მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 13616 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ ავირჩიოთ მინაპაკეტებიმინაპაკეტი - ეს არის რამოდენიმე (ორი და მეტი) მინის ნაჭერი, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია კონტურებით - სპეციალური ჩარჩოებისა და ჰერმეტიკის დახმარებით.

მინებს შორის წარმოიქმნება ჰერმეტული კამერები, რომლის შიგნითა სივრცეში ჰაერი ან რომელიმე ინერტული გაზია.

მინის სისქეზე და მინებს შორის მანძილზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა თბოიზოლაცია და ხმაურის იზოლაცია.

რთული არ არის შეამჩნიოთ, რომ მინაპაკეტს უჭირავს ფანჯრის საერთო კონსტრუქციის 70-90%. ეს ყველაზე მთავარი „კარია“, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს ესოდენ ძვირფასი სითბოს გადინება.

ამიტომ, ხარისხიანი და სწორად შერჩეული მინაპაკეტი მოგცემთ მთელს რიგ უპირატესობებს:

მზის სხივების მავნე ზემოქმედისგან 100%-იანი დაცვა;

თბოიზოლაციური თვისებების ეფექტური შენარჩუნება - 60%-ით მეტი სითბო ზამთარში და 50%-ით მეტი სიგრილე ზაფხულში; 

მინაზე კონდესანტის დაგროვების გამორიცხვა;

საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელი მიკროკლიმატის შენარჩუნება მთელის წლის განმავლობაში;

ენერგორესურსების (ელექტროენერგიისა და გაზის) ხარჯის საგრძნობი შემცირება;


მინაპაკეტების რაოდენობა


მინაპაკეტების რაოდენობაერთმანეთში არ უნდა აგერიოთ პოლივინლქლორიდის პროფილში არსებული საჰაერო კამერების რაოდენობა და მინაპაკეტების კამერების რაოდენობა.

პროფილში არსებული საჰაერო კამარა ეს არის პროფილში არსებული ღრუ, ხოლო მინაპაკეტის კამერა - მინებს შორის არსებული სივრცეა.

ერთკამერიანი მინაპაკეტი - ყველაზე მარტივი კონსტრუქციისაა, იგი შედგება ორი მინისგან და მათ შორის მოთავსებული ერთი საჰაერო კამერისგან.

ამგვარი ნაკეთობის თვისებები დამოკიდებულია მინების სისქეზე, მათ შორის არსებული კამერის სიგანეზე და მინებზე რაიმე სახის ლენტის (ტონირებული, დამცავი, ენერგოეფექტური) არსებობა/არარსებობაზე.

ერთკამერიანი მინაპაკეტი ძალიან მსუბუქია, ამიტომ მისი ძირითადი დანიშნულება დიდი ფართობების შემინვაა. ასეთ პაკეტებს ხშირად იყენებენ: აივნებისთვის, ლოჯიებისა და ტერასებისთვის.

თუმცა, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებად ერთკამერიანი მინაპაკეტი არ არის რეკომენდებული არასაკმარისი თბოიზოლაციისა და ხმაურის ცუდი იზოლაციის გამო.

ერთკამერიანი და ორკამერიანი მინაპაკეტებიორკამერიანი მინაპაკეტი - შედგება სამი მინისაგან და მათ შორის მოთავსებული ორი საჰაერო კამერისაგან.

მინაპაკეტის ამ ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები, მეტი რაოდენობის მინების გამო რამდენადმე მაღლა დგას, ვიდრე ერთკამერიანი მინაპაკეტისა. მაგალითად - იგი თითქმის 1,5-ჯერ უფრო თბილია ვიდრე ერთკამერიანი მინაპაკეტი.

დაწყებული ორკამერიანი მინაპაკეტიდან, მინაპაკეტებში გამოყენებული კონსტრუქციული გადაწყვეტა ითვალისწინებს მინების სხვადასხვა სისქეს და კამერებს შორის არსებული სივრცის სხვადასხვა სიგანეს.

