ბიცის, ფიქალის და ა.შ იმიტაციას.

ძალიან პოპულარულია სამზარეულოში დაძველებისა და ცვეთის, უსწორმასწორო, ნაპრალიანი, ხაოიანი, დაკბილული და სხვა ეფექტების კერამიკული ფილები.

კერამიკული ფილა ტყავის იმიტაციით - ასეთი ფილები შესანიშნავი გადაწყვეტაა მათთვის, ვინც ოცნებობს მდიდრულ, დახვეწილ გარემოზე და გლამურზე სამზარეულოშიც კი.

ძალიან ორიგინალურად და მდიდრულად გამოიყურება ეგზოტიკური ცხოველებისა ფრინველების ტყავის იმიტაცია.

უჩვეულო და ეფექტურია იატაკზე ან კედლებზე  ნიანგისა და გველის ტყავის იმიტაციის მქონე კერამიკული ფილები.

არსებობს ზებრის, ვეფხვის და სხვა ცხოველების ტყავის იმიტაციის კერამიკული ფილები, რომლებიც შესანიშნავად შეესაბამება ველურ, ეთნიკურ და ეგზოტიკურ ინტერიერს.

კერამიკული ფილა მეტალის იმიტაციით - ბევრი ამტკიცებს, რომ მეტალიზირებული ფილა სამზარეულოს ინტერიერს ხდის ცივს და იწვევს სიმარტოვის განცდას.

თუმცა დიზაინერთა და მომხმარებელთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მეტალს ინტერიერში შეაქვს ინტრიგა და დინამიკა.

კერამიკული ფილა მეტალის ბზინვარებით, იდეალურად ერწყმის თანამედროვე დიზაინსა, მინიმალისტურ სტილსა და ჰაი-ტეკს.

ფილები სპლენძის, ბრინჯაოს, თითბერის, ნიკელის, პლატინის, ვერცხლისა და სხვა მეტალების იმიტაციით კარგეად ერწყმის ულტრამოდურ დიზაინებს ისე, რომ არ ითხოვს განსაკუთრებული ექსპლუატაციის პირობებს და რთულ მოვლას.

კრისტალური კერამკული ფილა - ასეთი ფილები მხატვრული მოხატულობით ან ხელის დეკორით არის შესრულებული.

ამ თემატური კერამიკული ფილებიდან შესაძლოა შეიქმნას ბრწყინვალე პანო სამზარეულოს კედლებისთვის.

კრისტალური ფილა მიანიჭებს ინტერიერს უნკალურობას, სინათლესა და სიახლეს. ეს მშვენიერი მასალა განკუთვნილია სამზარეულოს მდიდრული მორთულობისთვის.

ქსოვილისმაგვარი კერამიკული ფილა - თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად რეალისტურად გადმოსცემენ ქსოვილის ფაქტურას კერამიკული ფილის ზედაპირზე, რომ ორიგინალისგან მისი გარჩვეა პრაქტიკულად შეუძლებელია.

შესაძლებელია შერჩეული იქნას კერამიკული ფილები გობელენის, ტილოს, აბრეშუმის, ბარხატის, გიპიურის და სხვა ქსოვილების იმიტაციით.

ასეთი კერამიკული ფილები ნამდვილად არაორდინარული ნაბიჯი იქნება სამზარეულოს ინტერიერის გასაფორმებლად.

კერამიკული ფილა პრინტებითა და ორნამენტებით - ეს არის თამამი, სხივიანი, მკვეთრი საღებავებით შესრულებული კერამიკული ფილა, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ინტერიერს.

მრავალფეროვანი კონტრასტები, აბსტრაქციები, ნახჭები, ორნამენტები, ნახატები და მრავალი სხვა, შესანიშნავად ასხამს ფრთბს ყველაზე ლამაზ და უჩვეულო დიზაინერულ იდეებს.

მოზაიკური კერამიკული ფილა - ასეთი ფილები შესანიშნავია პიკანტური აღმოსავლური და არაბული სტილის სამზარულოს ინტერიერებისთვის.

მოზაიკური ფილა შიძლება იყოს ერთ ტონში, სხვადასხვა ფერებში. მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სურათებისა და გარდამავალი ეფექტების შექმნა. შესანიშნავია ერთტონიანი და მასთან მიახლოებული ფერის კერამიკულ ფერებთან კომბინაციაში. 

