მიხაკი 03.09-11.09
მიხაკის ნიშნის ქვეშ დაბდებული ადამიანები სანდონი, მიზანსწრაფულები, შრომის მოყვარულები და ძალიან პირდაპირები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად პირდაპირობამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნათ ცხოვრებაში, ისინი მაინც სიმართლის თქმას ამჯობინებენ ხოლმე.
მიხაკები ჯიუტებიც არიან, თუნდაც არ ქონდეთ გამარჯვების იმედი, მაინც დაუფიქრებლად შეებმებიან ხოლმე ნებისმიერ საქმეს. მისი ასეთი მიზანსწრაფულობა არ მოსწონთ გარშემომყოფებს, თუმცა მიხაკებს ეს დიდად არ აღელვებთ და ყოველთვის ცდილობენ თავისი გაიტანონ.
მიხაკები ბუნებით ერთგულები არიან და ამასვე ითხოვენ პარტნიორებისგანაც, თუ მათი თავმოყვარეობა და სურვილები დაკმაყოფილებული არ იქნა, ისინი მზად არიან საერთოდ დაანგრიონ ურთიერთობები და საფუძველი ჩაუყარონ ახალ ურთიერთობას.