ძირითადად სწორედ ორკამერიან მინაპაკეტებს იყენებენ საცხოვრებელი კერძო სახლებისთვის, საცხოვრებელი კორპუსებისთვის, აგარაკებისთვის ან ოფისებისთვის. რადგან გააჩნია ნაკლები სითბოს დანაკარგი და ხმაურის კარგი იზოლაცია.

სამკამერიანი მინაპაკეტი - შედგება ოთხი მინისგან და მათ შორის მოთავსებული სამი კამერისგან.

სამკამერიანი მინაპაკეტები იშვიათად გვხვდება, ისინი ძალიან მძიმეა და ატარებენ ნაკლებ შუქს ვიდრე სხვა სახის მინაპაკეტები. მათი გამოყენება ძირითადად ხდება ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ხშირად არის - 40 გრადუსზე ქვემოთ.

უფრო მაღალ ტემპერატურებზე, სხვაობა ორკამერიან და სამკამერიან მინაპაკეტებს შორის თითქმის არ არსებობს.

ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა კამერების რაოდენობას აზრი აღარ აქვს და მხოლოდ ამ მაჩვენებელში გადახდილი ზედმეტი თანხა სრულიად გაუმართლებელია.


მინის ხარისხი


მინის ხარისხიმინის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მინაპაკეტში კამერების რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მინაპაკეტს აირჩევთ, მინის სისქე არ უნდა იყოს 4 მმ-ზე ნაკლები (მინიმუმ 3.2-3.5 მმ).

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა შემკვეთი უკვეთავს 4 მმ სისქის მინაპაკეტს, მაგრამ საწარმო ამზადებს ფანჯრებს, რომლშიც მინაპაკეტის სისქე 3 მმ ან უფრო ნაკლებია.

ჩვეულებრივი მინა, ყველაზე სტანდარტულად მიიჩნევა, არსებობს ნაწრთობი, ჩვეულებრივ მინასთან შედარებით მტკიცე მინები.

დღესდღეობით სულ უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს არჩევანს მინებზე, რომლებიც ირეკლავენ ინფრაწითელ სხივებს. ასეთ მინებიც გამჭვირვალეა, ისე როგორც ჩვეულებრივი მინა, მაგრამ ამასთან - ინარჩუნებენ სითბოს - ზამთარში და სასიამოვნო სიგრილეს - ზაფხულში.

ფერადი და სარკისებრი მინები სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე მინაპაკეტებში, როგორც ჩვეულებრივი, სტანდარტული მინაპაკეტების ალტერნატივა.

არსებობს ცეცხლგამძლე მინებისგან დამზადებული მინაპაკეტები, რომლებიც არ ტყდება ექტრემალურად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგადაც კი.

პოპულარულია ტრიპლექსით ლამინირებული მინები, რომელთა გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო თუ გატყდა კიდეც, არ გააჩნია ნამსხვრევები.


მინაპაკეტის დამატებითი ოფციები


ტონირებული მინაპაკეტები

ტონირებული მინაპაკეტებიტონირებული მინაპაკეტების დანიშნულება შეიძლება იყოს განსხვავებული: 

მზისგან დამცავი - იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან; 

გარე თვალისგან დამცავი - ტონირებულ მინას გააჩნია ფარდების ფუნქციაც და იცავს შენობას გარე თვალისაგან.

მზის ამრეკლი;

კომბინირებული ანტივანდალური;

და სხვა...

განვიხილოთ მოკლედ მათი თვისებები:

მზისგან დამცავი მინა - მის საფუძველში დევს რეფლექტორული მინა, რომელსაც გააჩნია არ მხოლოდ ესთეტიკური მნიშვნელობა, არამედ ატარებს შენობაში ნაკლებ მზის სხივს, სიცხეს და იცავს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.

გარდა ამისა, ტონირებულ მინას გააჩნია ფარდების ფუნქციაც და იცავს შენობას გარე თვალისაგან.