მოზაიკური ფილით შეიძლება ნებისმიერი უსწორმასწორო და გამობურცული ზედაპირების მოპირკეთება, რაც მისი უდავო უპირატესობაა კერამიკასთან და კაფელის ფილასთან შედარებით, რომლებისთვისაც საჭიროა მხოლოდ იდეალურად სწორი ზედაპირი.

გაითვალისწინეთ, რომ თუ მოზაიკის გაკეთებას გადაწყვეტთ, რეკომენდებულია შეიძინოთ საჭირო რაოდენობაზე მეტი მოზაიკური ფილა, რადგან კუთხეებისა და კიდეების შეთავსება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.

ფოტო კერამიკული ფილა - ფოტო ფილების საშუალებით შესაძლებელია სამზარეულოს ინტერიეერის ნამდვილ არტ-გალერეად გადაქცევა. 

ეს არის თანამედროვე კერამიკული ფილა მასზე დაბეჭდილი ფოტოსურათით. ფოტოსთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას ნებისმიერი ორიგინალური და საინტერესო გამოსახულება: ფოტოსურათი ან ნახატი.

სურათის დატანა ფილაზე ხდება სპეციალური მელნის საშუალებით, რომელიც აღწევს კერამიკული ფილის შრის სიღრმეში, ამიტომ მისი წაშლა ან გახუნება პრაქტიკულად გამორიცხულია,.

ფოტო კერამიკული ფილა ფართო შასაძლებლობებს ქმნის დეკორატორებისა და დიზაინერებისთვის სამზარეულოს ან სააბაზანოს ინტერიერის გადაწყვეტისთვის.

3D კერამიკული ფილა - დიზაინერები სულ უფრო ხშირად იყენებენ 3D ფორმატის კერამიკულ ფილებს აბაზანის, სამზარეულოსა და სხვა შენობების ინტერიერის გასაფორმებლად.

მოცულობითი და დინამიური სურათები, რომელიც მიიღწევა 3D ეფექტის საშუალებით, განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც მოსწონს ახალი ტექნოლოგიები.

3D ფორმატის გამოსახულებამ შესაძლოა შექმნას ჭერზე ღრუბლიანი, ან ვარსკვლავიანი ზეცის იმიტაცია, კედლებზე შესაძლოა განთავსდეს ქალაქის, ან ბუნების ხედების იმიტაცია, ზღვისა და ოკეანის ეფექტები და ა.შ.

გარდა უჩვეულო და ორიგინალური დიზაინისა, ასეთმა კერამიკულმა ფილებმა სამომხმარებლო ბაზარზე ადგილი დაიმკვიდრა თავისი პრაქტიკულობით. იგი ადვილად იწმინდება და ირეცხება, კარგად იტანს ნესტს და გააჩნია მაღალი ესთეტიკური თვისებები.

კერამიკულ ფილას  3D ეფექტით, ამზადებენ მიკროლინზური ტექნოლოგიის გამოყენებით. 3D ფილა აბაზანისთვის - კერამიკული ფილისა და სპეციალური კარბონის პარკის უნიკალური შეთავსებაა, რომელიც მოცულობითი წარმოსახვის უნიკალურ ეფექტს ქმნის.

ყველაზე ხშირად 3D ფილას პიქსელური ან გეომეტრიული ხასიათი აქვს, რომელიც შენობაში პარალელური ილუზიის შთაბეჭდილებას ქმნის.

ძალიან ხშირად, დიზაინერები  3D  გრაფიკით გაფორმებულ მოასპირკეთებელ მასალებს ჰარმონიულად იყენებენ სააბაზანოს, სამზარეულოსა და მისაღებისთვის, რათა ზედაპირის მოცულობამ (იატაკი, ჭერი, კედლები) არ გადატვირთოს შენობა.

რაც შეეხება ოთახებს, აქ 3D ფილების გამოყენებას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან საცხოვრებელ ფართში ისედაც მრავლადაა ინტერიერის საგნები.

სარკისებრი კერამიკული ფილა - ექსტრაორდინარული გადაწყვეტილებების მოყვარულებისთვის რეკომენდებულია კერამიკული ფილა სარკისერი ანარეკლით.

