მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1281 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გენმოდიფიცირებული პროდუქტები დიდი ხანია გახდა განხეთქილების მიზეზი მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის.

გმო (GMO - გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები) - პროდუქტებთან დაკავშირებით, ერთგვაროვანი მოსაზრება არ არსებობს.

მეცნიერების ნაწილი მიიჩევს, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სრულიად უსაფრთხოა და პირიქით, გამორირჩევიან მაღალი ხარისხით, მიმზიდველი სასაქონლო იერსახით და გაცილებით ხანგრძლივად ინარჩუნებენ საკვებ ღირებულებას.

ისინი თვლიან, რომ ტრანსგენური (გენური ინჟინერიის) გზით შესაძლებელია მსოფლიო სასურსათო კრიზისის დაძლევა და გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება.

მეცნიერების მეორე ნაწილს კი ამტკიცებს, რომ გმო-პროდუქტები შეუქცევად ზეგავლენას ახდენს ადამიანის დნკ-ზე და საკმაოდ მაღალია გენმოდიფიცირებული ცილების მოქმედების შედეგად გამოწვეული ისეთი პათოლოგიების რისკი, როგორიცაა: - ალერგიული რეაქციები, იმუნიტეტის დაქვეითება, ნერვული სისტემის დაზიანებები, კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები, მეტაბოლური დარღვევები და სხვა..

დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხდება ისეთი პროდუქტების გენმოდიფიცირება, როგორიცაა: სოიო, სიმინდი, პალმა, ქოქოსი და ა.შ...

 

რატომ გაჩნდა ყავის გენმოდიფიცირების აუცილებლობა

 

მსოფლიოში, ბევრი ფერმერი აღმოჩნდა პრობლემების წინაშე, რადგან არაბიკის კულტივირება სულ უფრო რთული ხდება.

არბიკა აზიზი, მიზეზიანი ბავშვივითაა მცენარეთა სამყაროში. იგი თავს კარგად გრძნობს, თუ უზრუნველყოფილია კლიმატი, რომელიც წააგავს მშობლიური ეთიოპიის კლიმატს.

მეცნიერების აზრითმ პლანეტის ეკოლოგია და გარე გარემო ისე სწრაფად იცვლება, რომ დაახლოებით 30-50 წლის შემდეგ იმ ტერიტორიების რაოდენობა, რომელიც ვარგისია არაბიკის მოსაყვანად - შესაძლოა ორჯერ შემცირდეს.

არაბიკის მოსაყვანად ვარგისი მიწის ფართობების შემცირება პრობლემებს შეუქმნის ყავის ინდუსტრიას, რადგან არაბიკას წილი ყავის მსოფლიო ბაზარზე შეადგენს თითქმის 70%-ს.

დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს ყავის ფერმერებისთვის დაავადება ე.წ ყავის ჟანგი, რომელიც პრობლემას უქმნის მოსავლის რაოდენობას და მის ხარისხს.

კლიმატის ცვლილები იწვევს მცენარის სხვა დაავადებების განვითარებას, მოსავლის შემცირებას და მისი ხარისხის მკვეთრ გაუარესებას.

ბუნებაში მსგავსი სიტუაციების მოგვარება ბუნებრივი გადარჩევის გზით ხდება. მცენარეების ნაწილი თავად გამოიმუშავებენ მექანიზმებს, თუ როგორ ადაპტირდნენ ახალ გარემოსთან, დანარჩენები კი იღუპებიან.

ბუნებრივი მუტაციის წარმატებულ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ - მარაგოჯაიპი (Maragogipe - ბრაზილიური წარმოშობის „სპილოს ყავა“, რადგან გააჩნია ყველაზე დიდი ზომის მარცვლები) და მოკა (Mocha) - რომლის სამშობლოა კუნძული რეიუნონი, ხოლო მისი ყავის მარცვლები სიდიდით ჩამოუვარდება არა მხოლოდ მარაჯაიპს, არამედ არაბიკის სხვა ჯიშების ყავის მარცვლებს.

თუმცა, ბუნებრივ მუტაციას და მსგავს სელექციას ასწლეულები სჭირდება, რაც დამანგრეველი იქნება ყავის ინდუსტრიისთვის. 

ამიტომ, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ცვლად კლიმატთან ადაპტირებული ყავის სახეობების გამოყვანა ბუნებრივი, ან ხელოვნური გენეტიკური მუტაციის გზით.