სარკისებრი მინა - სარკისებრ მინას ამზადებენ მინის ზედაპირზე მეტალის ოქსიდის მცირე ფენის დატანის გზით. ასეთი მინა შთანთქავს მზის სხივების 67%-ს.

სარკისებრი მინა ერთმანეთში ითავსებს  ფერადი და გაჭვირვალე მინების უპირატესობას, ანუ გარედან მინა შეიძლება იყოს სარკისებრი, ხოლო შიგნიდან ჩვეულებრივად - გამჭვირვალე.

ნაწრთობი მინა - რომელიც გამოიყენება გარე ფასადებში, მოაჯირებზე და გადახურვებში. მას გააჩნია განსაკუთრებული სიმყარე და მდგრადია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.

გატეხვის შემთხვევაში ნაწრთობი მინა იფშვნება პატარა ნაწილებად, რაც უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას მასთან კონტაქტის შემთხვევაში.

ფერადი მინა, გამოიყენება დეკორაციად, მოაჯირებზე, ფასადებზე, სახლის შიდა დიზაინებში. ეს მინა შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან გაუმჭვირვალე.

აღსანიშნავია, რომ ფერადი მინა, რომელსაც არ გააჩნია სარკისებრი დამცავი ფენა და არ იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან, არ შეიძლება გამოყენებული იქნას გარე ფასადის მინად ძალიან ცხელ კლიმატურ პირობებში.

ლამექსი - არის 2 ან მეტი შეწებებული მინა, რომელიც გამოიყენება გადახურვისთვის, მოაჯირებისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებით, მათ შორის ტყვიაგაუმტარი შემინვებისთვის.


ენერგოეფექტური მინაპაკეტი

ენერგოეფექტური მინაპაკეტიკიდევ უფრ მეტი პოპულარობით სარგებლობს ენერგოეფექტური მინაპაკეტები, რომლებიც არ მხოლოდ იცავენ სახლს სიცივის შეღწევისგან, არამედ ინარჩუნებენ შენობის შიგნით გამათბობელი ელემენტებისგან გამოყოფილ სითბოს.

ასეთი ენერგოეფექტული სისტემები მაქსიმალური რაოდენობის სითბოს შეკავებას უზრუნველყოფენ იმით, რომ მინაპაკეტის ერთ-ერთი მინას გააჩნია განსაკუთრებული დაფარვა.

დაფარვის მიხედვით მინები არის ორი სახის

»» დაბალემისიური - I (low-E glass) მინა - რბილი ენერგოეფექტური დაფარვით;

»» დაბალემისიური - K (low-E glass) მინა - მყარი ენერგოეფექტური დაფარვით;

მათ შორის სხვაობა აისახება როგორც მინაპაკეტის თვისებებზე, ასევე მინის მიღების ხერხზე.

I (low-E glass) - რბილი დაფარვა მიიღება - მინაზე მეტალის სპეციალური ოქსიდების ვაკუუმური დაფრქვევით, რაც წარმოადგენს მონაცვლეობითი დიელექტრიკების სამ და მეტ შროვან სტრუქტურას (BiO, AlN, TiO2 და ა. შ.) რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ნაკეთობის თბოიზოლაციური თვისებებს,

K (low-E glass) -  მყარი დაფარვის დროს - ჯერ კიდევ ცხელ მინაზე, პიროლიზის მეთოდით (ქიმიური რეაქცია) ხდება გამჭვირვალე და მაღალი ელექტროგამტარობის კალის მეტალების (SnO2) თხელი ფენის გადაკვრა (ასეთი მინები გამოიყენება გაზქურებში).

ამ ორ მეთოდიდან უფრო პოპულარულია და ძირითადად გამოიყენება რბილი (I) დაფარვის მეთოდი, რადგან სწორედ იგი ფლობს მაქსიმალურ თბოიზოლაციურ თვისებებს.

უპირატესობები - ამგვარი არჩევანის თავისებურებაა ის, რომ ენერგოეფექტური მინაპაკეტების დამონტაჟების შემთხვევაში, ზამთარში შენობა გათბება, რადგან არ მისცემს თბილ ჰაერს გარეთ გამოსვლის საშუალებას, ზაფხულში კი პირიქით, მოახდენს ქუჩიდან შენობაში ცხელი ჰაერის შესვლის ბლოკირებას.

დამტკიცებულია, რომ ასეთი ენერგოეფექტური მინაპაკეტები შესაძლებელს ხდის შენობის კონდიცირებასა და გათბობაზე გაკეთდეს 35%-მდე (და მეტი) ეკონომია. რაც საშუალებას იძლევა დანახარჯები ამოგებული იქნას რამდენიმე წლის შემდეგ.

ამის შემდეგ, მეტალოპლასტმასის კონსტრუქციები მუშაობს სუფთა მოგებაზე  - ენერგო რესურსების დაზოგვის ხარჯზე.

სხვათა შორის, ამგვარი მინით დამზადებული ერთკამერიანი მინაპაკეტი სრულიად საკმარისია მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მისაღწევად. ამასთან, იგი მსუბუქია (დაახლოებით 30%-ით) ორკამერიან მინაპაკეტზე, რაც ახდენს ნაკლებ დატვირთვას ფურნიტურაზე და შესაბამისად ახანგრძლივებს მისი ექსპლუატაციის ვადას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთკამერიანი მინაპაკეტი I (low-E glass) ენერგოეფექტური მინით, არაფრით ჩამოუვარდება ორკამერიან მინაპაკეტს ხმაურის იზოლაციის თვალსაზრისით.

 


მინაპაკეტი გაზით მინებს შორის

მინაპაკეტი გაზით მინებს შორისმინაპაკეტის სტანდარტულ ვარიანტში, მინებს შორის სივრცეში არის ჰაერი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებლები ამ სივრცეში ტვირთავენ ინერტულ გაზს რომელიც ანელებს თბოგადაცემის პროცესს.

გამოყენებული ინერტული ნივთიერება შეიძლება იყოს ორ სახის:

»» არგონი;

»» კრიპტონი;

»» ქსენონი; 

»» მათი ნაზავები;

ამ გაზების თვისებები განსხვავებულია. თბოგამტარობით ქსენონი და კრიპტონი მნიშვნელოვნად ეფექტურია არგონზე, თუმცა მინაპაკეტებს შორის ყველაზე ხშირად ტვირთავენ - არგონს. ამის მიზეზი მისი ღირებულებაა.

არგონს, ზემოთ ჩამოთვლილ გაზებს შორის გააჩნია ყველაზე დაბალი ღირებულება, ამავდროულად კი მისი თვისებები სრულიად მისაღებია მინაპაკეტის თბოიზოლაციის გასაუმჯობესებლად.

ამიტომ, თუ საუბარია მინაპაკეტზე, რომელშიც ჩატვირთულია ინერტული გაზი, დიდი ალბათობით ეს გაზი - არგონია, რომლის მოქმედების მთავარი მიზანი მინაპაკეტის თბოიზოლაციური თვისებების სრულყოფაა.

არგონის თბოგამტარობა მნიშვნელოვნად მცირეა ჰაერის თბოგამტარობაზე, ამიტომ არგონიანი მინაპაკეტებს გააჩნია მარალი თბოიზოლაციური თვისებები და სითბოს ეკონომია ჩვეულებრივ მინაპაკეტთან შედარებით (რომლის მინებს შორის-ჰაერია) აღწევს 60%-ს.

ასეთი ფანჯრის კონსტრუქციებით მიღწეული თბოიზოლაცია არა მხოლოდ ინარჩუნებს სითბოს შენობაში, არამედ ხელს უწყობს კონფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას წლის ცხელ პერიოდშიც (ზაფხულში).