ასეთი ფილა შესაძლოა გაიკრას მთელს კედელზე და ამით ვიზუალურად 2-ჯერ გაზარდოთ სააბაზანოს ზომა.

შეიძლება იმოქმედოდ ნაკლებად რადიკალურად და ჩასვათ სარკისებრი ფილები ჩვეულებრივ ფილებს შორის, როგორც დეკორატიულ ელემენტები. ამასთან, ასეთმა დანამატებმა შეიძლება სრულიად ჩაანაცვლოს აბაზანის სარკე.

თუ სააბაზანო ოთახი პატარაა, სარკისებრი ფილების სხვადასხვა დეკორატიული კომბინაციებით შესაძლებელია შექმნათ სივრცის სიღრმის ილუზია.

ამისთვის საკმარისია სარკისებრი ფილები დაეწყოს დიაგონალურად კედლებზე და იატაკზე. კიდევ ერთი მეთოდი - ჭერზე სარკისებრი ფილის გაკვრა საშუალებას იძლევა ვიზუალურად გაიზარდოს აბაზანის ჭერის სიმაღლე.

მინის კერამიკული ფილა - არსებობს მინის კერამიკული ფილა, რომლის შიგთავსში მოთავსებულია სეკრეტი: ფოთლები, გამხმარი ყვავილები, კენჭები, ბალახები, ნიჟარები და ა.შ.

რამოდენიმე ასეთ ფილასაც კი შეუძლია შეცვლოს საერთო სურათი სამზარეულოს ან აბაზანის ინტერიერში და შექმნას ორიგინალური დიზაინი.

მინის კერამიკულ ფილის გამოყენებისას რეკომენდებულია განათების ჭკვიანურად გამოყენება, რათა გაძლიერდეს მისი საშუალებით მიღებული ვიზუალური ეფექტი.

ფაქტურიანი კერამიკული ფილა - წინასწარ ჩაფიქრებული ფაქტურები, რომელიც დატანილია ფილაზე ამა თუ იმ სახით, მას კერამიკულ ექსკლუზივად აქცევს.

ეფექტურია კერამიკული ფილა, რომლის მქრქალ ზედაპირზე დატანილია პრიალა სურათი, ნახატი ან უზორი.

ფაქტურიანი ფილა ახდენს კენჭების, გველის ქერცლის, ტყავის, ხის სხვადასხვა ფაქტურის, დაბზარული ქვების, ჰაერის ბუშტულების, მეტალის მრავალფეროვანი ფაქტურის, მხედველობითი 3D ეფექტების, გამობურცული სურათის და ა.შ იმიტირებას.

ასეთი ფილები საოცარი ბუნებრიობით იმეორებს სხვა მასალის ზედაპირს. მაგალითად, თუ ეს მასალა მეტალია, ფაქტურიან ფილას შეიძლება ჰქონდეს ჟანგის, პლატინის, გაცვეთილი რკინის და ა.შ ეფექტები.

მოცულობითი კერამიკული ფილა - სამზარეულოს ან სააბაზანოს მშვიდი ინტერიერისთვის აუცილებელია დინამიკა, რომლის მიღწევა შესაძლებელია მოცულობითი, ამობურცული ფილის საშუალებით.

მოცულობითი დეკორი, რთული უზორი, სამგანზომილებიანი ორნამენტები, მხედველობითი 3D ეფექტები, გამობურცული სურათი და ა.შ, ქმნის განწყობას და დიზაინს გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.

ფიგურული კერამიკული ფილა - ეს არის რთული ფორმის და არც თუ ისე დიდი ფორმატის კერამიკული ფილა, რომელიც სამზარეულოს ან აბაზანის კედლებზე და იატაკზე ეფექტურ დეკორატიულ კომპოზიციას ქმნის.

ასეთი ფილები არსებობს მრავალკუთხედის, ტრაპეციის, ოვალური ან მრგვალი ფორმის.

ფიგურული ფილა არ ითხოვს ბორდიურებს, სხვადასხვა სახის შემზღუდველებსა და დეკორატიულ ელემენტებს, თუმცა ასეთი ფილით შენობის მოპირკეთება საკუთარ თავზე მხოლოდ პროფესიონალმა ოსტატმა უნდა აიღოს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