 

გენმოდიფიცირებული ყავის ისტორია

 

„გმო-ყავის“ შექმნაზე მუშაობა მეცნიერების ჯგუფმა 1993 წლიდან დაიწყო და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, თუმცა ეს არასაკმარისი იყო გენმოდიფიცირებული ყავის მოსაყვანად.

1999 წელს ჰავაის უნივერსიტეტმა მიიღო პატენტი ყავის მარცვლების ბუნებრივ დამწიფებაში „ბიოტექნოლოგიების“ ჩართვის ნებართვაზე და კომპანიამ - Integrated Coffee Technologies დაიწყო ყავის დნკ-ზე მუშაობა. 

მეცნიერები ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ყავის ჯიშების ადაპტაცია (შეგუებულობა) კლიმატურ პირობებთან და მცენარის ფესვთა სისტემა მდგრადი გაეხადათ მავნებლების მიმართ.

2000-იანი წლების დასაწყისში, ფრანგულ გვიანაში (Guyana)  კვლევითი ცენტის - CIRAD-ის მიერ ჩატარდა ექსპერიმენტები, რომლის მიზანი იყო გენეტიკურად შეცვლილ მცენარეებზე დაკვირვება.

რეგიონი არ იყო შემთხვევით შერჩეული, რადგან გვიანაში, როგორც სოფლის მეურნეობის კულტურა, ყავა არ მოჰყავდათ, რაც გამორიცხავდა შემთხვევითი შეჯვარების რისკს ადგილობრივ კულტურებთან.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რადგან 2004 წელს ყველა ექსპერიმენტული ნარგავი განადგურდა გაურკვეველი პირების მიერ.

2008 წელს ფერმერების საინიციატივო ჯგუფმა მიაღწია ყავის ტრანსგენური მცენარეების კულტივირების აკრძალვას ჰავაის ტერიტორიაზე. ჰავაის კომპანიამ - Integrated Coffee Technologies - გაყიდა აქტივები და დაიხურა.

2003 წელს იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს ტრანსგენური ყავა, რომელიც შეიცავდა ჩვეულებრივ ყავაზე 70%-ით ნაკლებ კოფეინს.

პროექტი არ იყო კომერციული და მისი მიზანი მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობების დემონსტრირება იყო.

2006 წელს, ყავის ცნობილმა მწარმობელმა კომპანია „ნესტლემ“ (Nestle) შეიძინა მოდიფიცირებული ყავის მარცვლის გამოყენების პატენტი.

პატენტი მოიცავდა ერთდროულად რამოდენიმე ტექნოლოგიას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა პროდუქტის  საგემოვნო თვისებებს.

მათ შორის იყო:

ტრანსგენური ყავის ხეების დარგვის ტექნოლოგიური პროცესი, რომლის საშუალებითაც მიიღებოდა ნაყოფი ბლოკირებული ფერმენტებით, ყავის ფხვნილის ხსნადობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ყავის მარცვლების გამოყენება ხსნადი ყავის წარმოებაში;

კომპანიას სრული შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ტრანსგენური ნედლეული მხოლოდ ზოგიერთი პროდუქციის წარმოებაში. 

2017 წელს, კალიფორნიის უნივერსიტეტში მოახდინეს არაბიკის ჯიშის სეკრეტირება. ექსპერიმენტის მიზანი იყო არა „გმო-ყავის“ შექმნა, არამედ ყავის ხსნადობისა და მოსავლიანობის ანალიზი, პესტიციდებისა და კოფეინის შემცველობის მიმართ მდგრადობა.

კალიფორნიის უნივერსიტეტმა, რომელიც სწავლობს ყავის სელექციას, დევისში გამოაქვეყნა - Coffea Arabica Geisha გენომის პირველი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი თანამიმდევრობა.

კვლევის მიხედვით, არაბიკის გენომის სეგმენტირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყავის ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან მას შეუძლია საფუძველი დაუდოს ყავის მრავალსახეობისა და სელექციის შენარჩუნებას.

მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას ყავის ჯიშების სელექციის სხვა მეთოდების სრულყოფისათვის.