ამგვარად არგონიანი მინაპაკეტით ეკონომია კეთდება არა მხოლოდ გათბობაზე, არამედ კონდიცირებაზეც.

გარდა ამისა, კამერებში, რომლებშიც ჩატვირთულია ინერტული გაზი - საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ხმაურის იზოლაცია (დაახლოებით 20%-ით) და ზაფხულის პერიოდში ირეკლავს ულტრაიისფერი სხივების მნიშვნელოვან ნაწილს.

მინებს შორის ჩატვირთული ინერტული გაზები აბსოლიტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არგონი არ იწვის, არ არის ფეთქებადსაშიში, რადიაოაქტიული და არ შედის ქიმიურ რეაქციებში.

რაც შეეხება მის გაჟონვას მინაპაკეტიდან, ორსაფეხურიანი ჰერმეტულობა უზრუნველყოფს იმას, რომ გაჟონვის მაჩვენებელი არის წელიწადში 1-2%-ზე ნაკლები. რაც ნიშნავს, რომ მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 50 წელზე მეტს.

გაითვალისწინეთ - ბევრ მომხმარებელს აინტერესებს არის თუ არა ნამდვილად მისი ფანჯრების მინაპაკეტებში ჩატვირთული არგონი. სამწუხაროდ, თვალით ამის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან არგონი უხილავი და უფეროა.

ამიტომ, იმისთვის, რომ გაიგოთ ნამდვილად არის თუ არა თქვენს მინაპაკეტებში ინერტული გაზი, საჭიროა სპეციალური ხელსაწყო - თბოვიზორი. თბოვიზორით მომსახურებას კი გაუწევს სპეციალიზებული ფირმა, რომელსაც გააჩნია მსგავსი მომსახურებათა სპექტრი.

არგონით ჩატვირთული მინაპაკეტები ჩვეულებრივ მინაპაკეტებზე მაღალი ღირებულებისაა, თუმცა ეს გაცილებით მაღალეფექტური მინაპაკეტებია - გაძლიერებული თბოიზოლაციით და ენერგიის მაღალი ეკონომიურობით.

თუ ამგვარ მინაპაკეტებში არგონთან ერთად გამოყენებული იქნება ენერგოეფექტური მინებიც, ყველაზე თხელი მინაპაკეტიც კი შექმნის კომფორტულ ტემპერატურას შენობაში წლის ნებისმიერ დროს - მინიმალური ენერგო დანახარჯებით.


მინაპაკეტი ხმაურის იზოლაციით

მინაპაკეტი ხმაურის იზოლაციითამ ტიპის მინაპაკეტები გამოიყენება შენობაში ხმაურის იზოლაციის უზრუნველყოფის მიზნით.

ხმაურისგან დამცავი მინაპაკეტის კონსტრუქციული თავისებურება ითვალისწინებს მასში ისეთი კამერების არსებობას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომებით.

სწორედ ასეთი ტექნოლოგია იძლევა ზედმეტი ხმაურის შთანთქვისა და შენობაში ზედმეტი ხმების შეღწევის მაქსიმალური შემცირების საშუალებას.

იმისათვის, რომ ხმაურის იზოლაცია კიდევ უფრო ეფექტური იყოს, შესაძლებელია ამგვარი ტექნოლოგიის ტრიპლექსთან, ან ისეთ მინებთან შეთავსება, რომელშიც საიზოლაციო მასალად გამოიყენება ფისი.

ამგვარი თვისებების მქონე ერთმინიანი მინაპაკეტი ამცირებს ხმაურის დონეს დაახლოებით 20 დეციბალით. ერთკამერიანი და ორ მინიანი მინაპაკეტი - დაახლოებით 25 დეციბალით. ორკამერიანი მინაპაკეტი კი დაახოებით 30 დეციბალით.

რა თქმა უნდა შესაძლებელია ხმაურის დონის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა ამისთვის უკვე გამოიყენება უფრო მასიური მინები, რომელთა შორის მეტია დაცილებაც და შესაბამისად ხმაურის დონე მცირდება დაახლეობით 35-40 დეციბალით. ეს უკვე სრულყოფილი ტიპის ხმაურის იზოლაციის მქონე მინაპაკეტია.

შედარებისთვის ვნახოთ რამდენი დეციბალია ხმაურის ნორმა სხვადასხვა ტიპის შენობებში:

საძინებელი - 25 დცბ;

სასტუმრო ოთახი - 40 დცბ;

სკოლის კლასები, კინოთეატრები - 40 დცბ;

ოფისები - 50 დცბ;

სავაჭრო ცენტრები და სპორტული დარბაზები - 60 დცბ;

ვიდრე ხმაურის იზოლაციით აღჭურვილი მინაპაკეტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღებთ, გაითვალისწინეთ თუ სად მდებარეობს თქვენი საცხოვრებელი სახლი, აგარაკი თუ ოფისი და გათვალეთ გარემომცველი აკუსტიკური ფონის გაუარესების შესაძლო პერსპექტივა.


ხმაურის წყარო ხმაურის დონე (დეციბალი)
   ჩუმი ქუჩა, წვიმის წვეთების ხმა 40
   ნორმალური საუბარი 45
   ქალაქის ქუჩა 60
   მობილური ტელეფონის ზარი 70
   ქალაქის ქუჩა პიკის საათში 85
   მოტოციკლი, ძაღლის ყეფა, ფენის ხმა 90
   მეტრო 100
   iPAD-ის მაქსიმალური ხმა 115
   ავტომობილის სიგნალიზაცია 120
   ტკივილის აკუსტიკური ზღვარი 130

 

დარტყმაგამძლე მინაპაკეტი

დარტყმაგამძლე მინაპაკეტიამგვარი მინაპაკეტის დანიშნულებაა არა მხოლოდ ოპტიმალური მიკროკლიმატის უზრუნველყოფა, არამედ ბოროტმზრახველების ფანჯრიდან შენობაში შეღწევის პრევენცია.

ამგვარი მინაპაკეტების მონტაჟი რეკომენდებულია ოფისებში, აგარაკებზე, კოტეჯებზე, აგრეთვე ბინებზე, რომლებიც განთავსებულია შენობის პირველ სართულებზე.

დარტყმაგამძლე მინაპაკეტი შეიძლება დამზადებული იყოს დაცვის ორი ტექნოლოგიით:

»» ბრონირებული ლენტს გადაკვრა - გამოიყენება ძირითადად ბანკების, ოფისების და სხვა კომერციული დაწესებულებების დაცვის მიზნით

»» ტრიპლექსი - მინაპაკეტი შედგება პოლიმერების რამდენიმე შრისგან, რომლებიც ამაღლებენ მინის თბოიზოლაციურ თვისებებს და მექანიკურ სიმყარეს.

პოპულარული და ეფექტური საშუალებაა ბინებისა და ქალაქგარეთ მდებარე კოტეჯებისა და აგარაკების დასაცავად.

ბრონირებული ლენტისა და ტრიპლექსის შემადგენლების  სხვადასხვა სახის კომბინაციებით, შესაძლებელია შემდეგი სახის მინების მიღება:

დარტყმაგამძლე;

მრავალშრიანი;

ფერადი;

გამჭვირვალე;

მქრქალი;

მოლირებული (მოღუნული);

და სხვა...

ამ კომბინაციებით მიღებული ტრიპლექსის მინები შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა სახის შენობებში მრავალფეროვანი დანიშნულებით - დიზაინი, დაცვა, ენერგოეფექტურობა, ხმაურის იზოლაცია და სხვა...


თვითმწმენდი მინაპაკეტი

თვითმწმენდი მინაპაკეტიმინაპაკეტში ჩადებულია ყველა ის უპირატესობა, რაც ამგვარი მასალისგან დამზადებულ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს მარტივად მოსავლელს ხდის დიასახლებისთვის.