თუმცა, არ არის აუცილებელი ყავის მომავალი მაინცდამაინც გენურ ინჟინერიასთან იყოს დაკავშირებული. როგორც ალტერნატივა, შესაძლებელია გაშენების სხვა ისეთი მეთოდების ხელშეწყობა, მგალითად როგორიცაა მოლეკულარული მარკერები, რომლებიც ამაღლებენ მასალების კლასიფიკაციის ეფექტურობას და კანდიდატების გადარჩევას ბუნებრივი შეჯვარებისთვის.

 

გამოიყენება თუ არა დღეს გენმოდიფიცირებული ყავა

 

ამერიკის ყავის ნაციონალური ასოციაციის მონაცემებით, მოცემული მომენტისთვის გენმოდიფიცირებული ყავის ხეების გაშენება კომერციული მიზნით არ ხდება. მიუხედავად ამისა, ყავის ეტიკეტზე შესაძლებელია მარკირების - „GMO-ს გარეშე“ ნახვა.

როდესაც მომხმარებელი ყავის ერთ შეფუთვაზე ხედავს წარწერას „GMO -ს გარეშე“, ხოლო მეორე შეფუთვას ასეთი წარწერა არ აქვს, იგი ფიქრობს, რომ მეორე ყავა გენმოდიფიცირებულია.

დღესდღეობით „GMO-ს გარეშე“ - ყველაზე სწრაფად მზარდი სერტიფიცირებაა სოფლის მეურნეობის სფეროში და უსწრებს Organic Bio სერტიფიცირებასაც კი. ამის მიზეზია ის, რომ მომხმარებელს მოსწონს ეტიკეტზე დატანილი ნიშანი - „GMO-ს გარეშე“.

ასეთი სერტიფიცირება უკვე გავლილი აქვს მწვანე ყავის რამდენიმე იმპორტიორს. ერთ-ერთი მათგანია - ყავის ინდუსტრიაში კარგად ცნობილი - Cafe Imports.

კომპანიისთვის ეს მარკირება მარკეტინგული სვლაა, თუმცა საფუძველს მოკლებულია არ არის მათი მოსაზრებაც, რომ მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს არის თუ არა ყავა გენეტიკურად შეცვლილი.

ზუსტად ისე, როგორც მათ აქვთ უფლება იცოდნენ, გაიარა თუ არა ყავამ - Direct Trade, Organic, Fair trade ან Rainforest Alliance-ს სერტიფიცირება. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი სერტიფიკაციის სისტემები ისედაც კრძალავს გენმოდიფიცირებული მცენარეების გამოყენებას.

გარდა ამისა, მწვანე ყავა ითვლება სოფლის მეურნეობის კულტურად, რომელშიც GMO-ს გამოყენების რისკი მინიმალურია.

დაბალი რისკის კულტურები შესაძლოა არ შემოწმდეს ლაბორატორიულ პირობებში. ანუ დიდი შანსია - იმპორტიორმა ან მწარმოებელმა მიიღოს სერტიფიკატი პროდუქტის ტესტირების გარეშე.

ასე, რომ ყავის კომპანიების მიერ, სერტიფიკაცია - „GMO-ს გარეშე“ უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება მარკეტინგული მიზნით.

პროექტ Non-GMO Project-ის თანახმად ყავა მიიჩნევა დაბალ რისკად. რისკი გაცილებით მეტია კაფეებში გავრცელებულ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა თაფლი, სოია და რძე, რომლებიც მიღებულია GMO-თივით გამოკვებილი პირუტყვისგან.

ყავის ნაციონალური ასოციაციის NCA-ს მონაცემებით, დღესდღეობით, გენმოდიფიცირებული ყავის მოყვანა არ ხდება და კომერციული მიზნით გამოყენებისთვის ოფიციალურად დარეგისტრირებული გენმოდიფიცირებული ყავა  არ არსებობს.

ეს მასალა დაწერილია 2021 წელს, ასე რომ თუ მომავალში რამე შეიცვალა ან უბრალოდ, ყავის შესახებ იფიციალური ინფორმაციების გაცნობის მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ ყავის ნაციონალური ასოციაციის ვებ-გვერდს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

 

როგორია გენმოდიფიცირებული ყავის მომავალი

 

მეცნიერების აზრით, გენმოდიფიცირებული ყავის სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩენამდე 15-20 წელია დარჩენილი.

დაავადებების მიმართ მდგრადი არაბიკა, დაეხმარება ბრაზილიის, ვიეტნამის, კოლუმბიის, ინდონეზიის, ეთიოპიის, ჰონდურასის, ინდოეთის, უგანდას განვითარებად ეკონომიკებს, რომლებიც საერთო ჯამში აწარმოებენ ყავის მსოფლიო მოსავლის ¾-ს.