თვითმწმენდის ფუნქციას მინას ანიჭებს სპეციალური დაფარვა, რომელიც დატანილია მინის ზედაპირზე ქუჩის მხრიდან.

ეს სპეციალური ხსნარი მინაზე საწარმოო სიმძლავრით დაიტანება ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი იმყოფება დამზადების პროცესში.

დამცავი ნივთიერების შრე შექმნილია ისეთი გათვლით, რომ არ მოხდეს მისი აშრევება გარემო კლიატური პირობების ზემოქმედებით.

გარდა ამისა, ასეთი მინაპაკეტი არ აუარესებს ხედვას, უხილავია გარე თვალისთვის და ფლობს სხვა დადებით თვისებებსაც.

თვითმწმენდი მინაპაკეტის მოქმედების პრინციპი ასეთია: - მისთვის საჭიროა გარე მოქმედების წყარო - წყალი.

წვიმის ან თოვლის დროს, წყლის წვეთები თვითმწმენდი მინაპაკეტის ზედაპირზე თანაბრად წარმოქმნის უთხელეს ლენტს, რომლის გაშრობა ხდება ძალიან მოკლეს დროში. გაშრობასთან ერთად კი ცვივა მასზე დაგროვილი ჭუჭყი (ანუ ჭუჭყი არ რჩება მინაზე).

გაშრობის შემდეგ, მინაპაკეტის ზედაპირზე არ რჩება არც ლაქები, არც სხვა სახის დაბინძურების კვალი, რაც ხელს უწყობს მის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელით გაწმენდა-გასუფთავების გარეშე.

თუმცა, თუ დაბინძურება ძალიან ძლიერია, რა თქმა უნდა მხოლოდ თვითწმენდა საკმარისი არ იქნება და ფანჯრის გასაწმენდად ხელით დახმარება მაინც არის საჭირო.


დეკორატიული მინაპაკეტი

დეკორატიული მინაპაკეტიასეთი მინაპაკეტების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ - დეკორატიული ელემენტები (ხის ან მეტალის ფირფიტები), რომლებიც ახდენენ ტრადიციული ფანჯრის კონსტრუქციის იმიტაციას მისი ზედაპირის დაყოფის გზით.

დეკორატიული ფირფიტების მონტაჟი ხდება უშუალოდ მინაპაკეტზე - როგორც გარეთა, ასევე შიგინითა მხრიდან (მიუხედავად იმისა პლასტმასისაა ფანჯარა თუ ხის).

ამგვარი დეკორატიული გადაწყვეტა ნებისმიერ შენობას (სახლი, აგარაკი, ოფისი და ა.შ) ანიჭებს განუმეორებელ, დამამახსოვრებელს სტილს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთი ელემენტებით კეთდება ინგლისური სტილის კარ-ფანჯარა.

ამ დროს, მინა გამოდის უჩვეულო და მიუხედავად იმისა, ფანჯარაშია ჩასმული თუ კარებში, იმგვარ პიკანტურ იერს ანიჭებს დიზაინს, რომ იგი მაშინვე იქცევს ყურადღებას.

შიდა დეკორატიული ელემენტები - ანუ დეკორატიული ელემენტების წყობა (განაწილება) ხდება მინაპაკეტის შიგნით. ამგვარი გადაწყვეტა ითვალისწინებს დიზაინის განსაზღვრას და დეკორატიული ფირფიტების მონტაჟს კარ-ფანჯრის დამზადების პროცესში.

დეკორატიულ ფორფიტების ფერთა გამა ამ დროს არ არის მრავალფეროვანი. ძირითადი ფერებია თეთრი და ოქროსფერი. ამგვარი ლამაზი მინაპაკეტის შიგნით ფირფიტების სისქე შეადგენს 8 მმ-ს.

გარე დეკორატიული ელემენტები - შიდა დეკორატიული ელემენტებისგან განსხვავებით, მათი დამონტაჟება ხდება ფანჯრის კონსტრუქციის მინაზე ზემოდან დაწებების გზით.

ამგვარი სტილისტური ჩანაფიქრი, უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება ფანჯრის ფერის შესაბამისად, ერთიანი კონსტრუქციის იმიტაციის მიზნით.

გარე დეკორატიული ფირფიტები ზომები როგორც წესი - 18-24 მმ-ია. ასეთი გარე დეკორატიული გადაწყვეტა წარმატებით სარგებლობს დიზაინერებში ფანჯრისთვის გოთიკური და სხვა ორიგინალური სტილის მისანიჭებლად.

ფირები - დღესდღეობით, ქიმიური წარმოება მომხმარებელს აძლევს განუზომელ შესაძლებლობებს მიანიჭოს საკუთარ კან-ფანჯარას ინდივიდუალური, ორიგინალური იერ-სახე მრავალფეროვანი სპეციალური ფირების (ლენტების) საშუალებით.

თითეული სახის ფირი ერთმანეთისგან განსხვავდება სამი ძირითადი თვისებით:

ფერი;

სისქე;

ტექნიკური თვისებები;

ნებისმიერი ფირის ფანჯარაზე აკვრა შესაძლებელია კარ-ფანჯრის მონტაჟის შემდგომაც, რადგან თითეული სახის ფირი თვითწებვადია.

პრონციპში, ამდაგვარ ტონირებულ მინების შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მაინც ვნახოთ რა სახის ფირების გამოყენებაა შესაძლებელი დეკორატიულ მინაპაკეტებზე.

ტონირებული ფირი;

სარკისებრი ფირი;

დეკორატიული ფირი;

არტ-ტონირებული ფირი;


მინაპაკეტი ჩაშენებული ჟალუზებით

მინაპაკეტი ჩაშენებული ჟალუზებითეს უფრო ჟალუზების თემას განეკუთვნება, თუცა არ შეიძლება ავღნიშნოთ, რომ მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია ცნობილი ბრენდების მიერ წარმოდგენილი მინაპაკეტები, რომლებშიც მინებს შორის ჩაშენებულია ჟალუზები.

ასეთი მინაპაკეტები, ისევე როგორც ჟალუზები, მარტივი მოსავლელია, რადგან საიმედოდაა დაცული მტვრის მოხვედრისგან და მექანიკური ზემოქმედებისგან უნიკალური კონსტრუქციის წყალობით.

ჟალუზიანი მინაპაკეტები დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან და მათში გათვალისწინებულია ყველაზე მკაცრი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რის გამოც ასეთ მინაპაკეტებს ხშირად იყენებენ სამედიცინო და ბავშვთა დაწესებულებებში.

გარდა ამისა, მინაპაკეტები ჩაშენებული ჟალუზებით ხასიათდება მთელი რიგი უპირატესოებებით:

მარტივი მონტაჟი;

ფერების დიდი არჩევანი (ე.წ. "მეტალიკი" ფერებიდან - "ხის ფაქტურის" ფერებამდე);

ასრულებს მზისგან დამცავ ფუნქციას;

ინარჩუნებს მინაპაკეტის ჰერმეტულობას;

არ ხდება მისი დეფორმირება მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ზემოქმედებით;

ჟალუზების ფირფიტები არ ხუნდება და მუდმივად ინარჩუნებს პირველად იერ-სახეს;

ძალიან მარტივია ჟალუზების მართვა (უპრობლემოდ შეუძლია მართოს პატარა ბავშვსაც კი);

შესაძლებელია როგორც ფანჯრების, ასევე კარებებისთვის, საოფისე ტიხრებისთვის და ა.შ გამოყენება;

შესაძლებელია ფარდებისა და ჟალუზების სტილის შეხამება (თუ გსურთ ერთდროულად - ფანჯრის ლამაზი და მოდური იერ-სახე);

შესაძლებელია როგორ ხელით, ასევე დისტაციური პულტის მართვა

და სხვა...

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