იმისათვის, რომ განვითარებადი ქვეყნებს ასობით მილიონ მაცხოვრებელს დაეხმარონ სიღარიბის დაძლევაში, გენმოდიფიცირებული ყავა „ჰუმანიტარულ აუცილებლობას“ წარმოადგენს.

ყავის კვლევითი ცენტრის (World Coffee Research) მესვეურები მიიჩნევენ, რომ ყავის მოყვარულთა სამყარო და მისი ისტორია, ჯერ-ჯერობით შეუთავსებელია ყავის გენეტიკურ მოდიფიკაციებთან.

ეს ნიშნავს, რომ განვითარებული ქვეყნებში, ყავის მომხმარებლები არ მიიღებენ გენმოდიფიცირებულ ყავას.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა აშშ-ში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი GMO პროდუქტებს საფრთხის შემცველად მიიჩნევს, განსხვავებით მეცნიერთა წრისგან, რომელთა 85%-ს GMO- პროდუქტები საერთო ჯამში უსაფრთხოდ მიაჩნია.

ასე, რომ ყავა არაბიკამ შესაძლოა გაიზიაროს ბანანის - Gros Michel-ის ბედი, რომელიც ფუზარიუმის სახეობის სოკომ (პანამური დაავადება) თითქმის განადგურების პირას მიიყვანა, ან წავიდეს ჰავაიური პაპაიას (ნესვის ხე) გზით, რომლის პლანტაციებიც ჰავაიზე გენმოდიფიცირებულია.

სამეცნიერ წრეებში ძალიან პოპულარულია უმაღლესი ორგანიზმების გენომების რედაქტირების ახალი ტექნოლოგია, რომლის ბაზა დაშენებულია ბაქტერიების იმუნურ სისტემაზე - CRISPR.

მისი პოტენციალს შესაძლოა დიდი მომავალი ჰქონდეს არა მხოლოდ ბიოსამედიცინო კვლევების სფეროში, არამედ სოფლის მეურნეობაში.

თეორიულად, CRISPR  და დნმ-სეკვენირება საშუალებას იძლევა მოხდეს ყავის გენომის რედაქტირება და მისთვის სასურველი თვისებების მინიჭება.

შენიშვნა: - სეკვენირება - დნმ-ის ფრაგმენტში არსებული ნუკლეოტიდების (ადენინების, თიმინების, ციტოზინებისა და გუანინების) მიმდევრობის განსაზღვრის პროცესი).

ჯერ-ჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან პრობლემა არ არის ასეთი აქტუალური. ამიტომ მსგავსი საკითხებით მხოლოდ ლაბორატორიები არიან დაკავებული, სოფლის მეურნეობის კომპანიები არ ჩქარობენ ამ სფეროში ინვესტირებას.

გენეტიკოსებმა რომ შეძლონ კიდეც არაბიკის ადაპტირება უფრო მკაცრ კლიმატურ პირობებთან, რაც პლანეტას მომავალში ელოდება, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ყავის გემოს საკითხი, რადგან აუცილებად უნდა იყოს შენარჩუნებული ყავის მარცვლების უნიკალური გემო.

ამ თვისებების შექმნა კი გენური ინჟინერიის დახმარებით ძალიან რთულია.

ყავის გემოზე მოქმედებს: ნიადაგი, სიმაღლე, გადამუშავება, გაშრობა, ტრანსპორტირება, შენახვის პირობები და მოხალვა.

მიზანი არ არის მარტივი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ყავის გენომის რედაქტირება  CRISPR-ის ან სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიების დახმარებით მოითხოვს ჯანსაღ დისკუსიებს, რომელშიც ჩართული იქნება ყავის ინდუსტრიის ყველა მონაწილე - დაწყებული მწარმოებლებიდან და დამტავრებული ყავის მომხმარებლებამდე.

ჯერჯერობით, საზოგადოება გენური ინჟინერიის მეთოდებს აღიქვამს საკმაოდ სტერეოტიპულად და ემოციურად, თუმცა თუ ყავის მოსავალს, ამა თუ იმ მიზეზის გამო რეალური საფრთხე დაემუქრა გენმოდიფიცირებული ყავის გამოჩენა მაღაზიების თაროებზე არ დააყოვნებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